Home ახალი ამბები უფლებადამცველი: ყველა წინაპირობა არსებობს, რომ 35-ე სკოლის ორი მოსწავლის დაჭრაში ბრალდებული არ...

უფლებადამცველი: ყველა წინაპირობა არსებობს, რომ 35-ე სკოლის ორი მოსწავლის დაჭრაში ბრალდებული არ დააპატიმრონ

თბილისის საქალაქო სასამართლო 35-ე სკოლის ორი მოსწავლის დაჭრაში ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე მსჯელობს. 

სხდომის დაწყებამდე ბრალდებულის ადვოკატმა ირმა ჭკადუამ განაცხადა, რომ ყველა წინაპირობაა იმისთვის, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი არ დააპატიმრონ.

“მოლოდინებზე წინასწარ ვერაფერს გეტყვით, გარდა იმისა, რომ ზოგადად არასრულწლოვნების მიმართ მართლმსაჯულების განხორციელება შედარებით გამარტივებულია. მოცემულ შემთხვევაში, ყველაზე მნიშვნელოვანი ისაა, რომ დაზარალებული ბავშვები თავს კარგად გრძნობენ და მათი მდგომარეობა მძიმე არ არის. თავად არასრულწლოვანი გამოცხადდა საგამოძიებო ორგანოებში, მან ითანამშრომლა, დანაშაულის იარაღი თავად მიუთითა, აქედან გამომდინარე, ყველა წინაპირობა არსებობს, რომ არ დააპატიმრონ. თუმცა სასამართლო რა გადაწყვეტილებას მიიღებს, ვერაფერს მოგახსენებთ“, – განაცხადა ირმა ჭკადუამ.

რაც შეეხება გირაოს საკითხთან დაკავშირებით დასმულ კითხვას, ირმა ჭკადუამ განაცხადა, რომ არასრულწლოვნებთან მიმართებაში ესეც ცოტა სხვაგვარად ხდება. “არასრულწლოვნებთან მიმართებაში ესეც ცოტა სხვაგვარად არის, უფრო მეტი აქცენტები გაკეთებულია მეთვალყურეობის ქვეშ გადაცემაზე, შევხედავთ პროცესი როგორ წარიმართება”, – განაცხაა ჭკადუამ.

თბილისის #35-ე სკოლის ორი მოსწავლის დაჭრის ფაქტზე დაკავებულ არასრულწლოვანს ბრალი გუშინ თბილისის პოლიციის მთავარ სამმართველოში წარედგინა.

სამართალდამცველებმა თბილისში, “წითელ ბაღში” მომხდარ ინიციდენტში ბრალდებული – 2000 წელს დაბადებული ა.ნ. ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით დააკავეს. გამოძიების თანახმად, 31 იანვარს თბილისში, ყაზბეგის გამზირზე, ე.წ. წითელი ბაღის ტერიტორიაზე, ა.ნ.-მ ურთიერთშელაპარაკებისას ყოფილ თანაკლასელებს – 2000 წელს დაბადებულ ნ.ც.-ს და 2000 წელს დაბადებულ ი.ც.-ს ცივი იარაღით მუცლისა და გულმკერდის არეში თითო ჭრილობა, ხოლო 2000 წელს დაბადებულ ლ.ხ.-ს ხელზე მსუბუქი ჭრილობა მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაკავებული პირველი ექსპერიმენტული სკოლის მე-12 კლასელია.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here