Home სხვადასხვა დაიჯესტი The Hill: ბაიდენი სერიოზული წარუმატებლობების ჯაჭვია

The Hill: ბაიდენი სერიოზული წარუმატებლობების ჯაჭვია

The Hill: ბაიდენი სერიოზული წარუმატებლობების ჯაჭვია

თავის საინაუგურაციო სიტყვაში პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა მწვავედ გააკრიტიკა თავისი წინამორბედის, დონალდ ტრამპის, საგარეო პოლიტიკა და განაცხადა, რომაშშ აღადგენს კავშირებს და კვლავ ერთობლივად იმოქმედებს”. ერთი თვის შემდეგ კი უსაფრთხოების მიუნხენის კონფერენციაზე თეთრი სახლის ახალმა მეთაურმა განაცხადა, რომდიპლომატია დაბრუნდა”, _ წერს კათოლიკურ უნივერსიტეტთან არსებული სახელმწიფო მართვის შემსწავლელი ცენტრის დირექტორი უილიამ სმიტი გამოცემა The Hillში 31 მარტს გამოქვეყნებულ სტატიაში.

The Hill: ბაიდენი სერიოზული წარუმატებლობების ჯაჭვია

“10-წლიანი გაუთავებელი ომებისა და ამერიკის საგარეო პოლიტიკის მილიტარიზაციის შემდეგ დიპლომატიისადმი ასეთი სიყვარული მისასალმებელია, მაგრამ გულწრფელია კი ის? ამ კითხვაზე პასუხი, სამწუხაროდ, უარყოფითია”, _ აღნიშნავს უილიამ სმიტი.

* თანამდებობაზე ყოფნის პირველივე დღეს, ვაშინგტონის ერთ-ერთ ახლო მოკავშირესა და სავაჭრო პარტნიორთან დიპლომატიური კონსულტაციების გარეშე, ბაიდენმა ჯვარი დაუსვა მილსადენ Reystone-ს და ამით ათასობით სამუშაო ადგილი გაანადგურა აშშ-სა და კანადაში.

* ერთი თვის შემდეგ კონგრესში დემოკრატებს აწყენინა და ბრძანება გასცა, დაებომბათ სირიაში ირანის მიერ მხარდაჭერილი მებრძოლების პოზიციები, როგორც ჩანს, იმისთვის, რომ ირანისთვის გაეგზავნა სიგნალი _ მკაფიოდ არადიპლომატიური.

* სირიის დაბომბვიდან 30 დღეც არ იყო გასული, რომ ბაიდენმა რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს უწოდა “მკვლელი”, რომელიც “გადაიხდის ფასს” საპრეზიდენტო არჩევნებში ჩარევისთვის, აგრეთვე, ყველას შეახსენა, რომ, მისი აზრით, პუტინს “სული არ აქვს”. ბაიდენის ნათქვამმა მოსკოვი აიძულა, აშშ-დან ელჩი გაეწვია.

* ამის შემდგ ერთი დღეც არ იყო გასული, რომ ბაიდენის “დიპლომატების” გუნდი ალასკაზე ჩავიდა ჩინეთის ლიდერებთან შესახვედრად. იმის ნაცვლად, რომ თავდაპირველად შეხების წერტილები მოეძებნათ, ბაიდენის გუნდმა შეხვედრა ჩინეთის საქციელის მწვავე კრიტიკით დაიწყო, რამაც ჩინეთის მკაცრი პასუხი გამოიწვია. ორ ზესახელმწიფოს შორის აზრთა გაცვლა-გამოცვლას გამოცემა Politico-მ “არადიპლომატიური” უწოდა.

* ცოტა ხნის წინათ ბაიდენის გუნდმა გააკრიტიკა გერმანიის მხარდაჭერა მილსადენ “ჩრდილოეთის ნაკადი 2”-ის მიმართ, რომლითაც გერმანიამ რუსეთის ბუნებრივი აირი უნდა მიიღოს. კონგრესში ზოგიერთს სურს, რომ ბაიდენმა სანქციები დაუწესოს აღნიშნული მილსადენის მშენებლობაში ჩართულ კომპანიებს. თუ ბაიდენი შეეცდება მილსადენის მშენებლობის მოგუდვას, როგორც ეს მის ზოგიერთ მოკავშირეს სურს ამერიკის კონგრესში, ერთ-ერთი გერმანელი მაღალჩინოსნის თქმით, ვაშინგტონის ასეთი მოქმედების შემთხვევაში გერმანიის მმართველი ქრისტიან-დემოკრატების კოალიციის დიდი ნაწილი აშშ-ის წინააღმდეგ გამოვა.

The Hill: ბაიდენი სერიოზული წარუმატებლობების ჯაჭვია

* რამდენიმე თვის განმავლობაში ბაიდენმა სერიოზული დიპლომატიური უთანხმოებები გამოიწვია აშშ-ის მოკავშირე კანადასთან, პოტენციური კატასტროფული განხეთქილებაა გერმანიასთან, დიპლომატიის ნაცვლად სამხედრო მოქმედებებს მიმართა ირანთან. ყველაზე ცუდი კი იყო მის გამო ურთიერთობების გამწვავება რუსეთსა და ჩინეთთან. ურთიერთობები ორ ზესახელმწიფოსთან, რომლებიც ეგზისტენციურ საფრთხეს წარმოადგენენ აშშისთვის, ამჟამად ყველაზე დაბალ დონეზეა ცივი ომის შემდეგ.

ეს სერიოზული დიპლომატიური წარუმატებლობების ჯაჭვია”, _ წერს ავტორი. თუ კარგად დავაკვირდებით, დავინახავთ, რომ დიპლომატიურ ენაზე საუბრის უცოდინარობა აშშის მხოლოდ ამჟამინდელი ადმინისტრაციისთვის არ არის დამახასიათებელი. სხვა ქვეყნების მიმართ მოჩვენებითი კეთილგანწყობა და მორალისტურობა ამერიკელი ელიტის თვისებად იქცა. აშშის 28- პრეზიდენტ ვუდრო ვილსონისა და მისი უტოპიური დაპირებების შემდეგ, “გადაექცია მსოფლიოდემოკრატიისთვის უსაფრთხოდ”, ამერიკელი ელიტის ბევრმა წარმომადგენელმა საკუთარი თავის რაინდად წარმოჩენა დაიწყო.

ყველას კარგად ახსოვს, როგორ უწოდა სახელმწიფო მდივანმა მადლენ ოლბრაიტმა აშშ-ს “შეუცვლელი ერი”, ამაყი და “მომავლისკენ სხვა ქვეყნებზე უფრო შორს მომზირალი”. ცოტა ხნის შემდეგ ჯორჯ ბუშ-უმცროსმა ხაზგასმით აღნიშნა: “აშშ-ის პოლიტიკის არსი არის ის, რომ ხელი შეუწყოს დემოკრატიული მოძრაობებისა და ისტორიულობის განვითარებას ყველა ქვეყანასა და კულტურაში, რათა ბოლო მოეღოს ტირანიას მსოფლიოში”.

“ნუთუ ვინმე მართლა ფიქრობს, რომ ერი, რომელიც მეტისმეტ სიამაყეს ავლენს თავისი მორალური უპირატესობით, შეძლებს ნამდვილ დიპლომატიურ ურთიერთობას სხვა ქვეყნებთან?” _ სვამს კითხვას უილიამ სმიტი.

ზოგიერთმა პოლიტიკოსმა და ანალიტიკოსმა ბაიდენის ზემოჩამოთვლილ შეცდომებში შეიძლება რაღაც სასიკეთო დაინახოს, მაგრამ ვითარების სიღრმისეულად გაანალიზების შედეგად ნათლად გამოჩნდება ამერიკული ელიტის სერიოზული პრობლემები _ ქედმაღლურმა მორალისტობამ, რომელიც გამეფებულია ამერიკის ელიტურ კოლეჯებში, შვა თაობა ამერიკელი ლიდერებისა, რომლებიც წარმოაჩენენ თავიანთ ქედმაღლობას სხვა ქვეყნების ლიდერებთან შეხვედრებისას.

დიპლომატ-ექსპერტებისთვის აუცილებელია თავისი ერის ინტერესების ცოდნა და დაცვა, მაგრამ მათ უფრო მეტად სჭირდებათ თავმდაბლობა.

ჭეშმარიტი დიპლომატია მოითხოვს იმის გაცნობიერების უნარს, რომ ჩვენ შესაძლოა, ყველაფერში მართალი არ ვართ; სხვა ხალხებსაც აქვთ ინტერესები და თავიანთი მოსაზრებები”, _ ხაზი გაუსვა სმიტმა.

“პირიქით, _ დასძინა ანალიტიკოსმა, _ ამერიკის ელიტებმა თავი ჰუმანიტარებად ჩათვალეს, რომლებსაც მსოფლიო პოლიტიკურ არენაზე ტოლი არ ჰყავთ. თავდასხმები სხვა ქვეყნებზე ამერიკული “დიპლომატიის” მახასიათებელია. ასეთი ქედმაღლური დამოკიდებულების გაგრძელების შემთხვევაში, აშშ-ს კიდევ უფრო მეტი წარუმატებლობა ელის საგარეო პოლიტიკაში”.

iarex.ruზე გამოქვეყნებული მასალის მიხედვით მოამზადა ნიკა კორინთელმა

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here