Home ახალი ამბები მსოფლიო ვლადიმერ პუტინმა და ებრაჰიმ რაისიმ მონაწილეობა მიიღეს ირანში „რეშტ-ასტარას“ სარკინიგზო მაგისტრალის მშენებლობაში...

ვლადიმერ პუტინმა და ებრაჰიმ რაისიმ მონაწილეობა მიიღეს ირანში „რეშტ-ასტარას“ სარკინიგზო მაგისტრალის მშენებლობაში თანამშრომლობის შესახებ შეთანხმების ხელმოწერის ცერემონიაში

სარკინიგზო მაგისტრალის  სიგრძე 170 კმ იქნება. ის საჭიროა ჩრდილოეთ-სამხრეთის საერთაშორისო სატრანსპორტო დერეფნის სახმელეთო მონაკვეთების დასაკავშირებლად, რაც გაზრდის ტრანსკასპიური მარშრუტის ეკონომიკურ ეფექტიანობას, წერს  ტელეგრამ-არხი „O!News“-ი.

ირანის პრეზიდენტის მთავარი განცხადებები:

* ხელშეკრულების ხელმოწერა არის დიდი და სერიოზული ნაბიჯი რუსეთის ფედერაციასთან ორმხრივი თანამშრომლობის განვითარებისკენ;

* მიუხედავად იმისა, რომ კოლექტიურ დასავლეთს სურს, სატრანზიტო მარშრუტმა გვერდი აუაროს ირანის ტერიტორიას, ყველამ მშვენივრად  იცის, რომ ირანის ტერიტორია ყველაზე მომგებიანია საქონლის ტრანზიტისთვის.

რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის მთავარი განცხადებები:

* სატრანსპორტო არტერია „ჩრდილოეთი-სამხრეთი“ ხელს შეუწყობს სატრანსპორტო ნაკადების დივერსიფიკაციას, დააკავშირებს ბალტიისა და ჩრდილოეთის ზღვებში რუსეთის პორტებს  ირანის პორტებთან და შეამცირებს საქონლის მიწოდების დროს;

* ახალი მაგისტრალის გამოყენება იგეგმება სოფლის მეურნეობის პროდუქციის გადასაზიდად როგორც ირანში, ასევე სპარსეთის ყურისა და აფრიკის ქვეყნებში;

* დერეფანში  საქონლის გადაზიდვით მიღებული შემოსავალი ხელს შეუწყობს ბიზნესის თანმხლები სახეობების  განვითარებას, შექმნის ახალ სამუშაო ადგილებს, გაზრდის იმ რეგიონების საინვესტიციო მიმზიდველობას, რომლებზეც გაივლის მაგისტრალები.

მოამზადა ლუკა მაისურაძემ    

https://tgstat.ru/channel/@octgnews/32021

                                                                                                

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here