Home ახალი ამბები მსოფლიო The American Thinker: ვლადიმერ პუტინი სამ სვლას წინასწარ გათვლის

The American Thinker: ვლადიმერ პუტინი სამ სვლას წინასწარ გათვლის

CITGO

საქმე ეხება აშშის ნავთობის ინფრასტრუქტურაზე რუსეთის კონტროლის დაწესების შესაძლებლობას.

ვლადიმერ პუტინი და მისი გარემოცვა არიან მოჭადრაკეები, რომლებიც თამაშის დროს სამ სვლას წინასწარ გათვლიან ხოლმე.

უგო ჩავესის გარშემო ატეხილი ხმაურისა და მისი საზიზღარი მარქსისტული დიქტატურის გამო, რომელიც ახორციელებდა აშშ-ში გასაგზავნ ბენზინზე კონტროლს, “შავ ოქროზე” ფასი დაეცა. ვენესუელის ნავთობკომპანის PdVSA-ს გამოელია ფული და, როგორც ჩანს, წლეულს ვერ გადაიხდის ვალებს და დეფოლტის წინაშე აღმოჩნდება. ვინ იკისრებს, გაერკვეს ყველა ამ პრობლემაში, გარდა “როსნეფტის”, რუსეთის ნავთობგიგანტის, რომელიც დიდი ხანი არ არის, რაც ამერიკული სანქციების სიაშია ჩაწერილი?

ვენესუელის ნავთობკომპანიამ ფინანსური ვალის უზრუნველსაყოფად “როსნეფტს” თავისი აქციების 49,9 პროცენტი დაუთმო. მაგრამ “პეტროლეოს დე ვენესუელას” საფინანსო ვალდებულებების შესრულება უჭირს. რუსეთის კრედიტის გადაუხდელობის გამო წარმოქმნილი დეფოლტი “როსნეფტს” კონტროლის უფლებას მისცემს. შესაძლებელია, რომ მან საკონტროლო პაკეტიც შეისყიდოს.

რუსეთს დიდი გამოცდილება აქვს ნავთობპოლიტიკის დარგში. იგი სხვა სტრატეგიულ ბერკეტსაც გამოიყენებს. ბევრი ანალიტიკოსი მიიჩნევს, რომ რუსეთის ჩაბმა სირიის პრობლემაში განპირობებულია ენერგეტიკულ მილგაყვანილობაზე კონტროლის შენარჩუნების სურვილით.

CNN სწორად შენიშნავს, რომ citgo, რომელიც ვენესუელის ზემოთ დასახელებულ სახელმწიფო კომპანიას ეკუთვნის, ყოველდღიურად გადაამუშავებს 800 ათას ბარელს, რაც აშშ-ში მოხმარებული საწვავის მხოლოდ 5 პროცენტს შეადგენს, მაგრამ, თუ გავიხსენებთ, რომ რუსეთმა ამერიკისთვის მისაწოდებელი ურანის მცირე მოცულობის შესყიდვით დიდ მასშტაბს მიაღწია, გამორიცხული არ არის, ამის მსგავსი რამ ნავთობთან დაკავშირებითაც მოხდეს. ასეც იქნება, თუ ჩვენ ძალიან სულელურად მოვიქცევით. შეიძლება დარწმუნებით ვთქვათ, რომ პრეზიდენტი ტრამპი ამას არ დაუშვებს. ამასთან, ვინ იცის, როდის მოხდება დეფოლტი? შეიძლება, სულ სხვა ისტორია დაიწყოს.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here