მთავარი ახალი ამბები ყველიერის კვირაში რესტორან  “სულუგუნში” ჩაი არ დაალევინეს

ყველიერის კვირაში რესტორან  “სულუგუნში” ჩაი არ დაალევინეს

376
გააზიარეთ

ო, რა ვაჟკაცურად ეგდო იატაკზე, იმაზე უფრო  ვაჟკაცურად, 2008 წელს რომ ვნახეთ გორში, მიწაზე გართხმული მიხეილ სააკაშვილი ცხრა მთას იქიდან მოღწეულმა თვითმფრინავის ხმამ რომ დააფრთხო და სორო აძებნინა სოროსის ძუძუნაწოვს.

გუშინ კიევის რესტორან “სულუგუნის” იატაკზე იფორთხიალა, დააგორეს, როგორც ყველი ერბოში.

_ Лежать!
იწვა. წამოწევდა თავს ეს გმირი ლიდერი უკრაინული ოპოზიციის, აბსურდის თეატრის მორიგი სპექტაკლის “მთავარი” მოქმედი პირი, რომელსაც იმ დღეს “ვრემია პოკაჟეტის” ტელეპროგრამაში მიხაილ კალატოზოვიჩად მოიხსენიებდნენ, კიევში კი მიხაილოს უწოდებენ, წამოწევდა თავს და დასძახებდა ბედისწერა:

_ Лежать!
ყველიერის კვირის პირველ დღეს, 12 თებერვალს სულუგუნში სულუგუნის მსუყე ლუკმა პირიდან გამოაცალეს და ჩაი არ დაალევინეს, სხვისი ნასვამი ჭიქის ძირამდე გამოცლით მოტრაბახე “ვარდების რევოლუიციის ბელადს“.

ან როგორ დალევდა “მწოლიარე მდგომარეობაში მყოფ”, რომელსაც სახეზე ედო ფერი ნარინჯის და სულ სხვა სურნელს აფრქვევდა. რესტორან “სულუგუნის” დარბაზში კი, დინამიკებიდან იფრქვეოდა დათო ხუჯაძის სიმღერის “მახინჯი ვარ” ჰანგები.

_ Лежать!
ბედისწერა _ უკრაინელი სპეცრაზმელის სახით.
ორიოდ დღის წინათ, პეტრო პოროშენკოს, უკრაინის პრეზიდენტს, ნაპრეზიდენტალმა მიხეილ სააკაშვილმა საპროტესტო აქციის ტრიბუნიდან ვაჟკაცურად შესძახა: “ხოხვისთვის დაბადებული ფრენას ვერ შეძლებს!”

ორმაგად შემოუბრუნდა მიხეილ ხოხვიაშვილს ის აფორისტული ფრაზა მაქსიმ გორკის “ქარიშხალადან“: ორჯერ მიწაზე ნახოხებს ორჯერ ჭიტლაყი ამოჰკრეს და ორი ქვეყნიდან “პროშჩაი, დოსვიდანია” უთხრეს, დაახლოებით ისე, მარაბდელმა ოძელაშვილმა “ცხვარივით გადმოდენილ” ათ-თორმეტ ყაზახს “ნასკაკოიც!” რომ მიაძახა.
საით ჰხვალ“, მიხეილ?

პოლონეთის ის საზღვარი გადააკვეთინეს, რომლის დარღვევითაც უკრაინაში შევიდა ორიოდ თვის წინათ.

თბილისელი “სუფრაჟისტკებისა” და “ფემინისტკების” გასახარად ცოლის კალთა გადაეფარა საშველად: პოლონეთმა მიიღო ეს მოქალაქეობის არმქონე აღასფერი, მოხეტიალე იუდეველი, ქრისტეს მხარი რომ არ შეაშველა გოლგოთაზე ტანჯვით მიმავალს _ სანდრა რულოვსი ევროკავშირის მოქალაქე ყოფილა, მიხეილი, როგორც მისი ქმარი, შეუშვეს პოლონეთის ტერიტორიაზე ცოლის ხათრით.

აბსურდის სპექტაკლის მეორე მოქმედება დაიწყო “სარდაფის თეატრში“.
ავტორი: არმაზ სანებლიძე

გააზიარეთ

დატოვეთ კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here