Home რუბრიკები საზოგადოება “მე-20 საუკუნის დიდი ფილოსოფოსებისა და თეოლოგების აზრები უკვდავებაზე” _ ვიქტორ რცხილაძის ახალი...

“მე-20 საუკუნის დიდი ფილოსოფოსებისა და თეოლოგების აზრები უკვდავებაზე” _ ვიქტორ რცხილაძის ახალი თარგმანები

ადამიანს, მათ შორის, არამორწმუნეს, ოდითგანვე აფიქრებდა სიკვდილისა და უკვდავების თემა, თუმცა უმრავლესობა ადამიანის ყოფის ამ მთავარ საკითხს არ უღრმავდება, გაურბის საეკლესიო მამების სწავლებათა კითხვას.

იქტორ რცხილაძე, დიდი ხანია, იღვწის საიმისოდ, რომ თანამედროვე ადამიანი დაინტერესდეს რწმენის საკითხებით, ეძებოს გზა რწმენისკენ. ამ მიზნით იგი თარგმნის ახალი ეპოქის ავტორებს _ ფილოსოფიისა და თეოლოგიის კორიფეებს, რომლებიც თანამედროვე ენით წერდნენ.

ამჯერადაც, გამომცემლობა ჩარპე დიემ-მა დასტამბა ვიქტორ რცხილაძის თარგმანების ახალი კრებული, რომელიც სწორედ უკვდავების საკითხებს შეეხება. კრებულს ასე ეწოდება: “მე-20 საუკუნის დიდი ფილოსოფოსებისა და თეოლოგების აზრები უკვდავებაზე” და შედგება შემდეგი ავტორებისაგან: რომანო გუარდინი, ვოლფჰარტ პანენბერგი, გეორგ ზიმელი, ანტონ ნოიჰოიზლერი და ნიკოლაი ლოსკი. კრებულის შეძენა შესაძლებელია თბილისში, რუსთაველის გამზირის 16 ნომერში, ასევე წიგნის მაღაზიებში: “პარნასი”, “ლატერნა” და ილიას უნივერსიტეტის წიგნის სახლში.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here