Home სხვადასხვა დაიჯესტი The Syn: რუსები ამერიკელ მფრინავებს აშინებენ

The Syn: რუსები ამერიკელ მფრინავებს აშინებენ

653
მფრინავები

ამერიკული ბომბდამშენის მფრინავმა გადაიღო, როგორ მიუახლოვდა რუსული СУ-27 მის თვითმფრინავს ბალტიის ზღვის თავზე. ვიდეორგოლზე ჩანს, რომ რუსული გამანადგურებელი ამერიკელს 30 მეტრზე მიუახლოვდა და რამდენიმე წამის შემდეგ მანევრი განახორციელა.

პენტაგონის წარმომადგენელმა ჯეფ დევისმა 9 ივნისს განაცხადა მეორე ფაქტის შესახებ: СУ -27-მა იგივე მანევრი განახორციელა ამერიკული KC-135ღ-ის მიმართ, რომელიც სამ ბომბდამშენს აცილებდა.

ინციდენტი მოხდა Baltops-ის სამხედრო-საზღვაო სწავლების დროს, რომელიც პირველი ივნისიდან 18 ივნისამდე მიმდინარეობდა, მონაწილეობდა 14 ქვეყანა, მათ შორის _ ნიდერლანდის სამეფო, ბელგია, დანია, ესტონეთი, ლიტვა, ლატვია, გერმანია, პოლონეთი, ფინეთი, საფრანგეთი, ნორვეგია, დიდი ბრიტანეთი, შვედეთი და აშშ.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here