„რადგან ერდოღანი აკონტროლებს თურქეთის სასამართლო სისტემის დიდ ნაწილს და სხვა სამთავრობო ორგანოებს, ანალიტიკოსები ამბობენ, რომ კილიჩდაროღლუს დიდი სხვაობით მოგება მოუწევს. წინააღმდეგ შემთხვევაში ერდოღანმა, შესაძლოა, ზეგავლენა მოახდინოს თურქეთის საარჩევნო საბჭოზე, გააუქმოს შედეგები და ჩაატაროს ახალი არჩევნები. <… > ანალიტიკოსები ამბობენ, რომ, თუ ეს მოხდება, სავარაუდოდ, მასობრივი დემონსტრაციების პროვოცირებას მოახდენს. ამ ინფორმაციას ავრცელებს საერთაშორისო პოლიტიკური და ეკონომიკური სტრატეგიის ინსტიტუტის დირექტორ ელენე პანინას ტელეგრამ-არხი „Елена Панина“.
მზად არის თუ არა „წლის ბიუროკრატი“, უხელმძღვანელოს ასეთ წინააღმდეგობას, თუ ერდოღანი დამარცხდება, მაგრამ წასვლაზე უარს იტყვის? კილიჩდაროღლუ ამტკიცებს, რომ ეს აუცილებელი არ არის<… >. მაგრამ მისი მხარდამჭერები მზად იქნებიან ქუჩებში გასასვლელად, თუნდაც კილიჩდაროღლუ არ იქნება მზად“. ეს არის Time -ს ვრცელი სტატია სათაურით „ექსკლუზივი: ადამიანი, რომელსაც შეუძლია ერდოღანის დამარცხება“. მასალა მთლიანად ეძღვნება „სულთნის“ მთავარ მეტოქეს 14 მაისს გასამართ საპრეზიდენტო არჩევნებში.
* ამერიკული გამოცემის ანონიმური „ანალიტიკოსები“, ფაქტობრივად, დაუფარავად აცხადებენ: თუ ერდოღანი დარჩება ხელისუფლებაში, თურქეთს ქუჩის არეულობები ელის – ნამდვილი „ევრომაიდანი“ ყველა „საშუალებით“. სხვათა შორის, მაიდნის ერთ-ერთი ტიპური ტექნოლოგია „ავტორიტეტების“ მოზიდვაა ყველანაირი ჯადოქრებისა და მკითხავების სახით. თურქი ასტროლოგის პროგნოზის პოპულარიზაცია „ერთ-ერთი კანდიდატის“ გარდაუვალი სიკვდილის შესახებ ძალიან ჰგავს იმას, რაც მოხდა უკრაინაში, ასეთი შელოცვით „მოლფარის წინასწარმეტყველებით, იანუკოვიჩი 14 დღეში მოკვდება“
მაგრამ მაინც როგორია მინაწერი: „თუნდაც ქილიჩდაროღლუ მზად არ იქნება“! ანუ არეულობის საკითხზე ყველაფერი უკვე გადაწყვეტილია – სურს თუ არა ეს „თურქეთის მთავარ ოპოზიციონერს“.
მოამზადა ლუკა მაისურაძემ
https://tgstat.ru/channel/@EvPanina/9300