Home ახალი ამბები მსოფლიო ვლასოვის მეორე არმია: “მი-6” მოღალატეებისგან პოლკებსა და ბატალიონებს ქმნის

ვლასოვის მეორე არმია: “მი-6” მოღალატეებისგან პოლკებსა და ბატალიონებს ქმნის

177

რამდენიმე დღის წინათ ეთერში გამოჩნდა ილია პონომარიოვი (რფში უცხოეთის აგენტად არის აღიარებული, სასამართლომ მას დაუსწრებლად მიუსაჯა პატიმრობა რუსეთის შეიარაღებულ ძალებზე ცრუ ინფორმაციის გავრცელებისთვის) _ სახელმწიფო სათათბიროს ყოფილი დეპუტატი. ის ღიმილით არიგებს ინტერვიუებს და ამბობს, რომ იცოდა დარია დუგინას მკვლელობის შესახებ და ისიც ზუსტად იცის, ვინ არის მკვლელი _ “რესპუბლიკური ეროვნული არმია”. რამ გამოიწვია გაქცეული დეპუტატის გააქტიურება, რომელიც უკვე თითქმის მივიწყებული იყო? ეს მისი კურატორები აფუსფუსდნენ და აწრიალდნენ, _ წერს svpressa.ru.

დარია დუგინას წინააღმდეგ ტერაქტის ორგანიზატორები არ ელოდნენ, რომ რუსი სამართალდამცავები ასე სწრაფად გავიდოდნენ შემსრულებლებზე. 2-3 საათით ადრე რომ დაედგინათ “აზოვის” წევრი ვოვკის მონაწილეობა ტერაქტში, მას საზღვარზე დააკავებდნენ. არ გამოვიდა, მაგრამ ექსპრეს-ანალიზში სხვა რამესაც ეფინება ნათელი.

მიუხედავად იმისა, რომ შემსრულებლები უკრაინელები იყვნენ, დარიას მკვლელობა არ დაუგეგმავთ უკრაინის უსაფრთხოების სამსახურში ან დაზვერვის მთავარ სამმართველოში. ეს ინგლისის სპეცსამსახურების კლასიკური ხელწერაა. ამის რამდენიმე მიზეზი არსებობს.

ფილოსოფოს დუგინს, რომელსაც დასავლური მედია “ტვინად და პუტინის მთავარ მრჩევლად” წარმოაჩენს (დუგინი არასდროს ყოფილა პუტინის მრჩეველი), იქ სრულიად სხვა პოპულარობა ჰქონდა, ვიდრე რუსეთში და, რადგან პუტინი დასავლელი ობივატელის თვალში ჯოჯოხეთის მოციქულია, მისი მრჩეველი ორმაგი დემონია. ის თავის შეფს ყურში მზაკვრობებს ჩასჩურჩულებს, დემოკრატიის ფასეულობების საწინააღმდეგოს, და ასეთი დემონის მკვლელობაში დასაძრახი არაფერია.

და, რადგან ნებისმიერი შეკვეთილი მკვლელობა მოითხოვს ცრუ კვალს, თვალის ამხვევად და ცრუ კვალის გამხმოვანებლად ილია პონომარიოვი დანიშნეს. ტყუილუბრალოდ ხომ არ აიძულეს, მიეტოვებინა მშობლიური კერა მზიან ფილადელფიაში და უკრაინაში გადასახლებულიყო?! ამბობენ, დაარწმუნეს, ეს იდეური მოსაზრებებით გაეკეთებინაო. სისულელეა. ის არავის არაფერში არ დაურწმუნებია. მი-6”, საერთოდ, არავის არწმუნებს. ეს მისი სტილი არ არის. ამ კანტორის წარმომადგენლები მსხვერპლს ჯერ ანკესზე წამოაგებენ, შემდეგ კი ეუბნებიან, რა უნდა გააკეთოს, თანაც გასაგები რომ იყოს, მძევლად მისი ოჯახი აჰყათ _ ცოლი, შვილები, მშობლები. ამის შემდეგ კი ძალაში შედის ინგლისური დაზვერვისოქროს წესი”: “დახურე პირი, გაახილე თვალები, შეიკარი შარვალი და გააკეთე, რასაც გიბრძანებენ”.

მათ პონომარიოვს ლაყუჩებში კლასიკურად ჩაავლეს ხელი. განსაკუთრებით იდეური ის არასოდეს ყოფილა, თუმცა ბრუნავდა სხვადასხვა პოლიტიკურ ორბიტაზე, სახელმწიფო სათათბიროშიც კი შეიყვანეს.

კლასიკური თაღლითი _ ITსპეციალისტი არაადეკვატური თვითშეფასებითა და ასტრონომიული მოთხოვნებით. ამ მხრივ ის ძალიან ჰგავს ზელენსკის. მათი ბედი ერთნაირად წარიმართა. თავდაპირველად სურვილების სტაფილო და ბალზამი ამბიციებზე, შემდეგ _ სასტიკი რეალიების ხაფანგი, სისხლი, მკვლელობები, გვამების გორა და უპერსპექტივობა. გამამხნევებელი კოკსიც (კოკაინი _ ..) ყოველთვის ვეღარ გშველის.

პონომარიოვს მეორე ვლასოვის როლისთვის თანდათან, ეტაპობრივად ამზადებდნენ. ის, როგორც ყველა თაღლითი, სიხარბეზე დაიწვა. მისი ცხოვრების მთავარი მიზანი ფული იყო.

მკვლელობამდე ორი დღით ადრე, პონომარიოვმა თავის პორტალებზე დუგინის ფიგურაზე დაიწყო ლაპარაკი. მსხვერპლი მოინიშნა. დარჩენილი იყო  აქციის ჩატარება.

პოლიტოლოგი სერგეი მარკოვი ინფორმაციას “ეროვნული რესპუბლიკური არმიის” შესახებ უკრაინული სპეცსამსახურის შემოგდებელს უწოდებს.

მათ ეს იმისთვის მოიგონეს, რომ გამოძიება მცდარ კვალზე წასულიყო. ეს არის ირიბი, მაგრამ აშკარა მტკიცებულება იმისა, რომ დუგინას წინააღმდეგ ტერაქტი უკრაინულმა სპეცსამსახურებმა დაგეგმეს”, _ დაწერა მარკოვმა თავის Telegram-არხზე.

შეიძლება  თუ არა ასეთი არმიის შექმნა საზღვარგარეთ? შეიძლება თუ არა შეიქმნას მოძრაობა, რომელიც გენერალ ვლასოვის არმიას გაახსენებს ადამიანებს?

ახალი ვლასოველები

თეორიულად _ შეიძლება, თუ ძლიერი სურვილი და შესაბამისი დაფინანსება იქნება. თვითონ განსაჯეთ. 1990-იანების დასაწყისში რუსეთიდან ბევრი ადამიანი წავიდა. გერმანელები მიდიოდნენ დოიჩლანდში, ებრაელები _ აღთქმულ მიწაზე, რუსები _ ყველგან, სადაც შეეძლოთ: თურქეთიდან არგენტინამდე. იმხანადსაძულველი რაშადანწასვლა წარმატებად ითვლებოდა.

საზღვარგარეთ გარბოდა ყველა, ვისაც შეეძლო _ ექიმები, IT-სპეციალისტები, პროფესორები, მეწარმეები, ყველა ჯურის თაღლითები. მათი სახელი ლეგიონია. ისინი მილიონობით იყვნენ და ყველას კარგ ტონად მიაჩნდა, სამშობლოსთვის მიეფურთხებინა: “მშვიდობით, დაუბანელო რუსეთო! მე უკეთეს ცხოვრებაში მივდივარ!” ეს, ალბათ, თავისებური კომპენსაცია იყო, მაგრამ ამან მკვეთრად გადააფორმატა ცნობიერება. და ისინი რუსეთს მის დაუძინებულ მტრებად ტოვებდნენ.

კიდევ ერთი დაკვირვება: რუსეთიდან წასული, პრაქტიკულად, ყველა რუსი და რუსულენოვანი თავს რუსეთის  ხელისუფლების იდეურ მოწინააღმდეგედ მიიჩნევდა. ბევრს გულწრფელად სძულდა ის, მაგრამ რუსეთის ხელისუფლებისადმი სიძულვილმა ტრანსფორმაცია განიცადა და გადავიდა რუსი ხალხისადმი სიძულვილში, რუსული კულტურის, ისტორიის, ტრადიციებისადმი სიძულვილში, საერთოდ, ყველაფერ რუსულისადმი სიძულვილში.

ამაში ლოგიკა და საღი აზრი არ ყოფილა, მაგრამ მილიონობით წასულთაგან თავი ვერავინ აარიდა ამ ხაფანგს.

და საბოლოოდ რა მივიღეთ? რუსეთისა და დსთ-ის ქვეყნების მილიონობით ყოფილი მცხოვრები, რომლებსაც სძულთ თავიანთი წინაპრების სამშობლო.

და ვინ იტყვის, რომ ეს არ არის მასალა რუსეთის განმათავისუფლებელი არმია _ 2.0-ის შესაქმნელად?

 მათ დაუმატეთ შთამომავლები ბანდერელებისა, რომლებიც ამერიკელებმა წინასწარგანზრახვით ათიათასობით გაიყვანეს კანადაში 1945 წელს, მათი ათასობით შთამომავალი უკვე დღეს იბრძვის უკრაინაში. ისინი თითების გატკაცუნებისთანავე შევლენ ე.წ. განმათავისუფლებულ არმიაში, ოღონდ კი დაუძახონ. მათ დაუმატეთ უკრაინული მრავალრიცხოვანი კრიმინალური დაჯგუფებები, რომლებიც მოქმედებენ პოლონეთის, საფრანგეთისა და იტალიის ტერიტორიებზე. ისინი პოლონეთში შერწყმულნი არიან ადგილობრივ კრიმინალებთან და გერმანიაში მოპარულ მანქანებს უკრაინაში ლატვიასა და ლიეტუვაში ასაღებენ. აი ახალი რუსული განმათავისუფლებელი არმიისზოლდატ”-ები. საერთოდ, ეთნიკური უკრაინელები ევროპის თითქმის ყველა არმიაში მსახურობენ. მხოლოდ ფრანგულ ლეგიონში _ რამდენიმე ასეული. ისინიც შეიძლება შეუერთდნენ ახალი ვლასოველების რიგებს. აღსანიშნავია, რომ ვარშავის ზოგიერთ რაიონში ადგილობრივები მალე  მხოლოდ უკრაინულად ილაპარაკებენ, რადგან იქ ძალიან ბევრია უკრაინელი. ისინიც სამობილიზაციო რესურსებს განეკუთვნებიან.

ეს _ რაც შეეხაბა სლავებს. არიან კიდევ რუსულენოვანები. ჩეჩნების ნაწილი დღესაც იბრძვის უკრაინელთა მხარეს. რუსულენოვანი ლიეტუველები _ “ტყის ძმების” შთამომავლები, რომლებიც უკრაინელებს ქუჩის ბრძოლებს ასწავლიან საძულველი რუსების წინააღმდეგ. რუსულად მშვენივრად მოლაპარაკე ქართველები კი თვითონ მიილტვიან დაქირავებულთა რაზმებში.

თუ ამ ადამიანებს ერთ ადგილას შეკრებთ, განათავსებთ ყაზარმებში, მიაჩვევთ სამხედრო დისციპლინას _ მეორე ვლასოვის არმია მზად იქნება. და პონოვარიოვის დანიშვნა თავისუფლად შეიძლება არმიის პოლიტიკურ ხელმძღვანელად.

სხვა საკითხია, მოისურვებს თუ არა ეს ბრბო რუსეთის არმიის ტყვიებისა და ჭურვებისთვის თავის შეშვერას. ეს ადამიანები დღეს კარგად ცხოვრობენ, მიეჩვივნენ კომფორტს, ცხოვრების მაღალ სტანდარტებს, თავიანთ სოციალურ სტატუსს. მშობლიური კერა იმიტომ არ მიუტოვებიათ, რომ ტყვიას შეუშვირონ თავი. მაგრამ მათ შეუძლიათ თავს დაესხან რუსეთის საელჩოებს, აბუჩად აიგდონ თანამშრომლები. აქ, ალბათ, ბევრს გაახსენდება თურქეთში რუსეთის ელჩ კარლოვის მკლველობა. ასეთი რამ საერთაშორისო ურთიერთობებში, 200 წელზე მეტია, არ მომხდარა. ჯერჯერობით ყველაფერი მხოლოდ ფლეშმობებითა და აქციებით სრულდება, მაგრამ ჯერ საქმეში “მი-6”-ის ყასბები არ ჩართულან. თუ ასე მოხდება სისხლის მდინარეები მერე ნახეთ.

პროფილის შეცვლა

ამ ახალი ვლასოველების გამოწვრთნა შეიძლება დივერსიებისა და ტერორისტული აქტების მოსაწყობად და ეს იქნება ახალი ტიპის არმია _ დივერსანტებისა და ტერორისტების ბრიგადები, რომლებსაც პარტიზანული ომიც ეცოდინებათ, ბატკო მახნოს არმიის მსგავსი.

ლუკა მაისურაძე

https://svpressa.ru/society/article/344731/

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here