Home ახალი ამბები მსოფლიო The Sydney Morning Herald: ოლივერ სტოუნი იღებს ფილმს პუტინის შესახებ

The Sydney Morning Herald: ოლივერ სტოუნი იღებს ფილმს პუტინის შესახებ

ოლივერ სტოუნი-პუტინი

სამგზისოსკარისპრემიის ლაურეატმა ოლივერ სტოუნმა დაადასტურა, რომ ამთავრებს ფილმის გადაღებას რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინზე, _ იტყობინება The Sydney Morning Herald. გაზეთი დარწმუნებულია, რომ ეს სურათი, რომელიც მალე გამოვა ეკრანებზე, იქნება ჰიტი.

“იგი იმდენად დოკუმენტალისტიკა არ არის, რამდენადაც შეკითხვებისა და პასუხების ფორმატში გადაწყვეტილი ფილმი”, _ აღნიშნავს სტოუნი. “ბატონი პუტინი მსოფლიოში ერთ-ერთი გავლენიანი ლიდერია და რამდენადაც შეერთებულმა შტატებმა იგი მტრად, დიდ მტრად გამოაცხადა, ვფიქრობ, უაღრესად მნიშვნელოვანი იქნება მისი საუბარი”. რეჟისორის თქმით, “ამერიკელები გაეცნობიან ისეთ თვალსაზრისს, რომლის შესახებ არაფერი სმენიათ”.

სტოუნმა ისიც თქვა, რომ ბოლო ორი წლის განმავლობაში იგი ოთხჯერ ჩავიდა პუტინთან და ისინი ერთმანეთისადმი ნდობით განიმსჭვალნენ.

ოლივერ სტოუნი ავტორია ფილმების აშშ-ის სამ პრეზიდენტზე _ ჯონ კენედიზე, რიჩარდ ნიქსონსა და ჯორჯ ბუშ-უმცროსზე.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here