Home ახალი ამბები მსოფლიო ყაზახეთი, რომელიც კოლექტიური უსაფრთხოების შეთანხმების ორგანიზაციის წევრია, ნატოს წევრ თურქეთს სამხედრო მონაცემებისა...

ყაზახეთი, რომელიც კოლექტიური უსაფრთხოების შეთანხმების ორგანიზაციის წევრია, ნატოს წევრ თურქეთს სამხედრო მონაცემებისა და სადაზვერვო ინფორმაციის გაცვლაზე შეუთანხმდა

83

ყაზახეთი თურქეთს სადაზვერვო სამხედრო ინფორმაციას გაუცვლის. ყაზახეთი კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის წევია და მისი ეს ეს გადაწყვეტილება ამ ორგანიზაციის სხვა წევრების სერიოზულ შეშფოთებას იწვევს, რადგან არსებობს რისკი, რომ მნიშვნელოვანი ინფორმაცია თურქეთის ხელში აღმოჩნდება, იქიდან კი _ ნატოში, _ იუწყება avia.pro.

თურქეთსა და ყაზახეთს შორის ხელმოწერილი შეთანხმება უპირატესობას ანიჭებს ნატოსა და ანკარას _ შესაძლებლობას აძლევთ, მიიღონ მნიშვნელოვანი ცნობები კოლექტიური უსაფრთხოების შეთანხმების ორგანიზაციის საქმიანობაზე, რაც ამ ორგანიზაციის წევრებს უსაფრთხოების რისკის ქვეშ აყენებს.

პროტოკოლის მიხედვით, მხარეები ითანამშრომლებენ ისეთ სფეროებში, როგორიცაა: სამხედრო და სადაზვერვო ინფორმაციისა და საექსპერტო შეფასებების გაცვლა აქტუალურ თემებზე, სამხედრო-პოლიტიკური ვითარების მონიტორინგი რეგიონში (სახელმწიფოში), ინფორმაციის ურთიერთგაცვლა საერთაშორისო ტერორისტულ და სხვა ორგანიზაციებზე, რომლებიც ემუქრებიან მხარეების უსაფრთხოებას.

ყაზახეთმა უარი განაცხადა ამ საკითხზე რაიმე განმარტების მიცემაზე, მაგრამ სპეციალისტები აღნიშნავენ, რომ ამ ქვეყნის ხელისუფლებას არ განუხილავს ეს გადაწყვეტილება კოლექტიური უსაფრთხოების შეთანხების სხვა წევრებთან, ამიტომ ყაზახეთს შეიძლება ულტიმატუმი წაუყენონ და მოსთხოვონ ან თურქეთთან ხელშეკრულების გაუქმება, ან კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის დატოვება.

ლუკა მაისურაძე

https://avia.pro/news/kazahstan-sostoyashchiy-v-odkb-dogovorilsya-peredavat-nato-voennye-svedeniya-i-razvedyvatelnuyu

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here