Home სხვადასხვა დაიჯესტი The New York Times: ამერიკაში ყველაზე საძულველი ადამიანი ციხეში ჩასვეს

The New York Times: ამერიკაში ყველაზე საძულველი ადამიანი ციხეში ჩასვეს

940
მარტინ შკრელი

ბიზნესმენმა მარტინ შკრელმა, რომელიც ფასიანი ქაღალდებით მაქინაციებშია ბრალდებული, დაარღვია გირაოთი გათავისუფლების პირობები და კვლავ ციხეში დააბრუნეს.

ცოტა ხნის წინათ შკრელი 5000 დოლარის გადახდას დაჰპირდა მას, ვინც აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატ ჰილარი კლინტონს თმის ბღუჯას მოაგლეჯდა და მას მიუტანდა. სასამართლომ გადაწყვიტა, გაეუქმებინა 5 მილიონის გირაო მას შემდეგ, რაც დარწმუნდა, რომ ამ ადამიანის ქცევა საზოგადოებრიობისთვის  გარკვეულ საფრთხეს შეიცავდა.

ბიზნესმენი ციხეში  2018 წლის იანვრამდე იჯდება. თუ მისი ადვოკატები დამტკიცებენ, რომ მათი დაცვის ქვეშ მყოფი საზოგადოებრიობისთვის საფრთხეს აღარ წარმოადგენს, მას აღნიშნულ ვადამდე გაათავისუფლებენ.

ამერიკაში შკრელის რეპუტაცია მას შემდეგ შეელახა, რაც  პრეპარატ დარაპრინის (პირიმეტამინი) წარმოების უფლება მოიპოვა, რომელსაც ხშირად იყენებენ იმუნოდეფიციტით დაავადებულთა სამკურნალოდ _ შკრელმა ერთი აბის ფასი 13,5 დოლარიდან 750 დოლარამდე გააძვირა. ამის გამო ის აშშ-ის ყველაზე საძულველი ადამიანი გახდა.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here