Home ახალი ამბები მსოფლიო უკრაინა შეერთებული შტატებისთვის არის მხოლოდ ინსტრუმენტი, ვაჭრობის საშუალება. აშშ-ს სურს, რომ რუსებმა...

უკრაინა შეერთებული შტატებისთვის არის მხოლოდ ინსტრუმენტი, ვაჭრობის საშუალება. აშშ-ს სურს, რომ რუსებმა უკრაინელები მომდევნო 100 წლის განმავლობაში ხოცონ

130
ვლადიმერ ევსეევი
ვლადიმერ ევსეევი

უკრაინის შეიარაღებული ძალების შეტევითი პოტენციალი სექტემბერ-ოქტომბერში განპირობებული იყო იმით, რომ უკრაინის მთელი ტერიტორიიდან (ვოლინისა და ზაკარპატიის ჩათვლით) იქნა თავმოყრილი ბრძოლისუნარიანი შენაერთები და გადასროლილი ფრონტის ხაზზე. ახლა, ფრონტის ხაზს მიღმა, უკრაინაში, ფაქტობრივად, აღარ არსებობს ბრძოლისუნარიანი შენაერთები.

უკრაინა კიდევ უფრო ხდება დამოკიდებული იარაღის მიწოდებაზე. მხოლოდ ეს ახანგრძლივებს უკრაინის შეიარაღებული ძალების არსებობას. მაგრამ მიწოდება შეიძლება კიდევ უფრო შეიზღუდოს, თუ მეორე ფრონტი გაიხსნება, – მიიჩნევს დსთ-ს ქვეყნების ინსტიტუტის სამხედრო ექსპერტი ვლადიმერ ევსეევი.

ამის შესახებ მან Ukraina.ru-სთან ინტერვიუში ისაუბრა.

ამასთან, ომის შესწავლის ამერიკულმა ინსტიტუტმა (ISW) შეაფასა, რომ თუ კიევის რეჟიმის მოკავშირეები და პარტნიორები არ დაუჭერენ მხარს უკრაინის შეიარაღებულ ძალებს ამ ზამთარში ფართომასშტაბიანი შეტევითი ოპერაციების განხორციელებისას, მათი უნარი, აწარმოონ მანევრირებადი საბრძოლო მოქმედებები, შეიზღუდება მინიმუმ 2023 წლის მარტის ბოლომდე, გაზაფხულის თბილი სეზონის დადგომამდე.

ბატონო ვლადიმერ, არის რამე, რისი გაკეთებაც შეუძლია დასავლეთს, რათა მხარი დაუჭიროს მტერს ჩაატაროს ასეთი შეტევითი ოპერაციები?

– უკრაინის შეიარაღებული ძალების შეტევითი პოტენციალი სექტემბერ-ოქტომბერში განპირობებული იყო არა მხოლოდ იმით, რომ დასავლეთმა კიევში ძალიან დიდი ინვესტიცია ჩადო. ძირითადად, ეს განპირობებული იყო იმით, რომ უკრაინის მთელი ტერიტორიიდან (ვოლინისა და ზაკარპატიის ჩათვლით) იქნა თავმოყრილი ბრძოლისუნარიანი შენაერთები და გადასროლილი ფრონტის ხაზზე. ეს იყო მათი დროებითი წარმატების მთავარი მიზეზი.

დიახ, ამას დაემატა პოლონეთის ჯარების ჩართვა დაქირავებულთა საფარქვეშ და იარაღის მიწოდება, მაგრამ მთავარი ის იყო, რომ მათ მთელი უკრაინიდან შეკრიბეს ჯარები. გაზაფხულზე და ზაფხულში ასეთი რამ არ ყოფილა.

ახლა, ფრონტის ხაზის მიღმა, უკრაინაში, ფაქტობრივად, აღარ არსებობს ბრძოლისუნარიანი შენაერთები. ტერიტორიული თავდაცვის ნაწილები, რომლებიც ბელარუსის საზღვართან არიან განლაგებულნი, არ შეიძლება ჩაითვალოს ბრძოლისუნარიან შენაერთებად. როგორ დაეხმარებიან ამერიკელები უკრაინას ახალი საბრძოლო ფორმირებების მოძიებაში, თუ ისინი, უბრალოდ, არ არსებობენ?

მათ შეუძლიათ გააკეთონ ის, რასაც ადრე აკეთებდნენ. მათ შეუძლიათ იარაღის მიწოდება შეზღუდული რაოდენობით. მაგრამ უნდა გავითვალისწინოთ, რომ საბჭოთა იარაღის მარაგი, ფაქტობრივად, ამოწურულია. ეს ეხება ევროპასაც, ლათინურ ამერიკასაც და აფრიკასაც.

დასავლური იარაღის მიწოდება შეზღუდულია იმითაც, რომ უკრაინის ტერიტორიაზე მათთვის არ არსებობს მატერიალურ-ტექნიკური ბაზა. თუ ჯავშანტექნიკის შეკეთება გახდება საჭირო, მაშინ ის ბრძოლის ველიდან უნდა წაიღონ სლოვაკეთში და მერე უკან დააბრუნონ.

წარმოგიდგენიათ, რა დრო სჭირდება ამას? ეს არის კიდევ ერთი ფაქტორი, რომელიც სერიოზულად მოქმედებს მტრის საბრძოლო შესაძლებლობებზე.

უკრაინის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსი ინგრევა, მიუხედავად ყველა განცხადებისა საბრძოლო მასალის წარმოების შესახებ… იმიტომ, რომ ის ვერ იმუშავებს იმ პირობებში, რომელშიც აღმოჩნდა. ეს არის ელექტროენერგიის არარსებობა, სამრეწველო ჯაჭვების წყვეტა, საინჟინრო და ტექნიკური პერსონალის მასობრივი გადინება.

მე აღარ ვსაუბრობ იმ დარტყმებზე, რაც მათი მიმართულებით მიმდინარეობს.

აქედან გამომდინარე, უკრაინა კიდევ უფრო დამოკიდებული ხდება იარაღის მიწოდებაზე. მხოლოდ ისინი ახანგრძლივებენ უკრაინის შეიარაღებული ძალების არსებობას. მაგრამ ეს მიწოდება შეიძლება კიდევ უფრო შეიზღუდოს, თუ მეორე ფრონტი გაიხსნება.

ასე რომ, დასავლეთში მათ შეუძლიათ ილაპარაკონ რაც უნდათ. მაგრამ ისინი არ დაიღუპებიან უკრაინელებისთვის ბრძოლის ველზე. და თუ იარაღის მიწოდება შეიზღუდება, მაშინ უკრაინის ჯარებს ძალიან სერიოზული პრობლემები შეექმნებათ ამ ზამთრის კამპანიის დროს.

და ნატო ვერ შეძლებს უკრაინელი ქვეითების ჩანაცვლებას დაქირავებული ჯარისკაცებით?

– კი, დაქირავებულებს შეუძლიათ ნატო-ს იარაღის ხმარება. მაგრამ როდესაც საქმე ეხება საბჭოთა იარაღის ჩანაცვლებას დასავლეთის იარაღით, დაქირავებულების ჩართულობა ამისთვის საკმარისი არ იქნება.

და რა დრო დასჭირდება, რათა უკრაინა მთლიანად ნატო-იარაღით აღიჭურვოს?

– ეს არარეალურია. იმ გაგებით, რომ ეს მოითხოვს იარაღის უზარმაზარ შედინებას, რომელიც გაურკვეველია, როგორ შეიძლება მოხდეს. თუ მთელი ევროპა მოულოდნელად გადაწყვეტს განიარაღებას, მაშინ შესაძლებელი იქნება იარაღის გარკვეული რაოდენობის მიწოდება. და თუ არ გადაწყვეტს?

რამდენადაც მესმის, ევროპა ჯერ არ აპირებს განიარაღებას. და სად შეიძლება მოიპოვებოდეს ამდენი იარაღი უკრაინის შეიარაღებული ძალებისთვის, თუ გავითვალისწინებთ საომარი მოქმედებების მასშტაბებს? მათ წარმოებას მინიმუმ ორი წელი დასჭირდება. მე კი იმედი მაქვს, რომ მომავალ წელს უკრაინის პრობლემა მოგვარდება.

აქედან გამომდინარე, დასავლელი ანალიტიკოსები ახლა ცდილობენ სასურველი სინამდვილედ გაასაღონ. მათ სურთ უბიძგონ აშშ-ს რაიმე იღონოს უკრაინასთან დაკავშირებით.

და რა, უკრაინა აშშ-ის ერთადერთი პრობლემაა? შეუძლიათ თუ არა მათ უარი თქვან ტაივანისთვის იარაღის მიწოდებაზე, იმის გათვალისწინებით, რომ ადგილობრივ არჩევნებში გაიმარჯვა კუომინტანგმა, რომელიც მხარს უჭერს ჩინეთთან მშვიდობიან გაერთიანებას? შეუძლიათ მათ უარი თქვან სხვა მოკავშირეებისთვის მიწოდებაზე?

შეიარაღებას სერიოზულად ითხოვენ ბალტიისპირეთის ქვეყნები. პოლონეთი დიდი რაოდენობით შეიარაღებას ელოდება. სად შეიძლება იყოს ამდენი იარაღი, თუ მათ სურთ ყველაფერი უკრაინას მიაწოდონ? აღარაფერს ვამბობ იმაზე, რომ HIMARS-ისთვის რაკეტების ნაკლებობამ აშშ აიძულა უარი ეთქვა ზოგიერთ საერთაშორისო წვრთნაზე, რომელთა ჩატარებასაც აპირებდნენ.

და საიდან მიიღებენ ისინი პერსონალის ასეთ დიდ რაოდენობას? უკრაინის შეიარაღებულ ძალებს წვრთნიან დიდ ბრიტანეთში. მაგრამ მათ, ძირითადად, ტერორიზმთან საბრძოლველად ამზადებენ, ხოლო ეს არ შეესაბამება იმ საომარ მოქმედებებს, რომლებიც ამჟამად მიმდინარეობს უკრაინაში. სინამდვილეში, მათ სჭირდებათ მექანიკოსები და საჰაერო თავდაცვის სისტემის ოპერატორები. მაგრამ ამისთვის ორი კვირა, ან თუნდაც ერთი თვე, საკმარისი არ არის. ნახევარ წელიწადში კარგ სპეციალისტებს ვერ მოამზადებ.

და როგორ აპირებენ დასავლური ტექნიკის მომსახურებას? მათ ხომ არ აქვთ გამოცდილება ტანკებისთვის გაზის ტურბინის ძრავებთან დაკავშირებით. მე არ ვსაუბრობ ლულების გამოცვლაზე, რაც საველე პირობებში არარეალურია. ასე რომ, არსებობს დასავლეთის სურვილების სია, მაგრამ არსებობს რეალობა.

უკრაინა შეერთებული შტატებისთვის მხოლოდ ინსტრუმენტია და არა განსაკუთრებული მნიშვნელობის საკითხი ეროვნული ინტერესების თვალსაზრისით. ის ვაჭრობის საგანია და უკრაინელებს ეს არ ესმით. დიახ, აშშ-ს სურს, რომ რუსებმა უკრაინელები მომდევნო 100 წლის განმავლობაში ხოცონ. მაგრამ ჩვენთვის ეს ვარიანტი მიუღებელია.

ჩვენთვის სასურველია, რომ მომავალ წელს ომი დასრულდეს. ამისთვის საუკეთესო ვარიანტია მეორე ფრონტის გახსნა.

თუ ჩვენ მაინც არ დავიწყებთ ფართომასშტაბიან შეტევას დეკემბრის შუა რიცხვებისთვის, რაზეც უკვე ბევრი ითქვა, შეგვიძლია თუ არა უკრაინის შეიარაღებული ძალების დამარცხება იმავე ტემპით, როგორც არტემოვსკის მახლობლად?

– შეგიძლია ძალიან დიდხანს იბრძოლო. რა თქმა უნდა, ჩვენ შევძლებთ ეტაპობრივად დავამარცხოთ უკრაინის შეიარაღებული ძალების ბრძოლისუნარიანი ნაწილები დონბასში და გავათავისუფლოთ დონბასი. ჩვენ მოვაგვარებთ ამ საკითხს. მაგრამ უნდა დავაჩქაროთ.

დონბასისთვის გაზაფხულამდე ვერ ვიბრძოლებთ. ჩვენ უნდა გავათავისუფლოთ ის რაც შეიძლება სწრაფად. მაგრამ რაც შეეხება ზაპოროჟიეს? რამდენი ხანი იქნება კიევის რეჟიმის ოკუპაციის ქვეშ. და სხვა ტერიტორიები დნეპრის მარცხენა სანაპიროზე? თუ გვსურს დონბასის სწრაფად განთავისუფლება, ჩვენ გვჭირდება მეორე ფრონტი.

თუ მეორე ფრონტს არ გავხსნით, მისი განთავისუფლების საკითხი გაზაფხულამდე გაგრძელდება, ჩვენ კი ეს არ გვჭირდება.

ამ შემთხვევაში, შეგვწევს თუ არა ძალა, რომ ბელრუსიიდან შევიდეთ და უკრაინის დასავლეთი საზღვარი მთლიანად მოვკვეთოთ? თუ ეს ავანტიურაა?

– ჩვენ ჯერ კიდევ განვიხილავთ ამას ჰიპოთეტურად. ავიღოთ, მაგალითად, დასავლური მონაცემები. დასავლეთში ბევრს საუბრობენ ლუცკზე, რადგან მისი განთავისუფლება ძალიან სერიოზულ პრობლემას შექმნის ტვირთის გადაზიდვისას პოლონეთიდან ლვოვის გავლით. ახლა იარაღის მთავარი ჰაბი არის პოლონეთი, ხოლო მოძრაობა ლვოვიდან ლუცკისკენ არის უმოკლესი გზა შეიარაღების მისაწოდებლად. შეიარაღების დიდი ნაწილი სარკინიგზო გზით მიეწოდება.

და თუკი ლუცკი აღარ იქნება კიევის კრიმინალური რეჟიმის კონტროლქვეშ, მაშინ ისინი შეინარჩუნებენ ტვირთის ტრანსპორტირების შესაძლებლობას. ისინი ასევე აკონტროლებენ უკრაინის სამხრეთს და შეუძლიათ იარაღის ეს ჰაბი პოლონეთიდან რუმინეთში გადაიტანონ. მაგრამ პოლონეთს ეს არ სურს, რადგან პოლონელებს აქედან უზარმაზარი შემოსავალი აქვთ. ასევე, პოლონეთს აქვს იმ იარაღის ძალიან კარგი დელტა, რომელიც არ აღწევს ფრონტის ხაზამდე.

ფორმალურად, შესაძლებელია მოხდეს იარაღის მიწოდება პოლონეთის გვერდის ავლით, მაგრამ ეს გაახანგრძლივებს დროს. და რა გვიშლის ხელს სამხრეთის მიმართულებით სარკინიგზო და სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის განადგურებაში, თუ ლუცკს გავათავისუფლებთ?

კი, დასავლური იარაღის მიწოდების შეწყვეტა არ მოხდება, თუნდაც ლუცკი ავიღოთ. მაგრამ მისი მიწოდება უფრო რთული გახდება. შემცირდება მიწოდების მოცულობა. მიწოდების მარშრუტები დაუცველი იქნება საჰაერო დარტყმების, უპილოტო საფრენი აპარატების და სხვადასხვა ტიპის ფრთოსანი რაკეტების მიმართ.

როგორ აპირებს უკრაინა გადარჩენას? ევროპა აპირებს მიაწოდოს მას გენერატორები, მაგრამ ნავთობგადამამუშავებელი ქარხნები არ მუშაობენ. და როგორ მოამარაგებენ საწვავით ამ გენერატორებს, რისთვისაც დიდი რაოდენობაა საჭირო? და თუ შეუძლებელი იქნება ლუცკის გავლით მიწოდება, მაშინ როგორ მიაწვდიან გვერდის ავლით? ანდა რა უშლის ხელს გვერდის ავლით მიწოდების განადგურებას?

როდესაც უკრაინის ენერგეტიკული ინფრასტრუქტურა სერიოზულად დაზიანდება, ჩვენ მივხედავთ რკინიგზის სადგურებს, როგორიცაა კრივოი როგის, რომლებითაც ხდება ტრანსპორტირება. თუ საწვავის დიდი რაოდენობით მიწოდება არ მოხდება, როგორ იარსებებს უკრაინის მოსახლეობა დიდ ქალაქებში?

ასეთ შემთხვევაში, შეიძლება იყოს უკრაინელი ლტოლვილების ნაკადი დაახლოებით ხუთი მილიონის ოდენობით. Welcome, ევროპა. მიიღეთ სტუმრები. ისინი უკვე მომწიფდნენ.

ახლა კი სურვილების სიიდან რეალობაზე გადავედით. თუ მეორე ფრონტი გაიხსნება, უკრაინის შეიარაღებული ძალების შესაძლებლობები მნიშვნელოვნად შემცირდება. და მათ მოუწევთ სხვა მიმართულებების გადაკეტვა ბრძოლისუნარიანი ნაწილებით, და არა ტერიტორიული თავდაცვის მეომრებით. ხოლო ბრძოლისუნარიანი ნაწილები მათ გაცილებით ნაკლები დარჩათ, ვიდრე გაზაფხულზე და შემოდგომაზე ჰყავდათ.

არ შეიძლება ყველაფერი ერთდროულად გქონდეთ დასავლეთშიც და აღმოსავლეთშიც. და თუ მათ აღმოსავლეთში ნაკლები ნაწილები ეყოლებათ, მაშინ უფრო ადვილი იქნება დნეპრის მარცხენა სანაპიროს განთავისუფლება.

ამიტომ მიზანშეწონილად მიმაჩნია მეორე ფრონტის გახსნა, რათა არ გავაჭიანუროთ კამპანია დონბასში და მომავალ წელს დავასრულოთ ომი.

კირილ კურბატოვი,
Ukraine.ru-ს ავტორი

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here