Home ახალი ამბები მსოფლიო უკრაინაში რუსეთის შეიარაღებული ძალების დანაკარგების შესახებ ამერიკელთა მონაცემებს ფეიკი უწოდეს

უკრაინაში რუსეთის შეიარაღებული ძალების დანაკარგების შესახებ ამერიკელთა მონაცემებს ფეიკი უწოდეს

160

რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა ფეიკი უწოდა ერთერთ მედიასაშუალებაში გამოქვეყნებულ ამერიკულ მონაცემებს უკრაინაში რუსეთის შეიარაღებული ძალების დანაკარგების შესახებ, _ იუწყება ria.ru.

“ეს არ არის ამერიკის ადმინისტრაციის განცხადება, ეს არის გაზეთში გამოქვეყნებული მასალა. ჩვენ დროში თვით ყველაზე სოლიდური გაზეთებიც კი არ თაკილობენ ფეიკების გავრეცელებას. ეს, სამწუხაროდ, პრაქტიკაა, რომელიც სულ უფრო და უფრო ხშირად გვხვდება. აი ასეთი დამოკიდებულება უნდა გვქონდეს ამ საკითხისადმი”, _ განაცხადა პესკოვმა ჟურნალისტების კითხვაზე, როგორი დამოკიდებულება უნდა ჰქონდეთ უკრაინაში რუსეთის არმიის დანაკარგების შესახებ ამერიკული პუბლიკაციების მიმართ.

გიორგი გაჩეჩილაძე

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here