სახელდობრ ეს ტერმინი – New Great Game – გამოიყენა ვაშინგტონურმა გამოცემამ ამერიკის შეერთებულ შტატებსა და პაპუა–ახალ გვინეას შორის უსაფრთხოების შეთანხმების ხელმოწერის აღწერისას. ეს პირდაპირ მიუთითებს ამერიკასა და რუსეთ-ჩინეთის ბლოკს შორის დაპირისპირებაზე, რომელიც ახალ დონეს აღწევს, – წერს საერთაშორისო პოლიტიკური და ეკონომიკური სტრატეგიების ინსტიტუტის დირექტორ ელენე პანინას ტელეგრამ-არხი „Елена Панина“.
შეთანხმების მიხედვით, პენტაგონს აქვს „თავისუფალი წვდომა“ და შესაძლებლობა, ჯარები და ხომალდები განალაგოს ოკეანის ამ სახელმწიფოს ექვს მთავარ პორტსა და აეროპორტში, მათ შორის მანუს კუნძულის ლომბრუმის საზღვაო ბაზასა და დედაქალაქ პორტ-მორსბის ობიექტებში.
▪ აშკარაა, რომ საუბარია სიმეტრიულ პასუხზე ოკეანეში პეკინის აქტივობის გამო.
The Defence Post-ი ამაზე პირდაპირ წერს: „ჩინურმა ფირმებმა იყიდეს მაღაროები და პორტები მთელ წყნარ ოკეანეში, გასულ წელს კი ხელი მოაწერეს უსაფრთხოების საიდუმლო პაქტს ახლომდებარე სოლომონის კუნძულებთან, რომელსაც შეუძლია, ჩინეთს ჯარების განლაგების ნება დართოს ქვეყანაში“.
გამოცემა ასევე წერს ამერიკის შეერთებული შტატების შიშებზე:
„წყნარი ოკეანის სამხრეთ ნაწილში მდებარე სამხედრო პლაცდარმი ჩინეთს გუამზე განლაგებული აშშ-ის ობიექტების გვერდის ავლაში დაეხმარება და გაართულებს ტაივანის დაცვას იქ ჩინეთის შეჭრის შემთხვევაში“.
▪ ვაშინგტონური გამოცემა შეგნებულად არ ამბობს, რომ სწორედ აშშ-ის მიერ 2018 წელს შემუშავებული სტრატეგია ინდოეთისა და წყნარი ოკეანეების მიმართ, 2021 წელს AUKUS-ის (ავსტრალიის, დიდი ბრიტანეთისა და აშშ-ის სამმხრივი ხელშეკრულება – გ.გ) შექმნა და ჯერ კიდევ 1951 წელს მოფიქრებული ჩინეთის დაბლოკვის მცდელობა „კუნძულების ჯაჭვის სტრატეგიის” გამოყენებით აიძულებს პეკინს, მიიღოს საპასუხო ზომები თავისი ეროვნული ინტერესების დასაცავად.
და შევუსწორებთ The Defense Post-ს: ძველი დიდი თამაში (ანგლოსაქსები რუსეთის წინააღმდეგ) ჯერ არ დასრულებულა, ანგარიში კი ჩვენს სასარგებლოდ იქნება.
მოამზადა გიორგი გაჩეჩილაძემ
https://tgstat.ru/channel/@EvPanina/9982