Home ახალი ამბები საქართველო Vali.ge-ზე უკვე 407 ათასზე მეტი მსესხებლის შესახებ აიტვირთა ინფორმაცია

Vali.ge-ზე უკვე 407 ათასზე მეტი მსესხებლის შესახებ აიტვირთა ინფორმაცია

1282
Vali.ge-ზე უკვე 407 ათასზე მეტი მსესხებლის შესახებ აიტვირთა ინფორმაცია

ვებგვერდზე Vali.ge-ზე 407 ათასზე მეტი მსესხებლისა და 679 ათასზე მეტი სასესხო ჩანაწერის შესახებაა ინფორმაცია ატვირთული.

ამ სასესხო დავალიანების მთლიანი მოცულობა შეადგენს 3 მილიარდ ლარზე მეტს. ვებგვერდზე საკუთარი მონაცემების შესამოწმებლად საჭიროა სამი მარტივი ეტაპის გავლა: მსესხებლის პირადი ნომრის და დაბადების თარიღის (დღე, თვე, წელი) შეყვანა; უსაფრთხოების მიზნით სპეციალური გრაფის “მე არ ვარ რობოტი”-ს მონიშვნა. ამ ეტაპების გავლის შემდეგ, თუ მსესხებელი იპოვის თავის მონაცემებს, ეს ნიშნავს, რომ მას 15 დეკემბრიდან 31 დეკემბრის პერიოდში გაუნულდება ვებგვერდზე გამოტანილი დავალიანება. ამ ეტაპისთვის ვებგვერდზე ატვირთულია შემდეგი საფინანსო ორგანიზაციებიდან შეძენილი სესხები და კრედიტები: “საქართველოს ბანკი”, “თიბისი ბანკი”, “ლიბერთი ბანკი”, “სილქ როუდ ბანკი”, “ხალიკ ბანკი საქართველო”, “იშბანკი საქართველო”, პარალელურ რეჟიმში მუშავდება სხვა საფინანსო ორგანიზაციების მხრიდან მოწოდებული ინფორმაცია  და უახლოეს პერიოდში ერთიან მონაცემთა ბაზას დაემატება მათი მონაცემებიც.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here