ბრიტანულმა გამოცემამ გამოჰკითხა ნობელის პრემიის 50 ლაურეატი ქიმიაში, ფიზიკაში, ფიზიოლოგიასა და ეკონომიკაში. ჟურნალი დაინტერესდა მეცნიერთა აზრით იმ გლობალური საფრთხეების შესახებ, რომლებსაც ისინი კაცობრიობის მთავარ მუქარად მიიჩნევენ და ასევე შესაძლო კონკურენციით ხელოვნური ინტელექტის მხრიდან.
მთავარ საფრთხედ მეცნიერთა 34-მა პროცენტმა მიიჩნია გარემოს პოპულაცია და დეგრადაცია (გლობალური დათბობა), 23-მა პროცენტმა დაასახელა ბირთვული ომი, 8 პროცენტმა _ ინფექციური დაავადებანი და წამლის რეზისტენტობა.
შეკითხვას “მოჰყვება თუ არა ხელოვნური ინტელექტისა და რობოტების დანერგვას მკვლევარ ადამიანებზე მოთხოვნის შემცირება?” გამოკითხულთა ნახევარმა უპასუხა, რომ “ნაკლებად სარწმუნოა”, 24-მა პროცენტმა განაცხადა, რომ “არ მოჰყვება” და “შესაძლებელია”, ერთადერთმა კაცმა დარწმუნებით თქვა, რომ “მოჰყვება”.
ნობელიის პრემიის ლაურეატებს არ ეთანხმებიან ამერიკელი ბიზნესმენი ილონ მასკი და ბრიტანელი მეცნიერი სტივენ ჰოკინგი, რომლებმაც არაერთხელ განაცხადეს, რომ ხელოვნური ინტელექტი კაცობრიობას სერიოზულად ემუქრება.
დღეს მსოფლიოში ნობელის პრემიის 235 ლაურეატი მოღვაწეობს.