Home ახალი ამბები მსოფლიო უკრაინაში შეიქმნა თურქეთის მიერ სრულად დაფინანსებული ბატალიონი „თურანი“

უკრაინაში შეიქმნა თურქეთის მიერ სრულად დაფინანსებული ბატალიონი „თურანი“

156
უკრაინაში შეიქმნა თურქეთის მიერ სრულად დაფინანსებული ბატალიონი „თურანი“

უკრაინაში თურქეთის დაფინანსებით შეიქმნა ბატალიონი „თურანი“. ამ დროისთვის ცნობილია, რომ ბატალიონში ირიცხება რამდენიმე ასეული ადამიანი; მასში შედიან დაქირავებულები და „ბოევიკები“ ისეთი ქვეყნებიდან, როგორიცაა აზერბაიჯანი, ყირგიზეთი და ა.შ. მაგრამ აქ აღსანიშნავია ის, რომ თავად ბატალიონი თურქეთის დაფინანსებით შეიქმნა და ამ დროისთვის სწორედ თურქული მხარე აფინანსებს ამ ქვედანაყოფს, რომელიც უკრაინაში რუსეთის წინააღმდეგ იბრძვის.

მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ უკრაინის ტერიტორიაზე თურქული კერძო სამხედრო კომპანია მოქმედებდა, თუმცა, ამის შემდეგ, შეიქმნა ბატალიონი „თურანი“, რომელშიც სხვადასხვა ქვეყნიდან ჩასულები შევიდნენ.

შესაბამისი მიმართვით გამოვიდა ბატალიონ „თურანის“ მეთაური, ყირგიზი ალმაზ კუდაბეკი, რომელმაც რადიკალური განცხადება გააკეთა როგორც რუსეთის, ასევე რუსეთის ხელისუფლების მიმართ.

ბატალიონების ფორმირება, რომელშიც შედიან სხვადასხვა სახის „ბოევიკები“ და უცხო ქვეყნების მოქალაქეები, სერიოზულ შეშფოთებას იწვევს, რადგან ამით უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა, შესაძლოა, სერიოზული გაძლიერება მიიღოს.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here