თურქეთის პროსამთავრობო გაზეთმა Yenisoz–მა აშშ–ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ტერორისტების სიაში ჩაწერა.
თურქი ჟურნალისტების განრისხება გამოიწვიეს პენტაგონის ხელმძღვანელმა ჯეიმს მეტისმა, სახელმწიფო მდივანმა რექს ტილერსონმა, ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს დირექტორმა მაიკლ პომპეომ, ვაშინგტონის მერმა მიურიელ ბოუზერმა და დედაქალაქის პოლიციის უფროსმა პიტერ ნიუამმა, ასევე, რომის პაპმა ფრანცისკმა. გაზეთში ჩამოთვლილ ყველა მოღვაწეს “ტერორისტი” უწოდეს.
გაზეთმა ამერიკელი მოხელეებისა და პოლიტიკოსებისადმი ასეთი ნეგატიური დამოკიდებულება იმით ახსნა, რომ ისინი მხარს უჭერენ ისლამის თურქ მქადაგებელ ფედჰულაჰ გიულენს, რომელიც აშშ-ში არის გადახვეწილი.
Rupostars-ის ცნობით, რამდენიმე დღის წინათ აშშ-ის პოლიციამ თურქეთის პრეზიდენტ რეჯეპ ტაიპ ერდოღანის დაცვის 9 წევრზე დაპატიმრების ორდერი გასცა. მათ ბრალად ედებათ თურქეთის ლიდერის წინააღმდეგ გამოსულ დემონსტრანტებზე თავდასხმა 16 მაისს ვაშინგტონში ერდოღანის ოფიციალური ვიზიტის მიმდინარეობისას.