Home ახალი ამბები მსოფლიო Washington Times-ის მიმომხილველი: კარგად ინფორმირებული ამომრჩეველი და პატიოსანი არჩევნები _ საშინელი კოშმარი...

Washington Times-ის მიმომხილველი: კარგად ინფორმირებული ამომრჩეველი და პატიოსანი არჩევნები _ საშინელი კოშმარი ამრიკელი დემოკრატებისა და მემარცხენეებისთვის

ამერიკელი მემარცხენეები და დემოკრატები თავიანთ ფეიკებს გაქვავებული სახეებით ყვებიან და იმედოვნებენ, რომ აშშში მცხოვრებნი არ შეამოწმებენ ამ ინფორმაციას, _ წერს Washington Timesის  მიმომხილველი რობერტ ნაითი. სტატიის ავტორის თქმით, კარგად ინფორმირებული ამომრჩეველი და პატიოსანი არჩევნები საშინელი კოშმარია მემარცხენეებისა და დემოკრატებისთვის.

“აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა, _ წერს ავტორი, _ ცოტა ხნის წინათ განაცხადა, რომ დემოკრატიის მთავარი საფრთხეა ქვეყნის “ნახევრადფაშისტური” ნახევარი, რომელიც მხარს არ უჭერს დემოკრატებს”.

თეთრი სახლის მეთაურმა გაიმეორა იდეა, რომ თეთრი რასის უპირატესობის მომხრეები უფრო დიდ საფრთხეს წარმოადგენენ ქვეყნისთვის, ვიდრე ჩინეთი, რუსეთი, ირანი და ამერიკელი თავზეხელაღებულები, რომლებიც თავს ესხმიან ეკლესიებსა და ფეხმძიმეთა კრიზისულ ცენტრებს.

გასულ ხუთშაბათს ბაიდენმა განაცხადა: “დონალდ ტრამპი და MAGA-ს (Make America Greet Again  _ “დავუბრუნოთ ამერიკას ძველი დიდება” _ ტრამპის მომხრეთა ლოზუნგი _ გ.გ.) რესპუბლიკელები განასახიერებენ ექსტრემიზმს, რომელიც ჩვენი რესპუბლიკის საფუძვლებს ემუქრება”.

“აი ეს არის ერთიანობაზე ლაპარაკი დემოკრატების სტილში”, _ ირონიით შენიშნავს ავტორი.

სხვათა შორის, ბაიდენის თანაპარტიელები, ნაითის თქმით, უფლებას აძლევენ მილიონობით არალეგალს, მოაწყდნენ აშშის სამხრეთ საზღვარს, არალეგალებთან ერთად კი ქვეყანაში შემოდიან არა მხოლოდ ტერორიზმში ეჭვმიტანილი ადამიანები, არამედ ჩინური ფენტანილიც (ოპიოიდური ანალგეტიკი. _ ..), რომელიც ყოველდღიურად 100 ათასობით ამერიკელს კლავს.

ამერიკელებს კვლავ და კვლავ უმტკიცებენ, რომ აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თავის მამულ მარ-ა-ლაგიში საიდუმლო დოკუმენტების სათანადო დაცვის გარეშე შენახვით საფრთხე შეუქმნა ეროვნულ უსაფრთხოებას, თუმცა ლაპარაკია ქაღალდის დოკუმენტებზე და არა დაუცველ კომპიუტერულ სერვისზე, როგორიც იყო ჰილარი კლინტონის სახლში.

ნუთუ ისინი გვეუბნებიან, რომ ტრამპის მამული, რომელსაც დღემდე იცავს საიდუმლო სამსახური, დაცული ადგილი არ არის? მე რომ საიდუმლო სამსახურის უფროსი ვიყო, ამას ჩემ წინააღმდეგ ნათქვამად მივიღებდი”, _ ირონიით წერს ავტორი, რომელიც სვამს კითხვას: რა უნდა ექნა ამ დოკუმენტისთვის დონალდ ტრამპს?

“მიჰყიდდა რუსეთის ან ჩინეთის დაზვერვას, რადგან ფული სჭირდებოდა? ეს უფრო იმას ჰგავს, რამაც შეიძლება აცდუნოს ჰანტერ ჰაიდენის მსგავსი ადამიანი”, _ სარკაზმით აღნიშნავს სტატიის ავტორი.

ამერიკელებს უყვებიან, რომ აშშ-ის გენერალური პროკურორი მერიკ გარლანდი ამჟამინდელი “კარგი მთავრობის” გმირია, რადგან მან გააფრთხილა გამოძიების ფედერალური ბიუროს მამხილებლები, არ მიმართონ კონგრესს. “გარლანდი რესპუბლიკელი რომ ყოფილიყო, ქსელში უკვე გამოქვეყნდებოდა მყვირალა რეპორტაჟები პატრიოტულად განწყობილი გაბედული მამხილებლების დევნის შესახებ, რომლებიც მხოლოდ თავიანთი უწყების გადარჩენასა და ამერიკელი ხალხის დაცვას ცდილობენ”, _ წერს Washington Times-ის მიმომხილველი.

ნაითი თავის სტატიაში, აგრეთვე, წერს ლგბტ-აქტივისტების ტოტალიტარულ მისწრაფებაზე გენდერული სიგიჟისადმი. ისინი “მოსაწყენ მშობლებს” ადანაშაულებენ სიძულვილში, როცა ისინი თავიანთი შვილების გარყვნასა და მათ მიმართ სქესობრივი მომწიფების ჰორმონების ბლოკირების სახიფათო პრეპარატების გამოყენების წინააღმდეგ გამოდიან. რობერტ ნაითი ახსენებს კლიმატის ცვლილების გამუდმებულ პროპაგანდასაც. კლიმატის ცვლილების წინააღმდეგ მებრძოლი ფანატიკოსების გადაწყვეტილება, როგორც ნაითი აღნიშნავს, მდგომარეობს იმაში, რომ წიაღისეული მავნე საწვავის გამოყენება დასრულდეს მანამ, სანამ ალტერნატიული ენერგიების სრულად გამოყენება დაიწყება. არადა, ელექტრომობილების მწარმოებელი “ტესლას” მფლობელმა ილონ მასკმა განაცხადა, რომ უახლოეს პერიოდში საჭიროა ნავთობისა და ბუნებრივი აირის გამოყენება, წინააღმდეგ შემთხვევაში ცივილიზაცია დაინგრევა”.

სტატიის ავტორი აღნიშნავს, რომ ამერიკელი მემარცხენეები და დემოკრატები თავიანთ ფეიკებს გაქვავებული სახეებით ყვებიან და იმედოვნებენ, რომ ადამიანები არ შეამოწმებენ ამ ინფორმაციას.

ლუკა მაისურაძე

https://russian.rt.com/inotv/2022-09-07/Obozrevatel-Washington-Times-horosho-informirovannie

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here