რუსეთი იმედოვნებს, რომ მოახდენს მრავალმიზნობრივი დანიშნულების СУ -35C ავიაგამანადგურებლების პარკის მოდერნიზაციას სირიაში სამხედრო ოპერაციების გამოცდილების გამოყენებით.
თითქმის ყველა ახალ თვითმფრინავს, რომლებიც მაღალი ინტენსივობის რეალურ საბრძოლო მოქმედებაში არის ჩართული, გამოუმჟღავნდება მცირე, მაგრამ სერიოზული ნაკლოვანებანი. რუსეთის საჰაერო სამხედრო ძალებში ცდილობენ, გამოასწორონ უმნიშვნელო პრობლემები, რომლებიც სირიის უმკაცრეს ომში გამოვლინდა.
“თვითმფრინავებს დახვეწენ სირიის გამოცდილების გათვალისწინებით”, _ განუცხადა რუსეთის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ იური ბორისოვმა საინფორმაციო სააგენტო TACC-ის კორესპონდენტს 5 ივნისს, გაგარინის სახელობის საავიაციო ქარხანაში სტუმრობისას.
ერთ-ერთი უმთავრესი მოდიფიკაცია Gу-35-ის ჰაერშემკრებში გარეშე საგნებისა და ნაგვის მოხვედრის სრულ აღკვეთას ითვალისწინებს.
სირიაში ექსპლუატაციის დროს თვითმფრინავის ძრავაში ხვდებოდა კენჭები, რაც მისი დაზიანების მიზეზი შეიძლება გამხდარიყო. ამგვარი უარყოფითი მომენტები ყველა სამხედრო-საჰაერო ძალების ყველა ტიპის თვითმფრინავებისთვისაა დამახასიათებელი.
“ახალი თვითმფრინავისთვის ხანგრძლივ ფრენაზე უკეთესი სტრეს-ტესტი არ არსებობს”, _ განუცხადა The National Interest-ს სამხედრო-საზღვაო ანალიზის ცენტრის მეცნიერმა თანამშრომელმა მაიკ კოფმანმა, რომელიც რუსეთის შეიარაღებული ძალების ექსპერტია.
გარკვეული ცვლილებები შეიძლება შეიტანონ საავიაციო ელექტრონული მოწყობილობის პროგრამულ უზრუნველყოფაში. უწინარეს ყოვლისა, ეს შეეხება დაბომბვის სისტემებს. “როგორც ვიცი, იქ გამოვლინდა უმნიშვნელო პრობლემები, რომლებმაც თავი იჩინა ინტენსიური საომარი მოქმედების დროს”, _ განუცხადა იმავე სააგენტოს ეკონომიკის უმაღლეს სკოლასთან არსებული ევროპული და საერთაშორისო კომპლექსური კვლევების ცენტრის მეცნიერმა თანამშრომელმა ვასილი კაშინმა.
რუსეთის სამხედრო-საჰაერო ძალებში მეტ-ნაკლებად კმაყოფილები არიან Gу-35C თვითმფრინავებით, ამიტომ არ აქვთ მათი მოდერნიზაციისა და ახალი სისტემების დანერგვის გეგმები.
მაგრამ, ამასთანავე, რუსეთის სამხედრო უწყებას ძალიან სჭირდება Sniper-ის ტიპის დამიზნების Lockheed martin-ის ან Litening-ის კონტეინერული სისტემები, რომლებსაც აწარმოებს კომპანია Northrop Geumman. “კონტეინერების არქონა რუსეთის სამხედრო-საჰაერო ძალების სერიოზულ ნაკლად ითვლება”, _ თქვა კაშინმა.
საფრანგეთთან ერთად ამ სისტემების დამუშავების გეგმა რომ ჩავარდა, რუსებმა დამიზნების სისტემების კონტეინერული ტიპის შექმნა დაიწყეს. ეს სიახლე ამჟამად გამოცდას გადის.