ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის პერსონალი მზად არის გამაგრილებელი წყლის დაკარგვის შესაძლო სცენარისთვის. ამის შესახებ „როსატომის“ ხელმძღვანელმა ალექსეი ლიხაჩოვმა განაცხადა.
მან აღნიშნა, რომ ასეთი რისკი ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურში მუშაობის დაწყებიდანვე იყო გათვლილი. სწორედ ამიტომ, დაწესებულების თანამშრომლები მზად არიან მოვლენების ასეთი განვითარებისთვის.
„ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის ექსპლუატაციის პირველივე დღეებიდან ჩვენ გამოვთვალეთ რისკის სცენარი, მათ შორის, რაც დაკავშირებულია წყლის საჭირო რაოდენობის დაკარგვასთან. ამიტომ, როგორც ორგანიზაციულად, ასევე ტექნოლოგიურად, სადგურის თანამშრომლები მზად არიან ამ გადაწყვეტილების მისაღებად“, – განაცხადა ლიხაჩოვმა.
მანამდე ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს გენერალურმა დირექტორმა რაფაელ გროსიმ, კახოვკას ჰიდროელექტროსადგურის განადგურების გამო, ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე საფრთხის შესახებ განაცხადა. მისი თქმით, სააგენტო მუშაობს რეაგირების ზომებზე, რათა შეამციროს ავარიის შედეგები ბირთვულ ობიექტზე.