Home სხვადასხვა დაიჯესტი აშშ-ში პედოფილების დაკოდვას დაიწყებენ

აშშ-ში პედოფილების დაკოდვას დაიწყებენ

2318

ალაბამას შტატში მიიღეს კანონი, რომლის თანახმად პედოფილებს საპყრობილიდან გათავისუფლების წინ ქიმიურ კასტრაციას ჩაუტარებენ, ანუ ელემენტარულად დაკოდავენ, ოღონდ სპეციალური ქიმიური პრეპარატებით. ამ კანონით, სექსუალური დანაშაულის ჩამდენ პირს, იმ შემთხვევაში, თუ ძალადობის მსხვერპლია 13 წლამდე ბავშვი, ვადამდე გათავისუფლების უფლება ექნება მხოლოდ ქიმიური კასტრაციის შემდეგ. ამასთანავე, პრეპარატებით დამუშავება დროდადრო უნდა განმეორდეს. 

ქიმიური კასტრაცია ქირურგიულ კასტრაციაზე ჰუმანურ ალტერნატივად არის მიჩნეული, მაგრამ უამრავი უარყოფითი ეფექტი ახასიათებს _ ინფარქტისა და ინსულტის რისკიც კი.

კასტრაციის მეთოდის გამოყენება აშშ-ში, დიდ ბრიტანეთსა და გერმანიაში 60-იან წლებში დაიწყეს. დღეს გარკვეულ შემთხვევებში იყენებენ საფრანგეთში, ბელგიაში, დანიასა და პოლონეთში, ასევე, აშშ-ის შტატებში _ კალიფორნიაში, ფლორიდასა და ტეხასში, _ იუწყება Newsweek.com.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here