უკრაინის გენერალური პროკურორის იური ლუცენკოს თქმით, ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი და მისი გარემოცვა რუსეთში გაქცეულ უკრაინელი ოლიგარქს სერგეი კურჩენკოს, ფინანსურ დახმარებას სთხოვდა ხოლო სანაცვლოდ მის წინააღმდეგ უკრაინაში აღძრული საქმეების გამოძიებაში ხელის შეშლას პირდებოდა.
აღნიშნული განცახდება ლუცენკომ ბრიუსელში ვიზიტისას გამოცემა „დოიჩე ველესთან” ინტერვიუში გააკეთა.
როგორც უკრაინის გენერალური პროკურორი ამბობს, გამოძიებამ ზუსტად იცის, რომ კურჩენკოს ოფისიდან აქციების დასაფინანსებლად 200 ათასი ევრო გადარიცხეს.
„გამოძიება გრძელდება, თუმცა პირველი სიგნალი უკვე გვაქვს. ექსპერტიზამ დაადასტურა, რომ ფარულ ჩანაწერში სააკაშვილის და კურჩენკოს საუბარი ავთენტურია, რა მოხდება შემდგომ – ეს დამოკიდებულია პროკურორზე, შემდეგ კი – სასამართლოს გადაწყვეტილებაზე. უკრაინას ნამდვილად სჭირდება ოპოზიცია და მთავრობა სჭირდება კრიტიკა. წინააღმდეგი ვარ, რომ ხალხი საპროტესტო აქციებს ფულის სანაცვლოდ მართავდეს. განსაკუთრებით, უკრაინელი ხალხისთვის მოპარული ფულის სანაცვლოდ”, – განაცხადა ლუცენკო.