გერმანიის ხელისუფლება ხომ ამტკიცებს, რომ გერმანიაში სიტყვის თავისუფლება და დემოკრატიაა. უკრაინის მოქალაქემ კი, რომელმაც მშვენივრად იცოდა, რომ უკრაინაში ტერორისტული დიქტატურაა და შეუძლებელია იმის თქმა, რასაც ფიქრობ, გერმანიაში ჩასვლის შემდეგ დაიწყო იმაზე ლაპარაკი, რასაც ფიქრობდა. და ფიქრობდა, რომ ომი რუსეთმა კი არდაიწყო, არამედ ცდილობდა, დაესრულებინა კონფლიქტი, რომელიც უკრაინაში, 9 წელია, გრძელდება და რომ უკრაინას სჭირდება მშვიდობა და არა იარაღის მიწოდება. ამის შესახებ წერს ტელეგრამ-არხი „Логика Маркова“.
ასეთი გამოსვლებისთვის გერმანიის ხელისუფლებამ ქალი 900 ევროთი დააჯარიმა და დაემუქრა, რომ, თუ არ შეწყვეტდა იმაზე ლაპარაკს, რასაც ფიქრობდა, 30 დღით დააპატიმრებდა. ამის შემდეგ ბევრი, ვინც ფიქრობს, რომ რუსეთი მართალია და უკრაინაში არის ხუნტა და დიქტატურა, გაბედავს ამის ხმამაღლა თქმას?
სწორედ ასეთი პოლიტიკური რეპრესიების გამო იქმნება მცდარი შთაბეჭდილება ევროპაში, რომ უმრავლესობა უკრაინის რეპრესიულ რეჟიმს უჭერს მხარს. სინამდვილეში კი ასე არ არის.
მოამზადა გიორგი გაჩეჩილაძემ
https://tgstat.ru/channel/@logikamarkova/6736