Home რუბრიკები სამართალი The Express: ამერიკელ გენერალს გუანტანომოს ციხეში პატიმრობა მიუსაჯეს

The Express: ამერიკელ გენერალს გუანტანომოს ციხეში პატიმრობა მიუსაჯეს

1162
ჯონ ბეიკერი

აშშის სამხედროსაზღვაო ძალების ბაზის ტრიბუნალმა გუანტანამოში გენერალ ჯონ ბეიკერს სამკვირიანი პატიმრობა მიუსაჯა და ათასი დოლარის გადახდა დაუწესა სასამართლოსადმი უპატივცემულობის გამო, მაგრამ სასჯელს ბრალდებული მოიხდის არა სპეცსაპატიმროში, არამედ საკუთარ ყაზარმაში.

ბეიკერს ებარა გუანტანამოს სპეცსაპატიმროში პატიმართა იურიდიული დაცვის საქმე. პატიმარ აბდელ რაჰიმ ან-ნაშირის, რომელიც “ალ ქაიდას” ტერორისტული დაჯგუფების ერთ-ერთი მეთაური იყო, სამმა ადვოკატმა არ მოისურვა პატიმართან მუშაობა ეთიკური მოსაზრებების გამო, აგრეთვე, იმ მიზეზითაც, რომ ირღვეოდა კლიენტთან საუბრის კონფიდენციალობის წესი.

ბეიკერი დაეხმარა მათ, გაეფორმებინათ თავიანთი პროტესტი, მაგრამ მოსამართლემ, პოლკოვნიკმა ვენ სპატმა ამ პროტესტის წინააღმდეგ გაილაშქრა და ადვოკატებს დაავალა ბაზაში ჩასვლა ან ტელეკონფერენციის ორგანიზება. გენერალმა უარი განაცხადა ადვოკატების გამოძახებაზე, რისთვისაც დაისაჯა.

აბდელ რაჰიმ ან-ნაშირს ბრალად ედება 2000 წლის ოქტომბერში საესკადრო ნაღმოსან Cole -ზე თავდასხმის ორგანიზება იემენის ნაპირებთან. მაშინ 17 ამერიკელი მეზღვაური დაიღუპა.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here