Home ახალი ამბები მსოფლიო The National Interest: ყველაზე საშიში რუსეთის წყალქვეშა ნავი ომში ჩასაბმელად მზად არის

The National Interest: ყველაზე საშიში რუსეთის წყალქვეშა ნავი ომში ჩასაბმელად მზად არის

1177
რუსეთის გემსაშენი “სევმაში”

რუსეთის გემსაშენსევმაშში”, რომელიც სევეროდვინსკშია, წყალში ჩაუშვეს პირველი მოდერნიზებული დამრტყმელი წყალქვეშა ნავი 885M “იასენი” (“იფანი”). სუბმარინაყაზანიიქნება ყველაზე მრისხანე მტრის წყალქვეშა ნავი, რომელსაც კი ოდესმე დაპირისპირებია აშშის ფლოტი.

“სავსებით შესაძლებელია, რომ იგი პოტენციური მოწინააღმდეგის უძლიერესი წყალქვეშა ნავია”, _ განაცხადა აშშ-ის სამხედრო-საზღვაო ანალიზის ცენტრის სპეციალისტმა რუსეთის სამხედრო საკითხებში _ მაიკლ კოფმანმა (არლინგტონი, ვირჯინია).

“ყაზანი” არაერთი მნიშვნელოვანი გაუმჯობესებით გამოირჩევა თავისი უფროსი დისგან _ “სევეროდვინსკისგან”. წყალქვეშა ნავში დანერგილია მნიშვნელოვანი ტექნიკური სიახლენი, რომლებიც ამ დარგში “სევეროდვინსკის” მშენებლობის დაწყების შემდეგ შეიქმნა, მათ შორის, კორპუსის ოპტიმიზებული ფორმა და რადიოელექტრონული ბრძოლისა და ავტომატიზაციის სისტემები. გათვალისწინებული და აღმოფხვრილია წინამორბედი ნავის ნაკლოვანებანი.

“885M ახალი ტიპის პირველი ნავია, _ ხაზი გაუსვა კოფმანმა, _ პროექტი მნიშვნელოვნად არის გაუმჯობესებული თავდაპირველი ვარიანტის ხანგრძლივი დაპროექტების, მშენებლობისა და გამოცდის ბაზაზე. ეს ნავი სერიოზულად განსხვავდება ყველა სხვა საბჭოთა და რუსული წყალქვეშა ნავისგან, რომლებიც რუსეთის საზღაო ძალების შეიარაღებაშია, მრავალმიზნობრივი დანიშნულებისაა და კონცეფციით ამერიკულ “სივულფსა” და “ვირჯინიას” ჰგავს”.

ამ თვისებას ხაზს უსვამენ მაიკლ კოფმანი და ნორმან პოლმარი აშშ-ის სამხედრო-საზღვაო ინსტიტუტის ჟურნალში გამოქვეყნებულ წერილში: “სევეროდვინსკს” შეუძლია, ებრძოლოს წყალქვეშა ნავებსა და ხომალდებს და დაბომბოს სახმელეთო ობიექტები. მის თავისებურებათა შორის განსაკუთრებით გამოსარჩევია ჰიდროაკუსტიკური კომპლექსი “ირტიშ-ამფორა” გაბარიტული სფეროსებრი ანტენით და “კალიბრის” ან “ონიკსის” ტიპის 32 რაკეტის გასაშვები 8 ვერტიკალური შახტით. ამ იარაღმა განსაკუთრებული მნიშვნელობა შეიძინა მას შემდეგ, რაც 2016 წელს სამხედრო ხომალდებმა და წყალქვეშა ნავებმა რაკეტებით დაბომბეს ჯიჰადისტების სამხედრო ობიექტები.

რუსეთს განზრახული აქვს ამ ტიპის შვიდი წყალქვეშა ნავის აშენება. მათ შორის არის “ნოვოსიბირსკი”, “კრასნოიარსკი”, “არხანგელსკი” და “პერმი”, რომლებსაც ამჟამად “სევმაშის” ობიექტებზე აშენებენ. ამასთან ერთად, რუსეთი გეგმავს, შეიმუშაოს დამრტყმელი წყალქვეშა ნავების პროექტები, რომლებიც დაუპირისპირდება ბალისტიკური რაკეტებით აღჭურვილ ამერიკულ სუბმარინებს. “ეს უთუოდ მნიშვნელოვანი პროგრამაა, მაგრამ დღეისთვის მის შესახებ ცოტა რამაა ცნობილი. ვიცით მხოლოდ ის, რომ მათი მშენებლობა უახლოეს მომავალში დაიწყება”.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here