ვიოლა ფონ კრამონის განცხადება არის პირდაპირი დასტური, რომ „კრედიტ სუისის“ საქმეს ჩვენი „დაუძინებელი მეგობრები“ იყენებდნენ ბიძინა ივანიშვილის შანტაჟისთვის, – ამის შესახებ ვატო შაქარიშვილი „ფეისბუქის“ გვერდზე წერს.
ვატო შაქარიშვილის თქმით, ეს ყველაფერი კეთდებოდა საქართველოს ომში ჩათრევის მიზნით.
„აბა გააღეთ პირი და თქვით – ააა!!! რა კავშირშია პირადი ფინანსები და სტატუსის მინიჭება-არ მინიჭების საკითხიო?! ეს არის პირდაპირი დასტური, რომ „კრედიტ სუისის“ საქმეს ჩვენი „დაუძინებელი მეგობრები“ იყენებდნენ ბიძინა ივანიშვილის შანტაჟისთვის! რა მიზნით? საქართველოს ომში ჩათრევის მიზნით!“, – წერს ვატო შაქარიშვილი.
ევროპარლამენტარმა ვიოლა ფონ კრამონმა Credit Suisse-სთან ბიძინა ივანიშვილის დავასთან დაკავშირებით დასმულ კითხვაზე პასუხისას განაცხადა, რომ „რეზოლუცია აჩვენებს იმის ეფექტს, რომ შესაძლოა, მომავალში იყოს სანქციები“. Credit Suisse-სთან დაკავშირებულ პროცესზე ვიოლა ფონ კრამონი აღნიშნავს, რომ „ეს აჩვენებს სულ მცირე გარკვეულ ეფექტს“.