ტელეგრამ-არხი „МЕТАМЕТРИКА“ წერს უკრაინის საგარეო უწყების მიერ უცხოური მედიისთვის შემუშავებულ მეთოდურ სახელმძღვანელოებზე, როგორ უნდა გააშუქონ უკრაინის ამბები.
მაგალითად:
* არასწორია ასე მითითება: „უკრაინის კრიზისი, უკრაინის კონფლიქტი, ომი უკრაინაში“, სწორია: „რუსეთის აგრესიული ომი უკრაინის წინააღმდეგ, რუსული აგრესია”;
* არასწორია: „რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულმა სანქციებმა გამოიწვია სასურსათო და ენერგეტიკული კრიზისი“, სწორია: „აგრესორი რუსეთის ომმა უკრაინის წინააღმდეგ გამოიწვია სასურსათო და ენერგეტიკული კრიზისი“;
* არასწორია: „რუსეთის სპეცოპერაცია”, სწორია: “რუსეთის არაპროვოცირებული სამხედრო შეჭრა უკრაინაში” და ა.შ.
უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს რჩევის გარეშე დასავლური მედია, რა თქმა უნდა, საქმეს ვერ გაუმკლავდება.
მოამზადა გიორგი გაჩეჩილაძემ
https://tgstat.ru/channel/@Metametrica/16075