Home სხვადასხვა დაიჯესტი The Daily Telegraph: არჩევნების წინა დღეს მაიკლ პენსი ტრამპის წინააღმდეგ “გადატრიალების” მოწყობას...

The Daily Telegraph: არჩევნების წინა დღეს მაიკლ პენსი ტრამპის წინააღმდეგ “გადატრიალების” მოწყობას აპირებდა

3230
მაიკ პენსი-დონალდ ტრამპი

 “გადატრიალებისმოწყობა დაიგეგმა მას შემდეგ, რაც საზოგადოებამ ნახა ვიდეო, რომელზეც ჩაწერილი იყო არჩევნების კამპანიის მსვლელობისას ტრამპის გამონათქვამებიქალების მიმართ ძალადობისშესახებ, წერსდეილი ტელეგრაფისჟურნალისტი როზინა საბური. “როცა შენ ვარსკვლავი ხარ, ისინი ამის გაკეთების უფლებას გაძლევენ”, _ თქვა მაშინ ტრამპმა.

ვიდეოს გამოქვეყნების შემდეგ რესპუბლიკური პარტიის ხელმძღვანელების ერთმა ნაწილმა უარი თქვა ტრამპის მხარდაჭერაზე. დაუდასტურებელ ინფორმაციაზე დაყრდნობით, გავრცელდა ჭორი, თითქოს მაშინ მაიკლ პენსი ცდილობდა “გადატრიალების” მოწყობას თავისი კოლეგის წინააღმდეგ და  რესპუბლიკელების ეროვნული კომიტეტის თავმჯდომარე რაინს პრიბუსს შესთავაზა, ტრამპის კანდიდატურა თავისი (პენსის) კანდიდატურით შეეცვალა.

პენსმა თითქოს განაცხადა, რომ ტრამპის გამონათქვამებმა იგი, როგორც მორწმუნე ადამიანი, კალაპოტიდან ამოაგდო, ხოლო პენსის ცოლმა ტრამპი დაახასიათა, როგორც “განკითხვის ღირსი და ბილწი” კაცი. ცნობილია, რომ პრიბუსმა რესპუბლიკური პარტიის წარმომადგენლებისა და მისი სპონსორებისგან მოითხოვეს ტრამპის პენსით ჩანაცვლება.

კომიტეტის იურისტები ეძებდნენ სამართლებრივ საფუძველს ტრამპის მოსაცილებლად, ხოლო რამდენიმე მილიარდერმა თითქოს 800 მილიონი შესთავაზა, თუ წინასაარჩევნო მარათონს თავისი ნებით ჩამოსცილდებოდა. ტრამპმა ბოლოს და ბოლოს თავისი გამონათქვამების გამო ბოდიში მოიხადა. პენსის პრესმდივანმა კი უარყო ჟურნალისტების მონაჭორი და განაცხადა, რომ “ეს აზრად არავის მოსვლია”, პრიბუსმა კი კომენტარზე უარი თქვა.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here