Home ახალი ამბები მსოფლიო The American Thinker: დემოკრატებო, ან წარმოადგინეთ რუსეთთან ტრამპის მორიგების საბუთები, ან მორჩით...

The American Thinker: დემოკრატებო, ან წარმოადგინეთ რუსეთთან ტრამპის მორიგების საბუთები, ან მორჩით ლაყბობას!

798
ტრამპი-პუტინი

დაამტკიცეთ ტრამპისა და მის საარჩევნო კამპანიასთან დაკავშირებული ადამიანების რუსეთთან მორიგების ფაქტი ან მოკეტეთ. “რუსული გამოძიება” _ სიცრუეა”, _ წერს გამოცემა.

რესპუბლიკელებმა და ტრამპმა ნება მისცეს დემოკრატებსა და მედიას, გაეერთიანებინათ ორი საკითხი: პირველი, რუსები შეეცადნენ და, შესაძლებელია, წარმატებასაც მიაღწიეს არჩევნებზე გავლენის მოხდენის საქმეში; მეორე, აღნიშნული გავლენა დაკავშირებული იყო ტრამპისა და მისი მომხრეების ვლადიმერ პუტინთან აქტიურ მორიგებასთან. აშშ-ის სადაზვერვო სამსახურებმა ყველა მხარეს წარუდგინეს ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ რუსეთმა გავლენა იქონია 2016 წლის არჩევნების შედეგებზე. რაში გამოიხატებოდა ეს გავლენა, საგამოძიებო ორგანოების გარდა, არავინ იცის. მაგრამ არ უნდა გაგვიკვირდეს, რომ რუსეთს აქვს თავისი გეოპოლიტიკური ინტერესები, რომლებიც გავლენას ახდენს მის უმთავრეს მოწინააღმდეგეზე _ ამერიკის შეერთებულ შტატებზე.

მასმედია თითქოს ზედმეტად დაინტერესებული არ იყო ყველა ამ ინციდენტში რუსეთის მონაწილეობის გაშუქებით, მაგრამ დღეს ყველა ერთად დაბეჯითებით აცხადებს, რომ დონალდ ტრამპი რუსეთთან ერთად ისწრაფვოდა აშშ-ის პრეზიდენტის სავარძლის დასასაკუთრებლად.

ნება გვიბოძეთ, შეგახსენოთ: დღემდე არაფერი ყოფილა წარმოდგენილი, რაც დაამტკიცებდა, რომ ტრამპი და რუსეთი გარიგებულნი იყვნენ…

…საინტერესო, აი, რა არის: თუ ვერ მოიძიეთ რუსეთთან თანამშრომლობის მტკიცებულებანი “დაზვერვითი ინფორმაციის შემთხვევითი შეკრების” შემდეგაც კი, თქვენ უნდა შეწყვიტოთ ეს გამოძიება…

დონალდ ტრამპმა ბოლოს და ბოლოს უნდა მოითხოვოს, იმ მტკიცებულებათა წარმოდგენა, რომლებიც მოწმობს პუტინთან მორიგებას. მანაც და რესპუბლიკელების პარტიამაც ნება მისცეს ამ სიცრუის გამავრცელებლებს, ძალიან ღრმად შეეტოპათ.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here