Home ახალი ამბები მსოფლიო The Washington post: ამერიკელი მემარჯვენეები მკვეთრად გადაიხარნენ რუსეთისკენ

The Washington post: ამერიკელი მემარჯვენეები მკვეთრად გადაიხარნენ რუსეთისკენ

პუტინი-ტრამპი

მემარჯვენეების დრეიფი ვლადიმერ პუტინისკენ უეჭველად ნიშანდობლივია. შარშან, დეკემბერში Economistისა და YouGovის მიერ საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვამ დაგვანახვა, რომ ტრამპის ამომრჩეველთა მხოლოდ 9 პროცენტს ჰქონდა დადებითი შეხედულება ობამაზე, მაშინ, როცა 35-მა პროცენტმა დადებითად შეაფასა პუტინი. თებერვალში Gallup იტყობინებოდა, რომ პუტინის მიმართ პოზიტიურად განწყობილი რესპუბლიკელების წილი 2015 წლის 15 პროცენტიდან 2017 წელს 32 პროცენტამდე გაიზარდა.

ჰილარი კლინტონისადმი პუტინის არცთუ დადებითი განწყობის გათვალისწინებით, გასაკვირი არ არის, რომ დემოკრატებს შორის მისი (პუტინის) რეიტინგი 2015 წლის 15 პროცენტიდან ამჟამინდელ 10 პროცენტამდე შემცირდა. თუმცა აუცილებელია იმის აღნიშვნაც, რომ დემოკრატებს შორის პუტინი განსაკუთრებული პოპულარობით არასოდეს სარგებლობდა, ამას ადასტურებს ორი გამოკითხვის შედეგები, მაგრამ გაცილებით ნიშანდობლივია ის, რომ, თუ ორ პარტიას შორის განსხვავება (რეიტინგის კუთხით) 2015 წელს მხოლოდ 3 პუნქტი იყო, დღეს 22 პროცენტს შეადგენს.

პუტინი მზად არის, მხარი დაუჭიროს ნებისმიერ პარტიასა და პოლიტიკურ მოძრაობას _ მემარჯვენეებსა თუ მემარცხენეებს, სეპარატისტებს თუ ნაციონალისტებს _ დასავლეთის დესტაბილიზაციის მისაღწევად. იქმნება შთაბეჭდილება, რომ იგი უაღრესად არის დაინტერესებული კონსერვატორებისა და ულტრამემარჯვენეების ახალი საერთაშორისო პოლიტიკური ალიანსის ჩამოყალიბებით.

იგი წარმოგვიდგება, როგორც რელიგიისა და კონსერვატიული ფასეულობების ერთგული და სექსუალური უმცირესობების უფლებების ოპონენტი ადამიანი. მარტის ბოლოს პუტინი მოსკოვში შეხვდა მარინ ლე პენს, საფრანგეთის პრეზიდენტობის ულტრამემარჯვენე კანდიდატს, რაც ფართოდ გაშუქდა პრესაში. პუტინი კატეგორიულად უარყოფს მოარულ ხმებს, რომ იგი თითქოს ეხმარება საფრანგეთის ამომრჩევლებს.

იგი აქტიურ მუშაობას ეწევა აშშ-ში. სტატიაში “მოსკოვი მემარჯვენეების ნდობის მოპოვებას ცდილობს”, რომელიც ჟურნალ “ტაიმში” გამოქვეყნდა, ალექს ოლტმანი და ელიზაბეტ დიასი წერენ, რომ რუსეთი ცდილობს, დაამყაროს კავშირი ამერიკის ქრისტიან კონსერვატორებთან და იარაღის ლობისტებთან. დღეს ნებისმიერ ადამიანს, რომელიც გარისკავს, გამოხატოს შეშფოთება ტრამპის რუსეთისადმი დამოკიდებულების გამო, აუცილებლად დააბრალებენ მაკარტიზმს, მონათლავენ პირფერად და ისტერიკულ პიროვნებად მოიხსენიებენ. ლიბერალები გაცოფდნენ, ეს აშკარაა.

ამასთანავე, ჟურნალი ასკვნის, რომ ამერიკელებს მოუწევთ იმის გარკვევა, თუ “რა დამართა რუსმა დათვმა აშშ-ის დემოკრატიას”.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here