Home ახალი ამბები მსოფლიო WSJ: ზელენსკის შეეძლო, თავიდან აეცილებინა რუსეთთან კონფლიქტი, მაგრამ არ მოისურვა

WSJ: ზელენსკის შეეძლო, თავიდან აეცილებინა რუსეთთან კონფლიქტი, მაგრამ არ მოისურვა

385

უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმერ ზელენსკიმ ყურად არ იღო გფრის კანცლერ ოლაფ შოლცის თხოვნა, რუსეთთან კონფლიქტი მოლაპარაკებებით მოეგვარებინა, _ წერს ამერიკული გამოცემა Wall Street Journal-.

“შოლცი უკრაინის პრეზიდენტ ზელენსკისთან მიუნხენში 19 თებერვალს გამართულ შეხვედრაზე ბოლოჯერ შეეცადა, რუსეთსა და უკრაინას შორის ურთიერთობის დარეგულირება მოლაპარაკებების გზით მომხდარიყო. მან ზელენსკის უთხრა, რომ უკრაინამ უარი უნდა თქვას ნატოსკენ სწრაფვაზე და გამოაცხადოს ნეიტრალიტეტი ფართო შეთანხმების მიხედვით რუსეთსა და დასავლეთს შორის. ამ შეთანხმებას ხელს მოაწერდნენ ჯო ბაიდენი და ვლადიმერ პუტინი, რომლებიც უკრაინის უსაფრთხოების ერთობლივი გარანტორები იქნებოდნენ”, _ წერს ამერიკული გამოცემა.

ზელენსკიმ მოისმინა შოლცის წინადადება და თქვა, რომ ნატოში უკრაინის ინტეგრაციის გადაწყვეტილებას მხარს უჭერს ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკის მოსახლეობის უმრავლესობა. ამ სიტყვებმა გერმანელი მაღალჩინოსნები მიიყვანა დასკვნამდე, რომ მშვიდობის შანსი ქრებოდა.

ura.ruზე გამოქვეყნებული მასალის მიხედვით მოამზადა ლუკა მაისურაძემ

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here