ბრიტანულ გამოცემას მოჰყავს 20 წლის სერჟანტ ანდრეის მაგალითი, რომელიც ორჯერ დაიჭრა ბრძოლის ველზე. მისივე თქმით, თუ კვლავ დაიჭრება, ეს საკუთარი ხელით მოხდება. ”მე მზად ვარ, ფეხში ტყვია დავიხალო, რათა ფრონტზე არ დავბრუნდე”, – ამბობს ანდრეი, რომელმაც საავადმყოფოდან გაწერის შემდეგ ფრონტზე წასვლას დეზერტირობა ამჯობინა, – წერს ტელეგრამ-არხი „Мрія“.
„მას შემდეგ, რაც დავინახე ამდენი კორუფცია და არაკომპეტენტურობა სისტემაში, რომელიც არ მაქცევდა ყურადღებას, არად აგდებდა ჩემს ჭრილობებს, რისთვის უნდა დავბრუნდე ფრონტზე? იმისთვის, რომ ხორცი ვიყო სანგარში?” – განაცხადა სერჟანტმა.
მისი თქმით, ნაღმის ნამსხვრევების ამოღების ოპერაცია ცუდად ჩაუტარდა. ფრონტზე დაბრუნებისგან გათავისუფლებისთვის კი ექიმმა მას 1500 დოლარის გადახდა მოსთხოვა. „უცებ მივხვდი, რომ ექვსი მეგობრიდან, რომლებთანაც ვიყავი რაზმში, ყველა დაიღუპა ერთის გარდა, მკლავი დამიზიანეს, სახლი დავკარგე, რატომ უნდა დავბრუნდე ფრონტზე?“
მოამზადა გიორგი გაჩეჩილაძემ
https://uk.tgstat.com/channel/@mriya24/31902