Home ახალი ამბები 2018 წელს შიდსის 52 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

2018 წელს შიდსის 52 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

საქართველოში 2018 წლის 26 იანვრის მონაცემებით ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო-პრაქტიკულ ცენტრში რეგისტრირებულია: აივ-ით ინფიცირების 6814 შემთხვევა. 5095 – მამაკაცი, 1719 – ქალი. – სტატისტიკას, 26 იანვრის მდგომარეობით, ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო-პრაქტიკული ცენტრი ავრცელებს. 

პაციენტთა უმრავლესობა 29-დან 40 წლამდეა. შიდსი განუვითარდა 3674 პაციენტს, 1405 გარდაიცვალა. არვ მკურნალობაზეა 4144. მათ შორის, აფხაზეთში – 477 პაციენტი.

მსოფლიო სტატისტიკით საქართველო მიეკუთვნება აივ ინფექცია/შიდსის დაბალი პრევალენტობის ქვეყნებს და, რაც კიდევ უფრო საინტერესოა, ამ ქვეყნებს შორისაც ერთ-ერთი ყველაზე ბოლო ადგილი უკავია, მაგრამ, მეორე მხრივ, შიდსის ეპიდემიის კანონზომიერებიდან გამომდინარე, აივ ინფიცირებულების სავარაუდო რიცხვი საქართველოში 7000-ს უტოლდება. ეს კი ისეთი მცირერიცხოვანი ქვეყნისათვის, როგორიც საქართველოა, უკვე საკმაოდ სოლიდური რიცხვია.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here