Home ახალი ამბები მსოფლიო რობერტ ფ. კენედი – უმცროსი: უკრაინის მიმართ მიღებული ჩვენი ყველა გადაწყვეტილება თითქოს...

რობერტ ფ. კენედი – უმცროსი: უკრაინის მიმართ მიღებული ჩვენი ყველა გადაწყვეტილება თითქოს მიზნად ისახავს ომის გახანგრძლივებასა და სისხლისღვრის მაქსიმალურად გაძლიერებას

ტელეგრამ- არხმა „Александр Семченко“-მ  უკრაინის ომის შესახებ  აშშ-ს პრეზიდენტობის კანდიდატის, რობერტ ფ.კენედიუმცროსის ბოლოდროინდელი განცხადებების კრებული გამოაქვეყნა:

* „ჩვენ დავანგრიეთ ეს პატარა ქვეყანა [უკრაინა] კონფლიქტში, რომლის მოგვარებაც სხვადასხვა ეტაპზე შეგვეძლო“.

* „ბაიდენმა ცოტა ხნის წინათ, ფაქტობრივად, აღიარა,რომ  ჩვენ უკრაინაში პუტინის რეჟიმის შეცვლის მიზნით ვართ. თავდაცვის მინისტრმა ოსტინმა  2022 წლის აპრილში განაცხადა, რომ ჩვენ უკრაინაში [ჩართული ვართ კონფლიქტში] ვართ რუსეთის შეიარაღებული ძალების გამოსაფიტად და  მისი შესაძლებლობების დასაქვეითებლად, კიდევ სადმე სხვაგან აწარმოონ სამხედრო მოქმედებები.

* „1991-1992 წლებში ჩვენ არაერთხელ და წერილობით (თუნდაც ეს არ იყო ხელმოწერილი შეთანხმების ფორმით) დავპირდით რუსებს, რომ, თუ ისინი გერმანიიდან 400 000 ჯარისკაცს გაიყვანდნენ, მაშინ ნატოს აღმოსავლეთისკენ ერთი დუიმითაც არ წავწევდით. მას შემდეგ  ბლოკი აღმოსავლეთისკენ ათასი მილით წავწიეთ”.

„ჩვენ უნდა დავდგეთ რუსების ადგილას. ბიძაჩემი ყოველთვის ამბობდა: „შენი თავი ყოველთვის დააყენე ოპონენტის  ადგილას“.

მოამზადა გიორგი გაჩეჩილაძემ

https://uk.tgstat.com/channel/@AleksandrSemchenko/20617

                   

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here