მთავარი ახალი ამბები თქვენი პიროვნების დახასიათება ერთი სიტყვით – ზოდიაქოს მიხედვით

თქვენი პიროვნების დახასიათება ერთი სიტყვით – ზოდიაქოს მიხედვით

2701
გააზიარეთ
group of people jumping on the beach at sunset, silhouettes of happy friends on holidays

თითოეული ჩვენგანის ხასიათსა და პიროვნებაზე დიდ გავლენას ახდენს ზოდიაქოს ნიშანი; სწორედ ამიტომ ვართ ასე განსხვავებული.

ეს ჰოროსკოპი დაგეხმარებათ, შეიტყობთ ახალი რამ თქვენი თავისა და თქვენი პარტნიორის შესახებ.

ვერძი – „საუკეთესო“
თუ სასწორი გეტყვით, რომ ყველა თანასწორია და არ არსებობენ საუკეთესო ან უარესები, ვერძს პირიქით, მოსწონს, როდესაც მას საუკეთესოს უწოდებენ. მას უყვარს მეტოქეობა და ყველაფერში პირველობა. რატომაა მისი საყვარელი სიტყვა „საუკეთესო“? რადგან ყოველ ჯერზე, როცა სადმე მიდის, ცდილობს, ეს სიტყვა ახსენოს: „ეს საუკეთესო რესტორანია“, „ეს საუკეთესო პიცაა“, მე საუკეთესო შეყვარებული მყავს“ და ა. შ.

თუ გინდათ, თქვენი ვერძი მუდამ კარგ ხასიათზე გყავდეთ, ხშირად უწოდეთ მას საუკეთესოთა შორის საუკეთესო!

ლომი – „განუმეორებელი“
ვერძს მოსწონს, როცა ის სხვებთან შედარებით უკეთესია, მაგრამ თუ ლომს შეადარებთ ვინმეს, მის მრისხანებას საზღვარი არ ექნება! ასე ქალწულებს მოსწონთ – ისინი აანალიზებენ ლომს და წარსულ სიყვარულს ადარებენ, შემდეგ კი პირში ეუბნებიან: „შენ მათზე ამით ხარ უკეთესი, ეს აშკარაა“. ლომი კი უნიკალური და განუმეორებელია! მისთვის მნიშვნელოვანია, საყვარელი ადამიანის თვალში ერთადერთი და განუმეორებელი იყოს.

ლომს უყვარს ადამიანებზე შთაბეჭდილების მოხდენა და ოვაციებსა და თაყვანისცემას, აღფრთოვანებულ მზერას ელოდება. უთხარით ლომს, რომ ის განუმეორებელია და ნუ შეადარებთ მას რომელიმე ვარსკვლავს!

ქალწული – „სწორი“
ქალწულისთვის მნიშვნელოვანია, ყველაფერი სწორად გააკეთოს, სწორად მოიქცეს. ისინი იცავენ წესრიგს და არ არღვევენ სოციალურ ნორმებს. ქალწული არასდროს გადავა გზაზე, თუ წითელი ანთია შუქნიშანზე, თუნდა ჰორიზონტზე არცერთი ავტომობილი არ ჩანდეს.

ქალწული მამაკაცისთვის მნიშვნელოვანია, იცოდეს, რომ სწორად ცხოვრობს, რომ მისი ყველა მოქმედება გონივრულია, რაციონალური. ქალწულები ყველაფერს წინასწარ გეგმავენ, რომ შეცდომები გამორიცხონ, რომლის დაშვებისაც პანიკურად ეშინიათ. ქალწული ქალები და კი ამაყობენ თავიანთი სწორი მოქმედებებით – ისინი ფრიადოსნები, ჭკვიანები და კარგი დიასახლისები არიან.

კურო – „საიმედო“

კუროს ძალიან უყვარს საიმედოობა და ვერძის მსგავსად არასდროს გარისკავს, რომ ყოველთვის და ყველაფერში პირველი იყოს. კუროსთვის მნიშვნელოვანია სტაბილურობა და ხვალინდელი დღის რწმენა, მას სურს, მატერიალურად იყოს უზრუნველყოფილი.

თავადაც ძალზე საიმედო ადამიანია; შეგიძლიათ, მის დაპირებას ენდოთ, ის კარგი მეგობარია, დროულად მოვა დასახმარებლად, დაგეხმარებათ პრაქტიკული რჩევით და არასდროს გიღალატებთ. შეაქეთ კურო მათი საიმედოობისთვის.

სასწორი – „მშვენიერი“
საყვარელი, მშვენიერი – სასწორებს ძალიან უყვართ ყველაფერში მშვენიერის დანახვა. ლამაზი სურათი, სასიამოვნო გოგონა, მომხიბლავი ბიჭი! რა საყვარელი ყვავილებია ფანჯრის რაფაზე! რა ლამაზად ითქვა!..

სასწორებს მოსწონთ, როდესაც ეუბნებიან, რომ ისინი გრაციოზული არიან, მათ სჭირდებათ, როცა მათით აღფრთოვანებული არიან, როგორც ხელოვნების ნიმუშით. სასწორთან ერთად დატკბით, მაგალითად, მზის ჩასვლით ან ამოსვლით ზღვაზე და აღნიშნეთ თითოეული წამის სიმშვენიერე! მამაკაცი სასწორი შეაქეთ რომანტიკისა და ჯენტლმენობის გამო.

თხის რქა – „სტატუსი“
თხის რქა თვალს შეავლებს ადამიანის ავტომობილს და სწრაფად შეაფასებს მის მატერიალურ მდგომარეობას, რადგან მიიჩნევს, რომ ადამიანები მას უფრო მნიშვნელოვნად ჩათვლიან, თუ ყველა თავის რეგალიას ჩამოთვლის. მისთვის მნიშვნელოვანია დიპლომები, ჯილდოები, პროფესიული აღიარება. თხის რქა თავის „სტატუსს“ მიღწევებით ადასტურებს. სტატუსი განაპირობებს ადამიანის წონას სოციუმში. მისთვის მნიშვნელოვანია, თავი იგრძნოს „პიროვნებად“, რომელიც რაღაც ღირებულს აკეთებს.

უთხარით თხის რქას, რომ ის შეუცვლელია, შესანიშნავი მარჩენალია, ერთგული მეგობარი! და რაც მთავარია, ყოველთვის აგრძნობინეთ, რომ რასაც აკეთებს, ძალზე მნიშვნელოვანი და ფასეულია. თხის რქა პირველ ადგილზე სამუშაოს აყენებს და ამ სფეროში აღიარებას ელოდება.

მშვილდოსანი – „ავტორიტეტული“
ავტორიტეტი იძლევა უფლებას, მისცე რჩევები, რომელსაც გაითვალისწინებენ ადამიანები, ხოლო მშვილდოსნები ადამიანების ჭეშმარიტ გზაზე დაყენების ოსტატები არიან. მშვილდოსანი ისწრაფვის, რომ ავტორიტეტული პერსონა იყოს, თან არა ძალაუფლების, არამედ საზოგადოებაში პატივისცემის მოპოვების მიზნით. მშვილდოსანს უყვარს, როცა მას ნებისმიერ საკითხზე რჩევას ეკითხებიან.

თავად მშვილდოსანი ყოველთვის ცდილობს განვითარდეს, გაიფართოვოს თვალსაწიერი, რათა უფლება ჰქონდეს, ადამიანები მორალურ-ზნეობრივი თვალსაზრისით აღზარდოს. ის სწავლობს ცნობილი გურუებისგან და ინფორმაციას ავტორიტეტული წყაროებიდან იღებს. აჩვენეთ მშვილდოსანს თქვენი პატივისცემა მათი აზრებისა და დებულებების მიღებით.

მორიელი – „მძლავრი“
სწრაფი, ინტენსიური, უშიშარი – რასაც მორიელი აკეთებს, „ყველაფერს ლაზათიანად“ აკეთებს და შესაბამისად, მისი ენერგია გარშემომყოფებზე მძლავრ გავლენას ახდენს. მორიელს ცხოვრებისეული ძალების დიდი მარაგი აქვს, შეუძლია, უეცრად მიატოვოს საქმე, რასაც წლები შეალია და გულის კარნახით სხვა მხარეს გაეშუროს.

ის დამოუკიდებელია სტერეოტიპებისგან, მისთვის სულერთია, რას იტყვიან მასზე გარშემომყოფები, ის თავდაჯერებულია და თავისებური ხასიათი აქვს. მას უყვარს ხალხზე მძლავრი შთაბეჭდილების მოხდენა და თავადაც ადამიანების საქციელს აფასებს ან როგორც მძლავრს, ან არანაირს.

კირჩხიბი – „უსაფრთხო“
კირჩხიბს საშიშ სიტუაციებზე საოცარი ინტუიცია აქვს, რის გამოც ხშირად მშიშარასა და ეჭვიანს უწოდებენ. სინამდვილეში მათ ინტუიცია ბევრი საკითხის გადაწყვეტაში ეხმარება. ისინი ხშირად ალღოთი გრძნობენ ღალატს, უბედურებას, ცდილობენ, არ დადონ ისეთი გარიგება, სადაც წააგებენ.

კირჩხიბს უყვარს უსაფრთხოება. აქციეთ მისი ცხოვრება უსაფრთხოდ და კომფორტულად და მაშინ ის გაიხსნება. ასევე კირჩხიბს ყველაზე მეტად ეშინია, რომ მის ახლობლებს შეიძლება რამე საფრთხე დაემუქროს. ასე რომ, თუ გინდათ, კირჩხიბი გაახაროთ, რაც შეიძლება მეტი გარანტია უნდა მისცეთ, რომ არც მას, არც მის შვილებსა თუ მშობლებს არაფერი ემუქრებათ.

თევზები – „ზღაპრული“
თევზებს მდიდარი წარმოსახვა აქვთ, ისინი უჩვეულო სამყაროში ცხოვრობენ, სადაც საოცრებები რეალურია, ხოლო ოცნებები იოლად ხდება. თევზები – შემოქმედებისა და შთაგონების ნიშანია.

როგორ სამყაროსაც შეიქმნით თავში, ისეთი იქნება რეალობაშიც, მხოლოდ საჭიროა, რომ არ დაგავიწყდეთ მოქმედება ჩანაფიქრის განსახორციელებლად. ადრე ადამიანებს იმისაც არ სჯეროდათ, რომ ოდესმე ფრენას შეძლებდნენ, ან რკინა წყალში გაცურავდა. ასე რომ, საკუთარი ცხოვრების ზღაპრულად ქცევა სრულებით რეალურია, თუ ძალიან მოინდომებთ.

მერწყული – „ორიგინალური“
მერწყულებს უყვართ, როცა გამორჩეული არიან და სხვებს არ ჰგვანან. ისინი არასტანდარტულად მოქმედებენ და ნებისმიერ საქმეში შემოქმედებით უნარს ავლენენ. თან ეს ადვილად და ბუნებრივად გამოსდით. ამიტომ მერწყულს ესმის, რომ ყველაფერი გენიალური – მარტივია. თუ გამოუვალი მდგომარეობიდან ვერ გამოდიხართ, რჩევა მერწყულს ჰკითხეთ – ის მარტივ და ორიგინალურ გამოსავალს იპოვის, რომელიც სხვა არავის მოუვა თავში აზრად.

მერწყული – ის ადამიანია, რომელიც ღია სარკმელს ხედავს, როცა თქვენ გამოსავლის ძიებაში აქეთ-იქით აწყდებით. რატომ უნდა ვეძებოთ პრობლემიდან გამოსვლის რთული გზა? ყველაფერი, სინამდვილეში, უფრო მარტივია, ვიდრე ჩანს, ჩვენ თავად გვიყვარს ყველაფრის გართულება. ამიტომ მერწყულებს ყველაზე მეტად ეკუთვნით. სიტყვა „ორიგინალური“.

ტყუპი – „საინტერესო“
რა საინტერესოა! – ასე აღფრთოვანებით რეაგირებენ ტყუპები სიახლეებზე. ისინი ცნობისმოყვარე არიან და ყოველთვის მზად არიან, ახალი რამ შეიცნონ, ისწავლონ, ყველაზე მეტად მოწყენილობის, რუტინისა ეშინიათ. ადამიანებთან ურთიერთობისას ტყუპები ცდილობენ, თითოეულისთვის მაქსიმალურად საინტერესო იყვნენ, ამიტომ მათთან ურთიერთობა ადვილია, ხოლო საუბარი – დიდი სიამოვნება.
ასევე საინტერესო იყავით მათთვისაც, იმსჯელეთ მათთან სიახლეებზე, შემეცნებით საკითხებზე. ნუ იქნებით მათთვის აბეზარი, ზედმეტად მომთხოვნი, წინააღმდეგ შემთხვევაში, შეიძლება უკანმოუხედავად გაიქცნენ თქვენგან.
გააზიარეთ

დატოვეთ კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here