Home ახალი ამბები მსოფლიო WSJ-მა ბილ და მელინდა გეიტსების განქორწინების მიზეზი გამოამზეურა

WSJ-მა ბილ და მელინდა გეიტსების განქორწინების მიზეზი გამოამზეურა

132
WSJ-მა ბილ და მელინდა გეიტსების განქორწინების მიზეზი გამოამზეურა

სანდო წყაროებსა და დოკუმენტებზე დაყრდნობით Wall Street Journal იუწყება, რომ მელინდა გეიტსმამაიკროსოფტისდამფუძნებელ ბილ გეიტსთან განქორწინებისთვის მზადება თითქმის ორი წლის წინათ დაიწყო.

გამოცემის ინფორმაციით, ქალბატონი გეიტსი ჯერ კიდევ 2019 წელს ადვოკატებთან განიხილავდა ქმართან განქორწინების საკითხებს.

როგორც გაზეთი აღნიშნავს, წყვილს არ დაუკონკრეტებია განქორწინების მიზეზები, მაგრამ, წყაროს ცნობით, ქალბატონი გეიტსი სხვა საკითხებთან ერთად, შეშფოთებული იყო ქმრის კონტაქტებით აწ გარდაცვლილ ბანკირ ჯეფრი ეპშტეინთან, რომელსაც სექსუალური ექსპლუატაციის მიზნით არასრუწლოვანთა ვაჭრობაში ადანაშაულებდნენ.

მელინდა გეიტსმა არაერთხელ მიმართა კონსულტანტებს მას შემდეგ, რაც მასმედიაში გაჩნდა ინფორმაცია გეიტსისა და ეპშტეინის შეხვედრებზე. ბილ გეიტსის წარმომადგენელმა 2019 წელს განაცხადა, რომ “მაიკროსოფტის” დამფუძნებელ ეპშტეინთან მხოლოდ ქველმოქმედების საკითხებს განიხილავდა, მაგრამ ის ამას ნანობს და შეხვედრებს შეცდომას უწოდებს.

განქორწინების შესახებ ბილ და მელინდა გეიტსებმა რამდენიმე დღის წინათ განაცხადეს. 27 წლის განმავლობაში ერთად ცხოვრების განმავლობაში მათ 3 შვილი გაზარდეს და შექმნეს საქველმოქმედო ფონდი, რომელიც მსოფლიოში მოქმედებს.

ბილ გეიტსი მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანების ხუთეულში შედის. წყვილის ქონება 130 მლრდ დოლარადაა შეფასებული.

ria.ruზე გამოქვეყნებული მასალის მიხედვით მოამზადა ლუკა მაისურაძემ

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here