United Airlines-მა ფარშევანგი და მისი მეპატრონე ბორტზე არ აუშვა

ამერიკულმა ავიაკომპანია United Airlines-მა ნიუ-იორკი-ლოს-ანჯელესის რეისის თვითმფრინავის ბორტზე ფარშევანგი არ აუშვეს.

ამერიკული მედიის ინფრომაციით, პატრონის მტკიცებით, ფარშევანგი მას ემოციური მხარდაჭრისთვის სჭირდებოდა.

United Airlines-ის განმარტებით, ქალი წინასწარ გააფრთხილეს, რომ ფრინველი მისი ზომების გამო თვითმფრინავში მოხვედრას ვერ შეძლებს. თუმცა ქალი აეროპორტში მაინც ფარშევანგთან ერთად მივიდა და შეეცადა მისთვის ბილეთი ეყიდა, თუმცა უშედეგოდ.

საბოლოოდ, ქალს და მის ფარშევანგს,სახელად დექსტერს, ნიუ იორკიდან ლოს-ანჯელესამდე გამგზავრება ავტომობილით მოუხდათ.

თვითმფრინავით, ცხოველების გადაყვანა აპრობირებული მეთოდია, თუმცა ფარშევანგის გადაყვანის მცდელობა თან, სალონით მგზავრებთან ერთად, პირველი იყო.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here