Home ახალი ამბები აკაკი ზოიძე: ნარკოტიკების გამსაღებლებთან ბრძოლა, ყოველდღიურ რეალობად უნდა იქცეს

აკაკი ზოიძე: ნარკოტიკების გამსაღებლებთან ბრძოლა, ყოველდღიურ რეალობად უნდა იქცეს

1225
პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე აკაკი ზოიძის განცხადებით, ნარკოტიკების გამსაღებლებთან უკომპრომისო ბრძოლით, ქვეყნისთვის უდიდესი ხიფათის დაძლევა მოხდება.

დეპუტატი ასევე, დადებითად აფასებს, შინაგან საქმეთა სამინისტროს პოლიტიკას ნარკორეალიზატორებთან მიმართებში.
”უპირობოდ მისასალმებელია შინაგან საქმეთა სამინისტროს და პირადად ბატონ გიორგი გახარიას მიერ ბოლო პერიოდში გადადგმული ნაბიჯები ნარკორეალიზატორებთან და გამსაღებლებთან ბრძოლაში. ახალ ნარკოპოლიტიკასთან მიმართებაში სწორად ამას ვგულისხმობთ, რომ სწორედ ასე უნდა გამკაცრდეს ნარკოტიკების გამსაღებლებთან ბრძოლა და ეს ყოველდღიურ რეალობად იქცეს. 
მხოლოდ გამსაღებლებთან უკომპრომისო ბრძოლით, პრევენციაში, განათლებაში და მასობრივ სპორტში ინვესტირებით, ნარკოდამოკიდებულების მკურნალობით და სტიგმის დაძლევით შევძლებთ ჩვენი ქვეყნისთვის ამ უდიდესი ხიფათის დაძლევას”, – განაცხადა დეპუტატმა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გუშინ, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა-შენახვის ბრალდებით, ირანის 2 მოქალაქე თბილისში დააკავა. დაკავებულების პირადი ჩხრეკისას ამოღებულია, დაახლოებით, 1 კილოგრამი ნარკოტიკული საშუალება ჰეროინი.

შსს-ს კრიმინალური პოლიციის უფროსის მოადგილის დავით ლაცაბიძის ინფორმაციით, გამოძიება ასევე ფლობს ინფორმაციას, რომ დაკავებული პირები ნარკოტიკების გავრცელების საერთაშორისო ქსელის შემადგენელ ერთ-ერთ რგოლს წარმოადგენდნენ.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here