Home ახალი ამბები მსოფლიო თურქეთში მომხდარი მიწისძვრები კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს თურქული გეოპოლიტიკური ექსპანსიის პროექტს

თურქეთში მომხდარი მიწისძვრები კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს თურქული გეოპოლიტიკური ექსპანსიის პროექტს

322

თურქეთში მომხდარი მიწისძვრები არა მხოლოდ საფრთხეს უქმნის ერდოღანის ხელახლა არჩევას 2023 წლის 14 მაისს დაგეგმილ საპრეზიდენტო არჩევნებში, არამედ, საზოგადოდ, კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს თურქული გეოპოლიტიკური ექსპანსიის პროექტს, რომელსაც ერდოღანი აქტიურად უჭერდა მხარს მრავალი წლის განმავლობაში, – წერს ევრაზიის თანამედროვე უსაფრთხოების პოლიტიკისა და პოლიტიკური კომუნიკაციების ახალი ტექნოლოგიების სპეციალისტი იური ბარანჩიკი თავის ტელეგრამარხზე.

საქმე არ არის მხოლოდ ის, რომ მიწისძვრების შედეგების აღმოფხვრას (რაც აშკარად უფრო სერიოზულია, ვიდრე ახლა ჩანს, პლუს _  თუ გავითვალისწინებთ სეისმური აქტივობის გაძლიერებას პლანეტის სხვადასხვა კუთხეში, შეიძლება ახალი მიწისძვრები  მოხდეს) ერთ წელზე მეტი დასჭირდება, არამედ ისიც, რომ მიწისძვრებმა აჩვენეს: ორიენტაცია თურქეთზე, როგორც მთავარ პარტნიორზე, დიდი რისკის შემცველია, ამიტომ რეგიონის მთავარი მოთამაშეები ამას აუცილებლად გაითვალისწინებენ და რისკების დივერსიფიკაციას შეეცდებიან.

 მოამზადა გიორგი აჩეჩილაძემ                                     

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here