Home ახალი ამბები საქართველო უკრაინული თაგვი პოლონურ ბეღელში

უკრაინული თაგვი პოლონურ ბეღელში

სასჯელი უგუნურებისა და უმადურობის წილ

656

15 ნოემბერს ისეთი  სკანდალური ფაქტი მოხდა, რომელიც თავისუფლად  შეიძლებოდა,  მესამე მსოფლიო ომის დეტონატორი გამომდგარიყო. პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ მსოფლიოს ამცნო შემდეგი: “15 საათსა და 40 წუთზე პოლონეთის სოფელ პშევოდუვში ჩამოვარდა რუსული წარმოების რაკეტა, ომლის შედეგად დაიღუპა პოლონეთის ორი მოქალაქე. ამის გამო პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა გამოიძახა რუსეთის ელჩი და მისგან მოითხოვა ვითარების დეტალური და ამომწურავი განმარტება“.  ამ ინციდენტზე ჩატარებული მთავრობის  საგანგებო სხდომის დამთავრების შემდეგ პოლონეთის მთავრობის ოფიციალურმა წარმომადგენელმა მიულერმა განაცხადა: “პოლონეთი განიხილავს საკითხს ნატოს წესდების მე-4 მუხლის (ალიანსში კონსულტაციის დაწყება იმ საფრთხის გამო, რომელიც ერთერთ  წევრს ემუქრება) ამოქმედების შესახებ“. როგორც მასობრივი ინფორმაციის საშუალებები უწყებიან,  რაკეტა  ჩამოვარდა იქ, სადაც განთავსებულია ხორბლის საშრობი.

რუსეთის იუმორნარევი რეაქცია ასეთი იყო: “ჩვენ არაფერს ვერჩით პოლონელ ფერმერებს“.

რუსეთის ნათქვამს ვინ დაიჯერებს? თქმა კი არა, უტყუარი მტკიცებულებები როდესაც მოაქვს, იმასაც არავინ იჯერებს და ასე ჰაერში ნათქვამს, პოლონეთის მიმართულებით ,,ჩვენ არ გაგვისვრიაო’’, როგორ დაუჯერებენ?! ამიტომ მოსალოდნელი იყო დიდი გნიასი, რუსეთის წინააღმდეგ მუშტების კოლექტიური ქნევა და ერთიანი საინფორმაციო შტურმი, მაგრამ ასე არ მოხდა. ერთ-ერთი პირველი, ვინც ივარაუდა, რომ რაკეტა რუსეთის  გაშვებული არ უნდა ყოფილიყო, აშშ-ის პრეზიდენტი ჯოზეფ  ბაიდენი გახლდათ. მან ჯერ კიდევ კუნძულ ბალიზე (დიდი ოცეულის შეხვედრაზე) ყოფნისას  განაცხადა: “ვფლობ წინასწარ ინფორმაციას, რომელიც სადავოს ხდის იმას, რომ რაკეტა რუსეთიდან იყო გაშვებული. არ მსურს ამაზე საუბარი, სანამ სრულ გამოძიებას არ ჩავატარებთ, მაგრამ, რაკეტის ფრენის ტრაექტორიიდან გამომდინარე, ნაკლებად სარწმუნოა, რომ იგი რუსეთის ტერიტორიიდან  გაუშვეს, თუმცა ვნახოთ…”

პრეზიდენტ ბაიდენის ამ განცხადების შემდეგ, როგორც მოსალოდნელი იყო, ყველამ უკან დაიხია. პოლონეთის პრეზიდენტი ანჯეი დუდაც კი, რომელიც  რუსოფობიითაა გაჟღენთილი, მოზომილად ალაპარაკდა: სამშაბათს რუსეთმა უკრაინაზე სარაკეტო იერიში განახორციელა. უკრაინის საჰაერო თავდაცვის სისტემები რაკეტებს  სხვადასხვა მიმართულებით უშვებდა. დიდია ალბათობა, რომ პოლონეთის ტერიტორიაზე სწორედ უკრაინიდან გაშვებული რაკეტები ჩამოვარდა“.

თქვენ წარმოიდგინეთ, რომ ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმაც კი ამ საკითხზე ბაიდენის მიერ არც ისე ანტირუსული პოზიციის გამოხატვის შემდეგ თავშეკავებული საუბარი ამჯობინა: წინასწარი ინფორმაციით, პოლონეთში ჩამოვარდნილი რაკეტები უკრაინის მხრიდან მოფრინდნენ. არ გაგვაჩნია მტკიცებულება იმსა, რომ პოლონეთის ინციდენტი წინასწარგამიზნულ ხასიათს ატარებს. ნატო ვერ ხედავს იმის ნიშნებს, რომ შესაძლებელია, რუსეთი თავს დაესხას ალიანსს“.

თურქეთის პრეზიდენტი ერდოღანი აცხადებს: “ვფიქრობ, რომ რუსეთი არავითარ კავშირში არ არის პოლონეთში მომხდარ ფაქტთან”.

ერთადერთი, ვინც მომხდარის გამო  სხეულზე თმის ღერი არ დაიტოვა, ზელენსკი იყო: “დღეს მოხდა ის, რის შესახებაც ჩვენ დიდი ხნის განმავლობაში გაფრთხილებდით. ტერორი არ არის ჩვენი ქვეყნის საზღვრებით შემოფარგლული. რუსეთის რაკეტებმა პოლონეთსაც დაარტყეს. რუსეთი, რაც უფრო მეტ ხანს იგრძნობს დაუსჯელობას, მით უფრო დიდი საფრთხე შეექმნება ყველას”. ამის შემდეგ ზელენსკიმ პოლონელ ხალხს მიმართა: “თავისუფალ ხალხს ტერორი ვერ გატეხავს. რუსეთი მთელ მსოფლიოს უპირისპირდება. რუსეთი გვატერორებს ჩვენც, თქვენც –  ყველას, ვისზეც ხელი მიუწვდება. უნდა შევაჩეროთ იგი!”

ვცადოთ გააზრება იმისა, თუ რა მოვლენასთან გვაქვს საქმე: თუკი მთელი მსოფლიო (მათ შორის, ამერიკა, ევროპა, თვით პოლონეთი) მიხვდა და აღიარა კიდეც, რომ აქ რუსეთი არაფერ შუაშია, უკრაინის ლიდერი რატომ ვერ ხვდება ამას?! იმიტომ ხომ არა, რომ საქმე ისე კი არ არის, როგორც თუნდაც დასავლეთი ხატავს, ეს რაკეტები უკრაინის ტერიტორიიდან შემთხვევით მოფრინდნენო?!

დასავლეთში ჯიუტად არ სურთ, რომ ამ ფაქტში უკრაინული პროვოკაციის კვალს მიაგნონ, რომლის მიზანი ომის არეალის გაფართოება და მასში ევროპის პირდაპირი ჩართვაა. პოლონეთის პრეზიდენტმაც კი მომხდარი ფაქტი შემთხვევას დააბრალა. მორჩა, ამ იქით იგი არ წასულა. მან არც დაუშვა, რომ პოლონეთის ერთერთი სოფლის მარცვლეულის საშრობ ბეღელში იქნებ  სწორედ ის თაგვი  შეძვრა, რომელი,მეცხრე თვეა, გამწარებული ცდილობს, რუსეთის  წინააღმდეგ ვინმეს საიდანმე მეორე ფრონტი გაახსნევინოს. ეს თაგვი უკრაინის პრეზიდენტად დასავლეთის მიერ მოთრეული ზელენსკია, რომელიც  ნებისმიერ პროვოკაციაზე  წავა, ოღონდ საწადელი აისრულოს და ბინძური ვნებები დაიკმაყოფილოს. დღეს ეს თაგვი საბოლოოდ გამოლენჩებული ევროპის თავზე დამოკლეს მახვილივით ჰკიდია, რადგან, ერთი პროვოკაცია თუ ვერ გაუვა, მეორეს დაგეგმავს. დღეს პოლონეთს მოარტყა, ხვალ ავსტრიას დაუმიზნებს, ზეგ -გერმანიას, მასზეგ – საფრანგეთს… იმის იმედით, რომ სადმე ვინმე წამოეგება მის პროვოკაციას და გაფართოვდება ომის გეოგრაფია. ასე ცდილობს სახრჩობელაზე  ასვლისგან  თავის  დაძვრენას  ფიურერის ეს კარიკატურული რეინკარნაცია.

ევროპაში, ალბათ, ხვდებიან კიდეც, მათმა “ვარსკვლავბიჭუნამ” რა მიზნით გაისროლა ორი რაკეტა პოლონეთის მიმართულებით, მაგრამ ურჩევნიათ, გადაყლაპონ მისი ეს “სამხედრო ცელქობა”, ვიდრე აღიარონ, რომ მათ მიერ გამოჩეკილი ეს ახალი დროის ფიურერი თანდათან თურმე იმ ურჩხულად ჩამოყალიბებულა, რომელმაც შეიძლება ევროპა კიდევ ერთხელ აბანაოს სისხლის მდინარეში.

,,ხერსონი გავათავისუფლე’’,  –  გაჰყვიროდა ორიოდე დღის წინათ ხერსონში ჩასული ზელენსკი და  ნაპოლეონის ნაბიჯებით დაიბღინძებოდა ქუჩაში, ღრმად დარწმუნებული, რომ რუსული რაკეტა, რომელსაც მიზანში ჰყავდა ამოღებული, თავში არ მოხვდებოდა, რადგან რუსეთს მისი ფიზიკური განადგურება  არ სჭირდება, რუსეთს მისი გასამართლება სჭირდება.

სხვათა შორის, არამხოლოდ მისი, არამედ იმ ჯგუფის გასამართლება, რომელსაც იგი თავად მოისვამს გვერდზე მასავით აღზევებული იმ ფაშისტების სახით, რომლებსაც, შესაძლოა, დღეს სახელმწიფოთა მეთაურების პოსტები უკავიათ, მაგრამ ხვალ მათი იდეური წინაპრების ხვედრს ვერ ასცდებიან… ხერსონი გავათავისუფლე და დანარჩენ ტერიტორიებსაც მალე გავათავისუფლებ,  –  ხმამაღლა ოცნებობდა ეს თაგვი. მას იმ დღეს ბეწვიც არ ჩამოვარდნია, ისე წავიდა ხერსონიდან, მაგრამ იმავე ღამეს მთელი უკრაინა ისე დაიბომბა, ამ ცხრა თვის განმავლობაში ჯერ რომ არ დაბომბილა. წყვდიადსა და სიცივეში ჩაიძირა სხვათა ბოროტებისა და საკუთარი უგუნურების მსხვერპლი  ქვეყანა. გაცილებით უარესის მოლოდინში გათანგულა ოდესღაც აყვავებული საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკა. გმინავს ხალხი, რომელიც სულ რაღაც სამი ათეული წლის წინათ  ყველაზე კოშმარულ სიზმარშიც კი ვერ იხილავდა იმას, რაც თავს დაატყდა და დაასკდა, როგორც სასჯელი,  უგუნურებისა და უმადურობის წილ ზეციდან ღვთის რისხვად გარდმოვლენილი.

 ვალერი კვარაცხელია                                                                                        

P. S.  უკრაინულმა ფაშისტურმა ბანდამ რამდენიმე დღის  წინათ  ქალაქ ჟიტომირში პუშკინის ძეგლი დაანგრია. მაღალი კვარცხლბეკიდან გადმოვარდნილი ძეგლი  ბანდის მეთაურს დაეცა და რეგვენი თავი ლაყე კვერცხივით გაუხეთქა.

და გამახსენდა ფინალური სცენა მიხეილ ჯავახიშვილისჯაყოს ხიზნებიდან“:

 მაგრამჯაყო! კიდევ ვიღაც არის ამქვეყნად ღმერთის გარდა. ისვიღაცაურმით დასდევს ფეხმარდ მგლებს.

 ურმითა?

 ჰო, ჯაყო, ურმით დასდევს, დიდხანს დასდევს. ბოლოს, რაც უნდა მარდად ირბინოს მგელმა, სადაც უნდა გადაიკარგოს, ურმით მდევარივიღაციმ მგელს მაინც დაეწევა და კბილებს დააგლეჯს. ასეა მომართული ეს ქვეყანა, ჯაყო!”

ვ.კ.                                                                                          

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here