მთავარი მსოფლიო „თვითმფრინავს რომელშიც სააკაშვილი იმყოფებოდა, ქართულმა მხარემ დაჯდომის უფლება არ მისცა“

„თვითმფრინავს რომელშიც სააკაშვილი იმყოფებოდა, ქართულმა მხარემ დაჯდომის უფლება არ მისცა“

9555
გააზიარეთ

 

საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის უკრაინიდან დეპორტაციას,  “სამართალდამცავთა რეფორმირების ცენტრის” ხელმძღვანელი ზვიად კუპრავა „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე ეხმაურება.

“გუშინ, როგორც კი მიშას თვითმფრინავი აფრინდა კიევიდან, უკრაინის ხელისუფლება მომენტალურად  საქართველოს დაუკავშირდა და ხელისუფლება ფაქტის წინაშე დააყენა, რომ თვითმფრინავი, რომელშიც სააკაშვილი იჯდა თბილისის მიმართულებით მოფრინავდა… კატეგორიული უარის მიუხედავად, უკრაინული მხარე რამოდენიმე წუთის განმავლობაში ჯიუტად ცდილობდა დაეყოლიებინა საქართველოს ხელისუფლება, სააკაშვილის ექსტრადიციაზე… რადგან პოროშენკოსთვის, საქართველოს ციხეში მყოფი სააკაშვილი ბევრად უფრო მეტი სიმშვიდის საფუძველია, ვიდრე თავისუფლებაზე მყოფი ოპოზიციონერი მეზობელ ქვეყანაში… ,,თუ სააკაშვილს საქართველოში გამოუშვებთ, ჩვენ არ მივცემთ თვითმფრინავს დაჯდომის უფლებას!”, – ეს იყო საბოლოო პასუხი საქართველოს ხელისუფლების… შესაბამისად, მიშა დღეს ვარშავაშია და ისევ წარმოადგენს მოუგვარებელ, მოჭარბებულ საფრთხეს პეტრო პოროშენკოსთვის. ბიძინამ კი დროებით, მაგრამ ამოისუნთქა…”, – წერს კუპრავა.

 

გააზიარეთ

2 COMMENTS

  1. მემგონი სისულელეა,ასე არ ხდება ქვეყნებსშორის.

  2. ეს არის სრული სიცრუე. უკრაინის ხელისუფლება შეთანხმებული იყო პოლონეთდან იმ მოტივით,რომ მათ მიერ იყო შემოყვანილი მიშა უკრაინაში.აგრეთვე დიდი ალბათობით პოროშენკოს შეთანხმება ქონდა ამერიკის საელჩოსთან,რომ მიშა საქართველოსთვის არ გადაეცათ. პოლონეთმა კი ოჯახის გაერთიანების მოთხვნის კანონმდებლობის შესაბამისად იმოქმედა. ვის რაში ჭირდება ამდენი სიცრუე და სიყალბე.

დატოვეთ კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here