Home ახალი ამბები მსოფლიო ვაშინგტონის ფინანსური სამრეცხაო: როგორ “დაიხსნის” აშშ-ის ანტიკორუფციული დახმარება მოლდოვას ნეპოტიზმისა და მექრთამეობისგან

ვაშინგტონის ფინანსური სამრეცხაო: როგორ “დაიხსნის” აშშ-ის ანტიკორუფციული დახმარება მოლდოვას ნეპოტიზმისა და მექრთამეობისგან

82

ამერიკელები კომპრომატებს აგროვებენ ქვეყნის ლიდერებზე და მათ ხელისუფლების სათავეში მოსვლაში ეხმარებიან, შემდეგ კი შეახსენებენ ხოლმე, რომ მართვის ყველა ბერკეტი მათ ხელშია

2017-2022 წლებში აშშ-მა მოლდოვაში კორუფციის აღმოსაფხვრელად და ფულის ე.წ. გარეცხვის წინააღმდეგ საბრძოლველად 24 მლნ დოლარი დახარჯა. 2022-ში უმრავლესობა ამერიკული პროგრამებისა დასრულდა, მაგრამ მათი შედეგები საკამათოა, _ წერს russian.rt.com -ი.

rt-ის მიერ ჩატარებული ანალიზის შედეგების მიხედვით, აღნიშნულ პერიოდში მოლდოვის პრეზიდენტ მაია სანდუს გარშემო შეიკრიბა ჯგუფი ადამიანებისა, რომლებიც დაკავშირებულნი არიან მექრთამეობასა და ოფშორებში ფულის გადარიცხვასთან. სანდუს გარემოცვის ნაწილი და თვითონ სანდუ კარიერას აშშ უნდა  უმადლოდნენ: მოლდოვის მომავალი მაღალჩინოსნები მუშაობდნენ ან ამერიკულ სახელმწიფო ორგანოებში, ან ამერიკულ კორპორაციებში, ბევრი სწავლობდა აშშში.

2022 წელს დასრულდა საერთაშორისო დახმარების მასშტაბური პროგრამა, რომელიც აშშ-მა კორუფციასთან საბრძოლველად და მოლდოვაში “გამჭვირვალე დემოკრატიული” საზოგადოების ასაშენებლად აამოქმედა. პროექტს ეწოდებოდა “სტრატეგიული რეფორმების პროგრამა მოლდოვაში” და 11,1 მლნ დოლარი დაჯდა.

პროგრამა ამუშავდა 2017 წელს და 10 ამოცანისგან შედგებოდა, რომელთა გადაჭრა აუცილებელი იყო ბიზნესისა და ვაჭრობის პირობების გასაუმჯობესებლად. მათგან ერთ-ერთი იყო “კორუფციის შესაძლებლობების შემცირება”. მის შესრულებაზე პასუხისმგებელი გახლდათ USAID _ აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტო, რომელიც ქვეყნის სახელმწიფო დეპარტამენტს ექვემდებარება.

2017 წელსვე ამოქმედდა ანტიკორუფციულ წამოწყებებთან დაკავშირებული კიდევ ერთი პროგრამა _ ღია მართლმსაჯულება”, რომელმაც 2 წლის განმავლობაში იმუშავა და ამერიკის ბიუჯეტს 5,65 მლნ დოლარი დაუჯდა.

USAID-ის ვებგვერდზე “ღია მართლმსაჯულების” აღწერის თანახმად, იუსტიციის ადგილობრივ ორგანოებთან თანამშრომლობით, აშშ იმედოვნებდა მართლმსაჯულების უფრო ანგარიშვალდებული და ეფექტიანი სისტემის აგებას, რომელიც ხელმისაწვდომი იქნებოდა საზოგადოების ყველა წევრისთვის”. ამ გეგმის რეალიზაციის შედეგად უნდა შემცირებულიყო კორუფცია და გაზრდილიყო ქვეყნის სასამართლო სისტემის გამჭვირვალობა.

დღეს მოლდოვაში მსგავსი მიზნებით მხოლოდ ერთი პროგრამა მუშაობს, რომელმაც სტარტი 2019 წლის სექტემბერში აიღო. მისი სახელწოდებაა გამჭვირვალე ფინანსური სექტორის პროგრამადა მიმართულია ფულის გათეთრების წინააღმდეგ და ეკონომიკის სფეროში დანაშაულის აღსაკვეთად. პროგრამის საერთო ღირებულება 8,1 მლნ დოლარია, მათგან 7,2 მლნ უკვე ათვისებულია.

ამრიგად, 5 წელიწადში სულ დახარჯულია 24 მლნ და იგეგმება კიდევ 1,1 მლნ-ის დახარჯვა 2023 წელს.

ჩამოთვილი პროგრამების მიზნები შესანიშნავია ქაღალდზე და,  ანგარიშების მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, წარმატებით ხორციელდება. მაგრამ, როგორც გაირკვა, კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა არ გავრცელებულა მოლდოვის მთავრობის ზედა ეშელონზე. სანდუს გარემოცვაში მუშაობას განაგრძობენ ისეთი ადამიანები, რომლებიც დაკავშირებულნი არიან ნეპოტიზმთან, კორუფციასთან, შესაძლოა, ფულისგარეცხვასთანაც”.

ფულის დაბანდება გავლენებისთვის

მოქმედმა პრეზიდენტმა მაია სანდუმ პოსტი 2020 წლის 24 დეკემბერს დაიკავა. მისი არჩევის შემდეგ ნაწილობრივ განახლდა მინისტრთა კაბინეტი. იქ თანამდებობებზე დაინიშნა ადამიანები, რომლებმაც დიდი ხნის განმავლობაში მუშაობდნენ სანდუსთან ერთად ან შედიოდნენ მის მიერ შექმნილ პარტია “მოქმედება და სოლიდარობაში (PAS)”.

“ძვირთასო თნამოქალაქეებო, კორუფცია სასიკვდილო საფრთხეა ყველა ჩვენგანისთვის, _ ამბობდა სანდუ სააგიტაციო სიტყვით გამოსვლისას პრეზიდენტად არჩევის წინ. _ ქვეყანა იხრჩობა. ყველა, ვინც მოლდოვის მოქალაქეების ხარჯზე მდიდრდება, გაერთიანდნენ”. მისი სიტყვა მიმართული იყო წინა პრეზიდენტის, იგორ დოდინისა, და მისი მომხრეების წინააღმდეგ, მაგრამ, როგორც გაირკვა, თვითონ სანდუმ შეკრიბა გუნდი იმ ადამიანებისგან, რომელთა წინააღმდეგაც, მისი სიტყვის თანახმად, ბრძოლას აპირებდა.

მაგალითად, პრესამ ყურადღება გაამახვილა ციფრული განვითარების სფეროში პრემიერმინისტრის მოადგილე  იური ცურუკანუს ინტერესთა კონფლიქტზე. ცურუკანუ 2019 წლის აგვისტოდან 2020 წლის დეკემბრამდე ელექტრონული მართვის სააგენტოს დირექტორად მუშაობდა. ამასთანავე, ის კონსულტანტი იყო ამავე სააგენტოს შვილობილ პროექტში, რომლის რეალიზაცია ხდებოდა მსოფლიო ბანკის კრედიტებით. აღსანიშნავია, რომ მსოფლიო ბანკში, რომლის შტაბბინა ვაშინგტონშია, კარიერის სხვადასხვა ეტაპზე მუშაობდა სანდუ და ცურუკანუს უფროსი _ მოლდოვის პრემიერმინისტრი ნატალია გავრილიცა.

ცურუკანუს ორი თანამდებობა ორ ხელფასში იყო კონვერტირებული: იმ პერიოდში ცურუკანუ თვეში დაახლოებით 10 ათას დოლარს იღებდა. მას ორ სკამზე ჯდომის უფლება მისცა პრემიერის სხვა მოადგილემ _ ანდრეი სპინუმ, რომელმაც შესაბამისი ბრძანება გამოსცა. სპინუს პირველად არ აუვლია გვერდი სახელმწიფო აკრძალვებისთვის – მან საკუთარი გამოცდილებით იცის, როგორ უნდა გაკეთდეს ეს.

ანდრეი სპინუ წლების განმავლობაში მართავდა რამდენიმე კომპანიას, მათ შორის ოფშორულ ზონებში რეგისტრირებულს. მისი სახელი პირდაპირ ან ირიბად არის დაკავშირებული ისეთ იურიდიქციებთან, როგორიც არის კვიპროსი, ჰონკონგი, დელავერი (აშშ) და ბელიზი. ამასთანავე, 2015-2016 წლებში ის მოლდოვის სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრად მუშაობდა, რაც, ამ ქვეყნის კანონმდებლობით, შეუთავსებელია ბიზნესში მონაწილეობასთან.

კომპანიების რეგისტრაციის ჩანაწერებიდან ირკვევა, რომ სპინუ იყო ორი ბრიტანული ფირმის ბენეფიციარი, რომლებიც დაკავებულნი იყვნენ ონლაინ-თარგმნით. მოგვიანებით მან შეცვალა ბიზნესის სტრუქტურა და ის ჰონკონგისა და ბელიზის ოფშორულ ზონებში დაარეგისტრირა. ჰონკონგიდან მან ყველაზე დიდი შემოსავალი მიიღო _ 42 ათასი დოლარი, რომლითაც კიშინიოვში ბინა იყიდა. ოფშორებში იყო, აგრეთვე, რეგისტრირებული 4 მოლდოვური კომპანია, რომელთა მფლობელი და ხელმძღვანელი იყო სპინუ.

რატომ აძლევს ხელს აშშ კორუფცია მოლდოვაში

უახლესი სახელმწიფოების საერთაშორისო ინსტიტუტის დირექტორ ალექსეი მარტინოვს მიაჩნია, რომ ქვეყანაში კორუფციის მასშტაბი უზარმაზარია.

“მოლდოვა კორუფციის დონით, მხოლოდ  მეზობელ უკრაინას ჩამორჩება, _ აღნიშნა მარტინოვმა, _ აღსანიშნავია, რომ საკუთარი თავის პატივისმცემელ თითოეულ მოლდოველ პოლიტიკოსს ან ბიზნესმენს აქვს რუმინული პასპორტი”.

ხშირად კორუფციასთან ბრძოლის საბაბით აშშ საჯარო მონაცემებს იღებს და შემდეგ მათი მანიპულაციებით თავისი ინტერესებისთვის იყენებს სუსტი ქვეყნების ლიდერებს.

“ეს არ არის ქვეყნებისა და პოლიტიკოსების მართვის ახალი მეთოდი. ამერიკელები კომპრომატებს აგროვებენ ქვეყნის ლიდერებზე და მათ ხელისუფლების სათავეში მოსვლაში ეხმარებიან. შემდეგ კი შეახსენებენ ხოლმე, რომ მართვის ყველა ბერკეტი მათ ხელშია”, _ ამბობს პოლიტოლოგი ალექსანდრე დუდჩაკი. აქ, ფაქტობრივად, ლაპარაკია პოლიტიკოსების შანტაჟზე. გარედან კონტროლს მიეკუთვნება შემთხვევები, როდესაც ესა თუ ის პოლიტიკოსი საღი აზრის წინააღმდეგ  მოქმედებს.

“ამ ინსტრუმენტის გამოყენებით, აშშ-ს შეუძლია კონფლიქტის ესკალაცია დნესტრისპირეთში ან კიდევ _ მოლდოვის გავლით უკრაინის აქტიური დახმარება და ამით პრობლემების შექმნა რუსეთისთვის. ამ თვალსაზრისით, მოლდოვა მნიშვნელოვანი რეგიონია აშშ-ისთვის, მიუხედავად იმისა, რომ მოლდოვას სუსტი ეკონომიკური პოტენციალი და პატარა ტერიტორია აქვს, _ აღნიშნა პოლიტოლოგმა, _ და, რა თქმა უნდა, აქ ფიგურირებს USAID _ “ფერადი გადატრიალებებისერთერთი წამყვანი ორგანიზაცია დაფინანსების მხრივ. ის არისჰაბისხვადასხვა არასამთავრობო და სხვა ორგანიზაციებისა, რომლებიც ძირგამომთხრელ საქმიანობას ეწევიან მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში”.

სანდუს კუმეტრია

მოლდოვურ ენაში არის სიტყვა “კუმეტრია”, რომელიც ბავშვის ნათლობას ნიშნავს. ეს სიტყვა აღნიშნავს ნათესაურ კავშირსაც, რომელიც წარმოიქმნება ნათლიასა და ნათლულს შორის. ზემოთ ნახსენები სპინუსა და ცუკანუს უფროსია პრემიერმინისტრი ნატალია გავრილიცა. ის მაია სანდუს ნათესავია: მოლდოვის პრეზიდენტმა გავრილიცას შვილები მონათლა. პრეზიდენტის ბიძაშვილი ტატიანა ბაბინი პარლამენტის თავმჯდომარე იგორ გროსუს კაბინეტის ხელმძღვანელია. მოლდოვის პარლამენტში საგარეო პოლიტიკისა და ევროპული ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარეა სანდუს სხვა ნათესავი _ დოინა გერმანი.

მოლდოვაში კუმეტრია ტრადიციაა. ეს აბსოლუტურად კორუფცირებული სახელმწიფოა, _ მიაჩნია პოლიტოლოგ მარტინოვს. _ აქ ერთადერთი დისონანსი არის ის, რომ ხელისუფლებაში სანდუ პლახოტნიუკთან _ მოლდოვის ყოფილ უფროსთან, ბრძოლის ტალღაზე მოვიდა და, როცა ეს თვითონ შეეხო, კოგნიტური დისონანსი გაუჩნდა”.

მოლდოვის დემოკრატიული პარტიის დამფუძნებელი ვლადიმერ პლახოტნიუკი, რომელზეც ლაპარაკობს მარტინოვი, კიშინიოვში, უკვე დიდი ხანია, კორუფციის სინონიმად იქცა. ოლიგარქს, რომელსაც სხვადასხვა ქვეყანაში ათობით აქტივის ფლობის გამომოლდოველ აბრამოვიჩსუწოდებენ, რუსეთიდან 126 მლრდ რუბლის უკანონოდ გატანაში ადანაშაულებენ.

სამართალდამცველები მას ე.წ. მოლდოვური სქემის ორგანიზატორად მიიჩნევენ, რომლითაც 2013-2014 წლებში რუსეთის 20 ბანკიდან ყალბი დოკუმენტაციით გაიტანეს თანხები. ამ სქემის სხვა მონაწილეები _ რუსეთის მოქალაქეები 2022 წელს გაასამართლეს და 15,5-დან 19 წლამდე პატიმრობა მიუსაჯეს.

“მოლდოვაში ყველაფერი ისეა მოწყობილი, რომ სანდუს სხვა არჩევანი არ აქვს, გარდა კორუფციის მიმართულებით მოძრაობისა, _ ამბობს მარტინოვი. _ კიდევაც რომ უნდოდეს კორუფციის აღმოფხვრა, სანდუს ეს არ გამოუვა. რა უნდა უყოს ამდენ კმაყოფაზე მყოფს, რომლებიც მას ხელისუფლების სათავეში მოსვლაში დაეხმარნენ? ისინი ხომ იმიტომ არ ეხმარებოდნენ, რომ კორუფციასთან ებრძოლათ, არამედ იმისთვის, რომ თვითონ ყოფილიყვნენ მასში ჩართულნი”.

გავრილიცას პრესმდივნად მუშაობას მაია სანდუს ნათესავი ანასტასია ტაბურჩანუ, რომელიც ამბობს, რომ მის დანიშვნაში ინტერესთა კონფლიქტი არ არის, რადგან ეს პრემიერის ინიციატივა იყო. მაგრამ, როდესაც სახელისუფლო ორგანოები ისე ახლოს არიან ერთმანეთთან, რომ პრეზიდენტი ნათლავს პრემიერის შვილებს, პრეზიდენტის ნათესავის დანიშვნა პრემიერის პრესმდივნად სწორედ ინტერესთა კონფლიქტია.

გავრილიცა და სანდუ დიდი ხნის დაქალები არიან. პრემიერის ქმარი ვლადიმერ გავრილიცა კი _ შინაგან საქმეთა სამინისტროს ყოფილი თანამშრომელი _ კონტროლის კორპუსში მუშაობდა, როცა პრემიერმინისტრი მაია სანდუ იყო.

ექსპერტთა აზრით, სანდუ შეიძლება იძულებული შეიქნას, ამჟამინდელი პრემიერი გავრილიცა პოსტიდან გაათავისუფლოს, რადგან გამოკითხვის შედეგების მიხედვით, მოქალაქეების ნდობა მთავრობისადმი ძალიან დაეცა.

მოლდოვის ხელისუფლების ამერიკანიზაცია

მოლდოვის ხელისუფლების მნიშვნელოვანი ნაწილი მომართულია დასავლეთის ინტერესების დასაკმაყოფილებლად, რომელიც მოლდოვას გრანტებს აძლევს და არა სამუშაოს, _ მიაჩნიათ პოლიტოლოგებს.

ეს ჩანს მათი ბიოგრაფიებიდან.

ზემოხსენებული ანდრეი სპინუ აშშ-ში სწავლობდა. 2018 წელს მან ჩააბარა ჰარვარდის უნივერსიტეტის (აშშ) კვალიფიკაციის ამაღლების სკოლის მაგისტრატურაში. პრემიერმინისტრმა გავრილიცამ პროფესიონალური ცხოვრების ნახევარი აშშ-ისა და დიდი ბრიტანეთის ინტერესების დაცვაში გაატარა.

2000-2003 წლებში გავრილიცა მოლდოვაში აშშ-ის საელჩოსთან არსებულ ეკონომიკური და პოლიტიკური საკითხების ბიუროში ასისტენტად მუშაობდა. 2005-ში იყო ვაშინგტონში მსოფლიო ბანკის ოფისში ვიცე-თავმჯდომარის ასისტენტი. 2009-2013 წლებში _ უფროსი კონსულტანტი, შემდეგ _ მენეჯერი საერთაშორისო კონსალტინგურ კომპანია Oxford Policy Management-ში (დიდი ბრიტანეთი). 2015-2019 წლებში გავრილიცა გლობალური საინვესტიციო ფონდის დირექტორის პოსტზე მოღვაწეობდა ლონდონში.

მსოფლიო ბანკში მუშაობდა სანდუც: 1998-2005 წლებში _ კიშინიოვში, 2010-2012 წლებში _ ამ ბანკის შტაბ-ბინაში ვაშინგტონში.

“სოროსული კურსების გავლის შემდეგ სანდუ ვაშინგტონში მუშაობდა მსოფლიო ბანკში, _ ამბობს მარტინოვი, _ და მოლდოვაში აშშ-ის ელჩი დერეკ ჰოგანი, მისი, ასე ვთქვათ, სულიერი მამაა, რომელმაც ის ხელისუფლებაში მოიყვანა”.

აღსანიშნავია, რომ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ აშშ-ის ელჩის ჩარევას მოლდოვის საპრეზიდენტო არჩევნებში უპრეცედენტო უწოდა.

მოლდოვის ამჟამინდელი ხელისუფლება _ ეს არის დასავლეთში მომზადებული კადრები, რომლებიც ორიენტირებულნი არ არიან თავიანთი ქვეყნის კეთილდღეობისთვის მუშაობაზე. ვინ იმუშავებს მოლდოვის მოქალაქეების ინტერესებისთვის? შტატები ამისთვის არ სვამს თავის მმართველებს ბალტიისპირეთსა და მოლდოვაში. ამ მმართველებს ფეხზე ჰკიდიათ მოლდოვის ინტერესები. ეს კოლონიურ მთავრობას ჰგავს _ ისინი დანიშნულნი არიან იმისთვის, რომ გაატარონ ამერიკის ინტერესები მათ კონტროლს დაქვემდებარებულ ტერიტორიებზე”, _ ასკვნის პოლიტოლოგი დუდჩაკი.

ლუკა მაისურაძე

https://russian.rt.com/world/article/1047678-moldaviya-ssha-korruptsiya-sandu

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here