Home ახალი ამბები მსოფლიო უკრაინამ დონეცკს აკრძალული საბრძოლო მასალებით დაარტყა

უკრაინამ დონეცკს აკრძალული საბრძოლო მასალებით დაარტყა

68

14 ივლისის ღამეს დონეცკი კიდევ ერთხელ დაიბომბა უკრაინის შეიარაღებული ძალების კონტროლს დაქვემდებარებული ტერიტორიიდან. თანაც ეს მოხდა ფოსფორიანი საბრძოლო მასალებით, რომლებიც აკრძალულია. ამას მოწმობს ვიდეოკადრები და საბრძოლო მასალების ნამსხვრევები, _ წერს avia.pro.

წარმოდგენილ ვიდეოკადრებზე ჩანს დონეცკის დაბომბვის მომენტი მსოფლიოში აკრძალული ფოსფორიანი საბრძოლო მასალებით. სპეციალისტთა აზრით, ამ შემთხვევაში გამოყენებულ იყო ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემები, რომლებითაც გაისროლეს ცეცხლგამჩენი რეაქტიული ყუმბარები.

ეს არის უკრაინელთა მხრიდან ფოსფორიანი საბრძოლო მასალის გამოყენების პირველი შემთხვევა 2014 წლიდან, რაც მიუთითებს იმაზე, რომ კიევი ახალ ტაქტიკაზე გადავიდა.

ლუკა მაისურაძე

https://avia.pro/news/ukraina-udarila-po-donecku-zapreshchyonnymi-fosfornymi-boepripasami

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here