Home ახალი ამბები ბენდელიანი: სიცრუეა, რომ ბავშვებს ტილები ჰყავთ დასეული

ბენდელიანი: სიცრუეა, რომ ბავშვებს ტილები ჰყავთ დასეული

1508

თბილისის მერის მოადგილე ირაკლი ბენდელიანი საკრებულოს ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატის, ირაკლი ნადირაძის განცხადებას გამოეხმაურა, სადაც ის ამბობს, რომ საბავშვო ბაღებში ჰიგიენასთან დაკავშირებული პრობლემებია.

„ეს არის აბსურდული სიცრუე. დედაქალაქის მასშტაბით არსად არ არის ფაქტი, რომ ბავშვებს ტილები ჰქონდეთ დასეული. ამაზე კომენტარის გაკეთებაც ზედმეტია უკვე. რამდენიმე სახის პრეტენზია გაჩნდა წინა პერიოდშიც ჰიგიენასთან დაკავშირებით. მოულოდნელად მივდივართ კონკრეტულ ბაღებში, ვამოწმებთ და მსგავსი სახის პრობლემები არც ერთ ბაღში არ გვაქვს“, – განაცხადა ბენდელიანმა.

თბილისის საკრებულოს ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობა“ თბილისის ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს და თბილისის მერიის განათლების საქალაქო სამსახურის ხელმძღვანელებს ფრაქციის სხდომაზე იბარებს.

„საბავშვო ბაღებში არის მართლად ფორსმაჟორული სიტუაციაა კვებასთან, ჰიგიენასთან და სხვა პრობლემებთან დაკავშირებით. ჰიგიენური მდგომარეობის თვალსაზრისით კატასტროფაა, ტილებია ზოგიერთ ბაღში მოდებული. თუმცა, მერიამ ბაგა-ბაღების სააგენტოს ხელმძღვანელ პირებს წინასწარ ერთი წლის განმავლობაში მისაღები დანამატები უკვე დაუმტკიცა. შესაბამისად, ჩვენ ფრაქციის სხდომაზე მოვიწვიეთ განათლების საქალაქო სამსახურის და ბაგა-ბაღების მართვის სამსახურის უფროსები და ამ საკითხებზე ვიმსჯელებთ“, – განაცხადა ირაკლი ნადირაძემ.

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here