Home ახალი ამბები მსოფლიო უკრაინელებმა ამერიკული იარაღით 7 ადამიანი მოკლეს

უკრაინელებმა ამერიკული იარაღით 7 ადამიანი მოკლეს

65

ნოვაია კახოვკაში უკრაინელი სამხედროების დაბომბვის შედეგად დაღუპულ ოჯახებს 2 მლნ რუბლს გადაუხდიან.

ხერსონის ოლქის სამხედრო-სამოქალაქო ადმინისტრაციის ხელმძღვანელ ვლადიმერ სალდოს განცხადებით, უკრაინის შეიარაღებული ძალების დაბომბვის შედეგად ნოვაია კახოვკაში დაღუპულთა ოჯახებს 2 მლნ რუბლით დაეხმარებიან, დაჭრილებს _ 400 ათასი რუბლით, _ იუწყება russian.rt.om-ი.

ბოლო მონაცემებით, უკრაინელი სამხედროების დარტყმის შედეგად ნოვაია კახოვკაში 7 ადამიანი დაიღუპა, დაიჭრა _ 70.

ქალაქში აფეთქდა მინერალური სასუქების საწყობი, დაინგრა საავადმყოფო და საცხოვრებელი სახლები. უკრაინელებმა დასახლებული პუნქტი ამერიკული რეაქტიული ზალპური ცეცხლის სისტემა HIMAS-ით დაბომბეს.

“გაერომ მკაფიო პოზიცია უნდა დაიკავოს. უკრაინამ დაიწყო მშვიდობიანი მოსახლეობის მიზანმიმართული  განადგურება, ქალაქებსა და დასახლებულ პუნქტებს ბომბავს აშშ-ის მიერ მიწოდებული იარაღით. აშშ ხელს უწყობს მშვიდობიანი მოსახლეობის დახოცვას”, _ განაცხადა რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატმა ყირიმის რეგიონიდან მიხეილ შერემეტმა.

ლუკა მაისურაძე

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here