Home ახალი ამბები მსოფლიო “თვალზე ცრემლით” _ ხერსონში რუსეთის მოქალაქეობაზე რიგი დადგა

“თვალზე ცრემლით” _ ხერსონში რუსეთის მოქალაქეობაზე რიგი დადგა

172

შვედურმა ტელეარხმა SVT- ეთერში გაუშვა ხერსონში გადაღებული სიუჟეტი, რომელშიც ასახა იქ მცხოვრებთა გულწრფელი სიხარული რუსეთის მოქალაქეობის მიღებისას, _ წერს russian.rt.com.

რეპორტაჟში ისმის ამაღელვებელი კომენტარები მოქალაქეებისა, რომელთაგან ბევრი ცრემლს ვერ იკავებს:

“დღეს კიევის რაიონს რუსული რაკეტები დაუშინეს, ამასთანავე, უკრაინის ძალები ცდილობენ, აღადგინონ კონტროლი რუსეთის მიერ დაკავებულ ტერიტორიებზე უკრაინის სამხრეთში. პირველი მიზანი _ ქალაქი ხერსონია”.

მე ალექსანდრე ვოლგინი, ნებაყოფლობით და შეგნებულად ვიღებ რუსეთის ფედერაციის მოქალაქეობას. ვფიცავ, დავიცვა რუსეთის ფედერაციის კონსტიტუცია და კანონმდებლობა. ვიყო რუსეთის ერთგული, პატივი ვცე მის კულტურას, ისტორიასა და ტრადიციებს”.

“გილოცავთ, თქვენ რუსეთის ფედერაციის სრულუფლებიანი მოქალაქე ხართ”.

რუსეთის კოლნტროლს დაქვემდებარებულ ქალაქ ხერსონში შინაგან საქმეთა სამინისტროს შენობასთან უკრაინელთა ჯგუფი რუსული პასპორტის მისაღებად რიგში დგას.

იგორი, ხერსონის მცხოვრები: “მე მეექვსე თაობის ხერსონელი ვარ და მინდა, რუსეთის მოქალაქე ვიყო, მიყვარს რუსეთი. დიდება რუსეთს!” ალექსანდრა საფრონოვა, ხერსონის მცხოვრები: “ბედნიერი ვარ! მადლობა!”

ხმა კადრს მიღმა: “თვალზე ცრემლი მადგება!”

მეორე ხმა: “აქ მამაკაცებიც კი ტირიან!”

მას შემდეგ, რაც რუსმა სამხედროებმა ხერსონი დაიკავეს, 3 თვე გავიდა. ამჟამად უკრაინის შეიარაღებული ძალები მის დაბრუნებას ცდილობენ. ბოლო დღეებში უკრაინამ ხერსონის ახლოს სამ ხიდს დაარტყა ამერიკელებისგან მიღებული სარაკეტო სისტემებით. ხერსონი მოწყვეტილია სხვა ტერიტორიებს, რომლებსაც რუსეთი აკონტროლებს. რუსეთმა კი პასუხად კიევის მიმარულებით  გაუშვა რაკეტები, აგრეთვე, უკრაინის ჩრდილოეთით, აღმოსავლეთითა და ცენტრში”.

ლუკა მაისურაძე

https://russian.rt.com/inotv/2022-08-03/Pryamo-slyozi-na-glazah-ukrainci

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here