Home ახალი ამბები საქართველო თვითმკვლელი სახელმწიფო

თვითმკვლელი სახელმწიფო

574
თვითმკვლელი სახელმწიფო

კომუნიზმის დანგრევის შემდეგ ჩვენი მთავარი მტერი რუსული მართლმადიდებლობაა”. ეს სიტყვები აშშ-ის მჟამინდელი იდეოლოგიის მამამთავარ ზბიგნევ ბჟეზინსკის ეკუთვნის. ამ სიტყვებით დასტურდება ის, რომ კაპიტალისტური დასავლეთი მართლმადიდებლობასაც ისეთივე მტრად განიხილავდა, როგორც სოციალისტურ სისტემას. რატომ, რა კავშირია სოციალისტურ სისტემასა და მართლმადიდებლობას შორის? საბჭოთა კავშირის იდეოლოგიის ერთი მთავარი მიმართულება ათეიზმი იყო, ანუ საბჭოთა კავშირი რელიგიას (მათ შორის, რა თქმა უნდა, მართლმადიდებლობასაც), როგორც საზოგადოებრივი ცნობიერების ერთ-ერთ ფორმას, მოძველებულად მიიჩნევდა და უარყოფდა. ეს იმას ნიშნავს, რომ საბჭოთა იდეოლოგიასა და რელიგიას შორის ანტაგონიზმი და შეუთავსებლობა იყო, თუმცა საქმე სრულ აკრძალვამდე არ მიდიოდა. ამ ვითარებაში საინტერესოა, მთლად დევნილი თუ არა, აშკარად შევიწროვებული მართლმადიდებლობა რატომ მიაჩნდა დასავლეთს იმავე მასშტაბის მტრად, რა მასშტაბის მტრადაც თვითონ პოლიტიკურ-ეკონომიკური სისტემა წარმოედგინა? ეს ისეთი მარტივი საკითხი არ არის, რომ მცირე მოცულობის ერთ სტატიაში განსახილველი იყოს, მაგრამ თეზისების სახით გარკვეული მონახაზის გაკეთება, ალბათ, შესაძლებელია.

რელიგია ორი ძირითადი ნაწილისგან შედგება: მსოფლმხედველობრივი და ზნეობრივი. მსოფლმხედველობრივი ნაწილი შეეხება სამყაროს წარმოშობის, გენეზისის, საზრისის, ყოფიერებისა და ცნობიერების, გნოსეოლოგიისა და ონტოლოგიის, მატერიისა და იდეის პირველადობის, მარადიულისა და წარმავალის ურთიერთმიმართების ურთულეს ასპექტებს. რელიგიის ეს ნაწილი ფილოსოფიურია, ოღონდ მუდმივი მოცემულობებით, განვითარების გარეშე. ეს, თუ შეიძლება ასე ითქვას, სტატიკური, გაჩერებული, გაყინული და დოგმად ქცეული ფილოსოფიაა, სადაც არაფერი ხდება, გარდა მოცემულობათა მუდმივი ქადაგებისა. რელიგიის ეს ნაწილი მარქსისტული ფილოსოფიისთვის (დიალექტიკური მატერიალიზმი, ისტორიული მატერიალიზმი, მეცნიერული კომუნიზმი) მიუღებელი იყო, მაგრამ რელიგიის მეორე (ზნეობრივი) ნაწილი მარქსისტული ფილოსოფიისთვის არათუ მისაღები იყო, შეიძლება ითქვას, იგი ამ ნაწილს ეფუძნებოდა. ეს ფაქტი ღიად დეკლარირებული არ იყო, მაგრამ ღიად უარყოფილიც არ ყოფილა. საბჭოთა მოქალაქის (კომუნიზმის მშენებლის) მორალური კოდექსი გადმოწერილივით ჰგავს ბიბლიურ ათ მცნებას (ვერსიაც არსებობს, რომ კოდექსის ავტორებმა სწორედ ათი მცნებით იხელმძღვანელეს), მაგრამ ეს არ არის მთავარი. მთავარი ის არის, რომ საზოგადოებრივი ცნობიერების ის ფორმა, რომელიც მორალის სახით არსებობს, იკვეთება საზოგადოებრივი ცნობიერების მეორე ფორმასთან, რომელიც რელიგიის სახით არსებობს. მართალია, რომ რელიგია და მორალი ერთმანეთისგან დამოუკიდებელი ფორმებია საზოგადოებრივი ცნობიერებისა, მაგრამ მათ შორის ისეთი მაღალი ხარისხის კორელაცია გვაქვს, რომ პირველადობის საკითხის დადგენა ისევე ჭირს, როგორც მატერიისა და იდეის შემთხვევაში. საქმე მხოლოდ მართლმადიდებლობას არ ეხება, ლაპარაკია კლასიკურ რელიგიებზე, მიუხედავად იმისა, რომ ჩემ მიერ ზემოთ მოხმობილ გამონათქვამში ბატონმაბჟეზინსკიმ ყურადღება მხოლოდ მართლმადიდებლობაზე გაამახვილა. ამას აქვს ახსნა, რომლის შესახებაც მოგვიანებით მოგახსენებთ. იქამდე კი ხაზი უნდა გავუსვა იმ ფაქტს, რომ, თუ მარქსისტული ფილოსოფიისა და საბჭოთა იდეოლოგიისთვის მიუღებელი იყო რელიგიის მსოფლმხედველობრივი, ანუ ფილოსოფიური ნაწილი, მისთვის აბსოლუტურად მისაღები იყო მისი ზნეობრივი ნაწილი. ანუ, საბჭოთა იდეოლოგია ანტაგონიზმში რელიგიის პირველ ნაწილთან მოდიოდა, მის მეორე ნაწილთან კი სრულ ჰარმონიაში იყო.

ეს ის საკითხია, რომლის გათვალისწინების გარეშე გაგვიჭირდება იმის გააზრება, რატომ გამოაცხადეს ამერიკელებმა (ბჟეზინსკის პირით) მართლმადიდებლობა ისეთივე მასშტაბის მტრად, როგორი მასშტაბის მტრადაც კომუნიზმს აცხადებდნენ. ამას აქვს ახსნა: ისინი, ერთი მხრივ, სოციალისტურ საზოგადოებრივ-ეკონომიკურ ფორმაციას თუ მიიჩნევდნენ (ალბათ, სამართლიანადაც) კაპიტალიზმის მტრად, მეორე მხრივ, მათი არანაკლები მტერი ზნეობა იყო, ვინაიდან კაპიტალიზმი – ეს არაადამიანური (ძალადობრივი და უსამართლო) სისტემა ზნეობაზე (ღვთაებრივ და რელიგიურ საწყისებზე) ვერ დაფუძნდება, იგი ზნეობის საწინააღმდეგო მოვლენაზე (მტაცებლურ ინსტინქტებზე, კლასობრივ უთანასწორბასა და გარყვნილებაზე) უნდა დაფუძნდეს. ესე იგი, კაპიტალიზმის მტერი თუ სოციალისტური სისტემაა, კაპიტალიზმის იდეოლოგიური საფუძვლების მტერი რელიგია და ზნეობა გამოდის. აი, მიზეზიც და საბაბიც, საზოგადოდ, რელიგიის სიძულვილისა, მაგრამ საიდან ასე გამოკვეთილი მტრობა მართლმადიდებლობისა? რატომ მაინცდამაინც მართლმადიდებლობა? ზემოთ ვთქვი, რომ ამას აქვს ახსნა. მართლმადიდებლობა რუსეთის წამყვანი რელიგიაა, ხოლო რუსეთი მსოფლიო მართლმადიდებლობის ყველაზე საიმედო ციტადელია. ეს იმას ნიშნავს, რომ საბჭოთა კავშირის დაშლისა და სოციალისტური სისტემის უარყოფის მიუხედავად, მეტიც, ყოვლად უსამართლო საზოგადოებრივ-ეკონომიკური სისტემის (კაპიტალიზმის) რესტავრაციის მიუხედავად, რუსეთში მაინც არის შემორჩენილი ის იდეოლოგიური ნაღმი (რელიგია და ზნეობრივი იმპერატივი), რომელზეც შესაძლებელია მთელი დასავლური ცხოვრების წესი აფეთქდეს. ეს კი, დამეთანხმებით, სერიოზული არგუმენტია მართლმადიდებლობაზე დამანგრეველი იერიშის მისატანად. მართლმადიდებლობაზე იერიშის მიტანა რუსეთის საძირკველზე იერიშის მიტანაა. სწორედ ეს პროცესი მიმდინარეობს ახლა კიევ-პეჩერის ლავრაში. მოქმედებებს, რომლებიც ბოლო პერიოდში დაიწყო და, სავარაუდოდ, ძალიან გამწვავდება, დიდი ხნის ისტორია აქვს. დასავლეთის მიერ მოსყიდულმა მსოფლიო პატრიარქმა, როგორი ძნელი დასაჯერებელიც უნდა იყოს, უკრაინის ეკლესიის აღიარებით, საეკლესიო განხეთქილებას მხარი დაუჭირა და მართლმადიდებელ სამყაროში კრიზისის შექმნას შეგნებულად შეუწყო ხელი.

2019 წლის 6 იანვარს უკრაინის მართლმადიდებელმა ეკლესიამ კონსტანტინოპოლის პატრიარქისგან მიიღო ტომოსი მისთვის ავტოკეფალიის მინიჭების შესახებ. მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქმა, რომელსაც უკრაინა მისი კანონიკური ტერიტორიის განუყოფელ ნაწილად მიაჩნია, კონსტანტინოპოლის საპატრიარქოსთან ევქარისტული კავშირი გაწყვიტა. უკრაინის ფაშისტურმა ხელისუფლებამ ახლა კიევ-პეჩერის ლავრაზე მიიტანა იერიში და იქიდან მრევლის გამორეკვის შესახებ გადაწყვეტილება მიიღო. აი, რა განაცხადა უკრაინის თავდაცვისა და უსაფრთხოების საბჭოს მდივანმა დანილოვმა: “კიევ-პეჩერის ლავრა არის მუზეუმი, რომელიც ეკუთვნის სახელმწიფოს. არავინ არავის ფეხებით არ გამოათრევს. ყველაფერი იქნება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. იქნება ღვთისმსახურება, მაგრამ ჩვენი ქვეყნის კანონების მიხედვით და არა ხელოვნური წარმონაქმნები, რომლებიც დიდი რაოდენობით შეიქმნა ჩვენი ქვეყნის კანონების მიღმა”.

კიევ-პეჩერის ლავრა

ეს ნამდვილი საეკლესიო განხეთქილებაა, რომელიც მართლმადიდებელი სამყაროსთვის ომის გამოცხადებას ნიშნავს. ამას, ვინმე ზელენსკი კი არა, ის სახელმწიფო აკეთებს, რომლის სახელითაც ოცდაათი წლის წინათ განაცხადეს: კომუნიზმის დანგრევის შემდეგ ჩვენი მთავარი მტერი რუსული მართლმადიდებლობაა”. ამერიკელები აკეთებენ ამას. ისინი სწორედ უკრაინაში, უკრაინელი ხალხისა და თვით უკრაინის სახელმწიფოს მსხვერპლად შეწირვით ცდილობენ, რომ რუსული სახელმწიფოსა და რუსული მართლმადიდებელი ეკლესიის არსებობაში ჯერ განხეთქილება შეიტანონ, შემდეგ კი ერთდროულად დაუსვან წერტილი ერთსაც და მეორესაც. პრეზიდენტი ზელენსკი, კიევ-პეჩერის მრევლის ბარბაროსული დარბევის შემდეგ, სისხლით გამძღარი მტაცებლის კმაყოფილებით აცხადებს: “დღეს კიდევ ერთი ნაბიჯი გადაიდგა ჩვენი სახელმწიფოს სულიერი დამოუკიდებლობისა და მოსკოვის ძველი, რელიგიური მანიპულაციებისგან საზოგადოების დაცვის მიმართულებით. უკრაინა ყველაზე დიდი რელიგიური თავისუფლების ტერიტორიაა ევროპაში. ასეა 91 წლიდან. ასე იქნება ყოველთვის”.

ეს ურჯულო მანიაკი და სისხლისმსმელი ფაშისტი ეკლესიებიდან მრევლის ძალადობრივ გამოდევნასდა რწმენაზე სახელმწიფოებრივი დიქტატის დამყარებას რელიგიურ თავისუფლებად ასაღებს. უკრაინის კულტურის მინისტრი ტკაჩენკო აცხადებს, რომ უკრაინის კანონიკური მართლმადიდებელი ეკლესიის მსახურებს შეუძლიათ ლავრაში დარჩენა, თუკი ისინი გადავლენ განდგომილთა მხარეს.

20 მარტს უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის სინოდის წევრები, მიტროპოლიტ ონფრ მეთაურობით, უკრაინის პრეზიდენტის რეზიდენციაში მივიდნენ საკუთარი პოზიციის გამოსახატავად, მაგრამ პრეზიდენტმა ისინი არ მიიღო. უკრაინის კანონიკური მართლმადიდებელი ეკლესიის დევნამ ფართო სახელმწიფოებრივი ხასიათი შეიძინა. უკრაინის პარლამენტში შესულია კანონპროექტი, რომლის მიღების შემთხვევაში უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის საქმიანობა ქვეყნის მასშტაბით აიკრძალება.

ეს ყოველივე ორგანული შემადგენელი ნაწილია აშშ-ის ღია და აღვირახსნილი დაპირისპირებისა მსოფლიოს ყველა იმ სახელმწიფოსთან და ყველა იმ ინსტიტუციასთან, რომლებიც წესისა და რიგის, რელიგიებისა და ტრადიციების, მორალისა და ისტორიულ ღირებულებათა დამცველებად გვევლინებიან. აშშ-ის ამ უპრეცედენტო აგრესიამ შესაბამისი თავდაცვითი რეაქციები გამოიწვია. ამის ერთ-ერთ კონკრეტულ გამოხატულებად რუსეთსა და ჩინეთს შორის სტრატეგიული პარტნიორობის გაფორმება იქცა. იგივე ზბიგნევ ბჟეზინსკი ამერიკელებს დიდი ხნის წინათ აფრთხილებდა: აშშ-ისთვის ყველაზე საშიში სცენარი რუსეთისა და ჩინეთის დიდი კოალიცია იქნება, რომლებიც გაერთიანდებიან არა იდეოლოგიის, არამედ ურთიერთშემავსებელი წყენების საფუძველზე”. ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის თავმჯდომარის, სი ძინპინის, სამდღიანი ვიზიტი მოსკოვში სწორედ ამას ნიშნავდა, თუმცა მხოლოდ ეს არ არის. ახლო აღმოსავლეთში დაწყებულია ერთიანობის ახალი მოძრაობა, რომლის წარმოდგენა სულ ახლო წარსულში არავის შეეძლო. ირანი, საუდის არაბეთი, სირია ერთმანეთთან დამოკიდებულებაში ამჟღავნებენ სრულიად ახლებურ მიდგომებს, რომლებიც შიიტურ-სუნიტური შერიგებისა და ამ მუდამ მშფოთვარე რეგიონში დიდი ერთიანობის წინაპირობის საფუძვლებს ქმნის. ეს კი სწორედ იმგვარი გაერთიანება იქნება, რომელსაც, ბჟეზინსკის განმარტებით, “ურთიერთშემავსებელი წყენები” დაედება საფუძვლად. ვისკენ იქნება მიმართული ეს “ურთიერთშემავსებელი წყენები”, ძნელი გამოსაცნობი არ არის. ეს არის ამერიკის შეერთებული შტატები, რომელიც, სამედიცინო ენაზე თუ ვიმსჯელებთ, შეპყრობილია გენერალური განგაშის აშლილობით”. ამ რთული დაავადების ძირითადი სიმპტომები ასე გამოიყურება: შფოთვა, რომელიც კონტროლს არ ექვემდებარება; გადაჭარბებული მოტორული დაძაბულობა; ცუდი წინათგრძნობები; უკიდურესი გაღიზიანება; მოდუნების უუნარობა; მუდმივი კონფლიქტურობა; დათრგუნული განწყობა; უმწეობის განცდა; აკვიატებული აზრები; ირაციონალური ფობიები; კოშმარები; ლიბიდოს დაქვეითება და სექსუალური დისფუნქციები. აქ, ცხადია, ადამიანზეა საუბარი, მაგრამ დააკვირდით, ერთი ერთზე თუ არ ჯდება ეს ყველაფერი აშშ-ის ფსიქოლოგიურ პორტრეტში. ეს თითქოს რენტგენის სხივებით გაშუქებული თუ კომპიუტერული ტომოგრაფიით გადაღებული სურათია აშშ-ისა. გენერალური განგაშის აშლილობა” სუიციდის ყველაზე დიდი რისკ-ფაქტორია. აშშ-ის დღევანდელ პოლიტიკას თავისუფლად შეიძლება ვუწოდოთ სუიციდური პოლიტიკა. თუნდაც ყველაზე დიდი და ძლიერი სახელმწიფო, თუკი იგი ერთდროულად იპირისპირებს რუსეთს, ჩინეთს, მთელ ახლო აღმოსავლეთს და უკმაყოფილების ტალღას ზრდის მის მიერ დაპყრობილ ევროპაშიც, რაღაცით ჰგავს ადამიანს, რომელმაც მტკიცედ განიზრახა საკუთარი არსებობის თვითმკვლელობით დასრულება.

ვალერი კვარაცხელია

P.S. კიევპეჩერის ლავრის წინამძღოლმა, მიტროპოლიტმა პავლემ პრეზიდენტ ზელენსკისადმი ვიდეომიმართვა (სათაურით გეშინოდეთ!) გაავრცელა:

«Господин президент! Говорю вам и вашей своре, что наши слезы не упадут на землю, они упадут вам на голову. Вы думаете, что, войдя во власть на наших спинах, вы можете так поступать? Господь не простит ни вам, ни вашей семье, горе вам!»

მიმართვა სწორი და ადეკვატურია, მისამართი არ არის მთლად სწორი. მართალია, რომ ის უბედურება, რომელიც უკრაინაში ტრიალებს, ზელენსკის ხელით ხორციელდება, მაგრამ თავი, რომელშიც ეს ჯოჯოხეთი მწიფდება, სხვისია და სხვაგან არის. სისხლი და ცრემლი, რომელშიც უკრაინა ჩაახრჩვეს, ზელენსკისთან ერთად იმ თავმაც უნდა ზღოს.

ვ. კ.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here