Home ახალი ამბები მსოფლიო ზელენსკიმ ევროკავშირი ფინანსური დახმარების ხელოვნურად შეფერხებაში დაადანაშაულა

ზელენსკიმ ევროკავშირი ფინანსური დახმარების ხელოვნურად შეფერხებაში დაადანაშაულა

95

უკრაინის პრეზიდენტ ვლადიმერ ზელენსკის მიაჩნია, რომ ევროკავშირი ხელოვნურად აფერხებს უკრაინისთვის 8-მილიარდიან მაკროსაფინანსო დახმარებას, _ წერს ria.ru.

“ევროკავშირის ზოგიერთ ლიდერს ყოველდღიურად შევახსენებ, რომ არ შეიძლება მათი გაუბედაობის ან ბიუროკრატიზმის მძევლად იქცნენ უკრაინელი პენსიონერები, ჩვენი ლტოლვილები, ჩვენი მასწავლებლები და ის ადამიანები, რომლებიც ბიუჯეტის თანხებზე არიან დამოკიდებულნი. უკრაინისთვის 8-მილიარდი ევროს გამოყოფა ჯერჯერობით დამუხრუჭებულია და მაკროფინანსური დახმარების ასეთი ხელოვნური შეფერხება ჩვენი სახელმწიფოსთვის ან დანაშაულია, ან შეცდომა. რთული სათქმელია, მათგან რომელია უარესი”, _ განაცხადა ზელენსკიმ telegram-არხით გავრცელებულ ვიდეომიმართვაში.

 ამასთანავე, ზელენსკიმ თქვა, რომ არ სურს, დაასახელოს ქვეყანა, რომელიც აფერხებს უკრაინისთვის დახმარებას.

გიორგი გაჩეჩილაძე

https://ria.ru/20220805/zelenskiy-1807380668.html

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here